საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90189

1989

ტიპი: ავტორობა

1989 წლის 18 მაისს ალექსანდრე სულხანიშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში მისწერა, რომ სიკვდილის წინ ანდერძს დაწერდა, შევარდნაძე და გორბაჩოვი ოჯახებიანად გაენადგურებინათ.

1985

ტიპი: თანამდებობა

1985-1991 წლებში მიხეილ სერგეის ძე გორბაჩოვი საბჭოთა კავშირის პირველი პრეზიდენტი იყო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 19 დეკემბერს თბილისის გამგეობის დარბაზში გამართულ თბილისის სასწავლებელთა გამგე-კომისიისა და ქალაქის გამგეობის გაერთიანებულ კრებაზე განიხილეს კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველ ზავადსკის წინადადება თბილისის სახელოსნო სასწავლებლის ნაკლულოვანებათა გამოსწორების შესახებ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს თბილისის მაწანწალა ძაღლების დამჭერმა კონტრაგენტმა სამარინმა ქალაქის გამგეობას მიმართა თხოვნით, გაუქმებულიყო 20 ნოემბრის დადგენილება, რომლის მიხედვითაც მის მოქმედებას თვალ-ყურს ადევნებდა თბილისის პოლიცია. 19 დეკემბერს გამგეობამ განცხადება განიხილა და უყურადღებოდ დატოვა.

1988

ტიპი: ავტორობა

1988 წლის 3 აგვისტოს მიხეილ ქავთარაძემ ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში მისწერა და ნებისმიერი საბუთის ან წერილის, მათ შორის პირადი მიმოწერის, გაგზავნა სთხოვა. მ. ქავთარაძე ომისდროინდელი წერილების წიგნად გამოცემას აპირებდა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს პირველი სავაჟო გიმნაზიის დირექტორ ლევ მარკოვს პეტერბურგის სამოსწავლო ოლქში დიდი თანამდებობა შესთავაზეს.

1845

ტიპი: თანამდებობა

1845 წელს იოვანე დავითის ძე მხეიძე თერჯოლის წმ. გიორგის (გოფანთის) ეკლესიის მღვდელი იყო.

1852

ტიპი: გარდაცვალება

1852 წლის 7 აპრილს თერჯოლის წმ. გიორგის (გოფანთის) ეკლესიის მღვდელი იოანე ნიკოლოზის ძე ქოჩიაშვილი გარდაიცვალა.

1838

ტიპი: თანამდებობა

1838 წელს ანდრია ნემსიწვერიძე თერჯოლის წმ. გიორგის (გოფანთის) ეკლესიის მღვდელი იყო.

1838

ტიპი: თანამდებობა

1838 წელს იოვანე პატარიძე თერჯოლის წმ. გიორგის (გოფანთის) ეკლესიის მღვდელი იყო.

1843

ტიპი: თანამდებობა

1843 წელს გიორგი დავითის ძე კლდიაშვილი თერჯოლის წმ. გიორგის (გოფანთის) ეკლესიის მღვდელი იყო.

1809

ტიპი: თანამდებობა

1809-52 წლებში იოანე ნიკოლოზის ძე ქოჩიაშვილი თერჯოლის წმ. გიორგის (გოფანთის) ეკლესიის მღვდელი იყო.

1838

ტიპი: გარდაცვალება

1838 წლის 7 დეკემბერს ჭე­ლი­ა­ღე­ლის მთა­ვა­რან­გე­ლოზ­თა ეკლესიის მღვდელი ოქროპირ კანდელაკი გარდაიცვალა.

1873

ტიპი: გარდაცვალება

1873 წლის 25 იანვარს ჭე­ლი­ა­ღე­ლის მთა­ვა­რან­გე­ლოზ­თა ეკლესიის მღვდელი სიმონ იოვანეს ძე კანდელაკი გარდაიცვალა.

1937

ტიპი: გარდაცვალება

1937 წლის 13 დეკემბერს ჯვა­რი­სის წმ. გი­ორ­გის ეკლესიის მღვდელი სიმონ ვასილის ძე ბაკურაძე გარდაიცვალა.

1854

ტიპი: გარდაცვალება

1854 წელს ჯვა­რი­სუბ­ნის (ჯო­ი­სუბ­ნის) წმ. გი­ორ­გის ეკლესიის მღვდელი საბა ბენიამინის ძე გოგრიჭიანი გარდაიცვალა.

1857

ტიპი: გარდაცვალება

1857 წლის 5 სექტემბერს ჯვა­რი­სუბ­ნის (ჯო­ი­სუბ­ნის) წმ. გი­ორ­გის ეკლესიის მღვდელი ნიკოლოზ გიორგის ძე ბაქრაძე გარდაიცვალა.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 1-ელ დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მეორე ნაწილი დიმიტრი ჯანაშვილის ნარკვევისა „წარსული და მომავალი ინგილოების ცხოვრება“.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 9 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დავით ერისთავის ლექსები „ზამთრის ღამე“ და „სურათი“.

1845

ტიპი: გარდაცვალება

1845 წლის 24 მაისს ჭი­ო­რის წმ. გი­ორ­გის ეკლესიის მღვდელი შიო პავლეს ძე რეხვიაშვილი გარდაიცვალა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 19 დეკემბერს, სომეხი მწერლის, ღევონდ ალიშანის გარდაცვალების 40 დღის თავზე, კათოლიკეთა პეტრე-პავლეს ტაძარში ჩატარდა წირვა და პანაშვიდი, რომელსაც ბევრი ადამიანი დაესწრო.

1826

ტიპი: გარდაცვალება

1826 წელს თერჯოლის წმ. გიორგის (გოფანთის) ეკლესიის მღვდელი მარკოზ ლილუაშვილი გარდაიცვალა.

1785

ტიპი: თანამდებობა

1785 წელს იოვანე პატარიძე თერჯოლის წმ. გიორგის (გოფანთის) ეკლესიის მღვდელი იყო.

1987

ტიპი: ავტორობა

1987 წლის 27 ნოემბერს მიხეილ ქავთარაძემ ნიკოლოზ მათიკაშვილს მისწერა, რომ ჟურნალ „ივერიის“ რედაქციამ მისი და ვალერიან თევზაძის მასალის ერთად გამოქვეყნება გადაწყვიტა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912-17 წლებში ილარიონ ბართლომეს ძე მაჩიტაძე სოფ. თავასის წმ. სამების ეკლესიის მღვდელი იყო.