საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90189

1985

ტიპი: ავტორობა

1985 წელს ალექსანდრე სულხანიშვილი ნიკოლოზ მათიკაშვილს სწერდა, რომ საფრანგეთში ილია ჭავჭავაძის სიკვდილის გამომძიებელი კომისიის ორი წევრი გაიცნო, რომლებმაც ილიას მკვლელობის შესახებ სიმართლე უამბეს, მაგრამ სიტყვა ჩამოართვეს, რომ საქართველოს განთავისუფლებამდე ამ ინფორმაციას საიდუმლოდ შეინახავდა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 27 თებერვალს ბაგატუროვი თბილისის გამსესხებელ-შემნახველთა სალაროს მმართველად დაინიშნა.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნატალია ივანეს ასული ქავთარაძე-ელიავასი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრ ამბერკი თომას ძე ელიავას ცოლი იყო.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ექიმი ა. ე. ფონ ლევენშტეინი რენტგენითა და ელექტრონით იკვლევდა ავადმყოფებს მისამართზე: კრილოვის ქუჩა, სახლი 5, ბინა 3.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თინათინ თომას ასული ელიავა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრ ამბერკი თომას ძე ელიავას ქალიშვილი იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნოელ თომას ძე ელიავა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრ ამბერკი თომას ძე ელიავას ძმა იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, შალვა თომას ძე ელიავა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრ ამბერკი თომას ძე ელიავას ძმა იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნატალია ივანეს ასული ქავთარაძე-ელიავასი პეტრე, პავლე და სერგო ქავთარაძეების და იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ამბერკი თომას ძე ელიავა პეტრე, პავლე და სერგო ივანეს ძე ქავთარაძეების სიძე იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, პავლე ივანეს ძე ქავთარაძე და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები, პეტრე და სერგო ქავთარაძეები ძმები იყვნენ.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ამბერკი თომას ძე ელიავა ემილია ვლადიმერის ასული ქავთარაძის სიძე იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ამბერკი თომას ძე ელიავა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრ ანა ილარიონის ასული ქავთარაძის სიძე იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ამბერკი თომას ძე ელიავა მარიამ ივანეს ასული კახიძისას სიძე იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მარიამ ივანეს ასული კახიძისა ნატალია ივანეს ასულ ელიავას და იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ელისაბედ ივანეს ასული არჯევანიძე ნატალია ივანეს ასულ ელიავას და იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ელისაბედ ივანეს ასული არჯევანიძე მიხეილ სამსონის ძე არჯევანიძის მეუღლე იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ამბერკი თომას ძე ელიავა ელისაბედ ივანეს ასულ და მიხეილ სამსონის ძე არჯევანიძეების სიძე იყო.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 11 იანვარს სოფელ ცხრუკვეთის წმ. გიორგის ეკლესიაში ლიზა გედევანის ასული ტატიშვილისას 40 დღის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ლიზა გედევანის ასული ტატიშვილისა დიმიტრი დავითის ძე ტატიშვილის მეუღლე იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 15 იანვარს სახელმწიფო დრამის თეატრში ზაქარია ბერიშვილის რეჟისორობით და ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის მიზანსცენებით წარმოადგენდნენ დრამას „მარიამ მაგდალინელს“.

1985

ტიპი: ავტორობა

1985 წლის 7 ოქტომბერს ალექსანდრე სულხანიშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს სან-ფრანცისკოდან ვარშავაში გაუგზავნა თავისი წიგნი „რა ხდებოდა მეტეხის ციხეში ქართველებს შორის 1923-1924 წლებში და ილიას მკვლელობის სინამდვილე“.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 19 დეკემბერს თბილისის გამგეობაში გაიმართა თბილისის სასწავლებელთა გამგე-კომისიისა და ქალაქის გამგეობის გაერთიანებული კრება, რომელზეც განიხილეს კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველის, ნ. რ. ზავადსკის წინადადება თბილისის სახელოსნო სასწავლებლის ნაკლულოვანებათა გასწორება-მოსპობის შესახებ.

1864

ტიპი: თანამდებობა

1864 წელს ალექსი ბესარიონის ძე ბურჯანაძე სოფ. ზეინდრის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იყო.

1985

ტიპი: ავტორობა

1985 წელს ნიკოლოზ მათიკაშვილმა სან-ფრანცისკოში ალექსანდრე სულხანიშვილს მისწერა, რომ თავისი წიგნის „იუნკრები“ დაბეჭდვა უნდოდა.

1974

ტიპი: ღონისძიება

1974 წელს გიორგი წერეთელმა, ლევან ზურაბიშვილმა და მიხეილ გრიგოლიამ პარიზში ჟურნალი „თავისუფლების ტრიბუნა“ დააარსეს.