საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90189

1921

ტიპი: მფლობელობა

1921 წელს სოფიო მიხეილის ასული დოლიძე ფლობდა ბინას სოლოლაკში, სასტუმრო „ინტერნაციონალში“.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 9 იანვარს დიმიტრი როსტომის ძე აბაშიძე გარდაიცვალა.

1921

ტიპი: მფლობელობა

1921 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დიმიტრი როსტომის ძე აბაშიძე ფლობდა ბინას სანაპიროს ქუჩა N7-ში.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 12 იანვარს ივანე პეტრეს ძე წულუკიძეს ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში 40 დღის პანაშვიდს გადაუხდიდნენ.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი პეტრე გიორგის ძე წულუკიძე ივანე წულუკიძის მამა იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ოლღა ივანეს ასული წულუკიძე ივანე პეტრეს ძე წულუკიძის დედა იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 15 იანვარს კ. ი. ზუბალაშვილის სახელობის ქალაქის სახალხო სახლში ელისაბედ (სოფიო) რომანიშვილი-დგებუაძისას სცენაზე მოღვაწეობის 20 წლის აღსანიშნავად საიუბილეო წარმოდგენა გაიმართებოდა.

1987

ტიპი: ავტორობა

1987 წლის 28 მაისს ალექსანდრე სულხანიშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს მისწერა, რომ მის წიგნს „იუნკრები“ მიხეილ ქავთარაძე პარიზში დაბეჭდავდა და ხარჯებსაც ის აანაზღაურებდა.

1842

ტიპი: თანამდებობა

1842 წელს იესე დავითის ძე ნუქიფი (ნიქიფიშვილი) სოფ. კურსების მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იყო.

1987

ტიპი: ავტორობა

1987 წლის 20 აპრილს ალექსანდრე სულხანიშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში მისწერა, რომ მისი მეუღლე ფსიქიკური აშლილობით იყო ავად.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს მიხეილ ერისტოს ძე ქავთარაძე აგვისტოს აჯანყებაში მონაწილეობდა.

1863

ტიპი: თანამდებობა

1863 წელს ალექსი ბესარიონის ძე ბურჯანაძე სოფ. ზეინდრის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იყო.

1862

ტიპი: თანამდებობა

1862-1905 წლებში კოზმან სვიმონის ძე ქველაძე სოფ. ზეკვეცის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელი იყო.

1987

ტიპი: თანამდებობა

1987 წელს მიხეილ ქავთარაძე პარიზში ჟურნალ „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელი იყო.

1987

ტიპი: ავტორობა

1987 წლის 28 მაისს ალექსანდრე სულხანიშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს მისწერა, რომ ვალერიან თევზაძის „განვლილი გზის“ ხელნაწერი გაეგზავნა. წიგნი მიხეილ ქავთარაძეს პარიზში უნდა დაებეჭდა.

1987

ტიპი: ავტორობა

1987 წელს მიხეილ ქავთარაძემ პარიზში დაბეჭდა ვალერიან თევზაძის მოგონება „განვლილი გზა“.

1808

ტიპი: თანამდებობა

1808-63 წლებში ნიკოლოზ ივანეს ძე ხვედელიძე სოფ. ზეკვეცის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელი იყო.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს კირილე ოთიას ძე ჯაჯანიძე სოფ. ზეკვეცის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელი იყო.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905-17 წლებში გერასიმე იოსების ძე ჯაჯანიძე სოფ. ზეკვეცის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886-90 წლებში გიორგი იოვანეს ძე ცირღილაძე სოფ. კურსების მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იყო.

1811

ტიპი: თანამდებობა

1811 წელს კირილე ოთიას ძე ჯაჯანიძე სოფ. ზეკვეცის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელი იყო.

1819

ტიპი: თანამდებობა

1819-53 წლებში იოანე ქაიხოსროს ძე გოგოლაშვილი სოფ. კურსების მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იყო.

1853

ტიპი: გარდაცვალება

1853 წელს სოფ. კურსების მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იოანე ქაიხოსროს ძე გოგოლაშვილი გარდაიცვალა.

1853

ტიპი: თანამდებობა

1853-86 წლებში დავით იოანეს ძე ბერეკაშვილი სოფ. კურსების მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იყო.

1890

ტიპი: თანამდებობა

1890-93 წლებში პავლე იოანეს ძე აფხაიძე სოფ. კურსების მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იყო.