რეგისტრირებული ფაქტები19616
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1928
ტიპი: ავტორობა
1928 წლის 20 ნოემბერს საქართველოს ეროვნული მთავრობის წარმომადგენელმა რაფიელ ივანიცკი-ინგილომ წერილი მისწერა ევგენი გეგეჭკორს მის მიერ იტალიის მეფის პირველი მინისტრისათვის საიდუმლო მემორანდუმის გაგზავნის თაობაზე საქართველოს მდგომარეობის შესახებ, რომელშიც ის იუწყებოდა, რომ გაიხსნა იტალიური საწყობები, მაღაზიები; ბათუმში შემოვიდნენ იტალიური სავაჭრო გემები და სხვა.
1954
ტიპი: ავტორობა
1954 წლის 27 ივნისს ევგენი გეგეჭკორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ბოლშევიზმისაგან გათავისუფლების ამერიკული კომიტეტის, „პარიზის ბლოკის", ევროპის ქვეყნების სოციალ-დემოკრატიული პარტიების წარმომადგენელთა სამგლოვიარო კრების თავჯდომარემ – უკრაინის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სტ. ვიტვიცკიმ სამძიმრის წერილი მისწერა საქართველოს მთავრობას.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 8 აპრილს საქართველოს სახელმწიფო და საზოგადო დაწესებულებების ქართველ მოსამსახურეთა დამფუძნებელმა კრებამ დადგენილება გაუგზავნა საქართველოს ეროვნულ საბჭოს, რის თანახმადაც, უნდა გამოცხადებულიყო საქართველოს სუვერენული უფლებები, ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო სხვადასხვა სახელმწიფოებთან და მოლაპარაკება უნდა გამართულიყო საქართველოსა და ოსმალეთს შორის ზავის დადების შესახებ. ხელს აწერენ: ვალერიან ბაქრაძე, სოლომონ მაჩაბელი, სვიმონ ღვთისავრიშვილი, ვიაჩესლავ ადამოვი, ივანე აფხაზი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 8 აპრილს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს წერილი გაუგზავნა ქართული უნივერსიტეტის სტუდენტთა კრების თავმჯდომარემ, დომენტი არონიშიძემ. ქართველ სტუდენტთა საერთო კრებამ დაადგინა: ამიერკავკასიის მართვა-გამგეობის საკითხში მოხდეს ცვლილებები. კერძოდ, აღიარებული იქნას ქართელი ერის სახელმწიფოებრივი უფლება და სახელმწიფო ერთეულმა შეასრულოს ყველა საერთაშორისო იურიდიული წესი. ეს უფლება განახორციელოს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, რომლის მიერ არჩეულ მთავრობას მიენიჭოს დროებითი მთავრობის ფუნქციები, სანამ მოწვეულ იქნება საქართველოს დამფუძნებელი კრება.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 21 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა წერილი გაუგზავნა საერობო გამიჯვნის სექციის თავმჯდომარეს კომიტეტში თანაშემწის წარდგენის თაობაზე. ხელს აწერენ აღმასრულებელი კომიტეტის საქმეთა მმართველი, პავლე საყვარელიძე და კომიტეტის მდივანი, დავით ნახუცრიშვილი.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის დეკემბერში საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონების კომისიის გამგემ, გიორგი გვაზავამ წერილი გაუგზავნა ალექსანდრე ლომთათიძეს, ლეონ ნათაძეს, გრიგოლ ნათაძეს, ალექსანდრე მიქაბერიძეს, გრიგოლ მაღალაშვილს, ივანე ჯავახიშვილს, პეტრე ქავთარაძეს, სილიბისტრო ჯიბლაძეს, რევაზ გაბაშვილს, გიორგი ლასხიშვილსა და კოტე მესხს ქართული უნივერსიტეტისა და ქართული გიმნაზიის დახმარების საკითხის თაობაზე შეხვედრის დანიშვნის შესახებ.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 16 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ნოე ჟორდანია. მან ისაუბრა მთავრობის მიერ წარდგენილ დეკლარაციაზე, რომელშიც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადების საკითხი და მასზე აქტიური მუშაობა. მან მხარი დაუჭირა ირაკლი წერეთელს და ღირსეული სარდალი უწოდა. გარდა ამისა, ნაციონალ-დემოკრატებს სახელმწიფო გადატრიალების პოლიტიკის მხარდაჭერაში დასდო ბრალი.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 9 ნოემბერს ილიკო წივწივაძემ რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტს ჩააბარა განცხადება, რომელშიც გაკრიტიკებული იყო პარტიის ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის საქმიანობა. განცხადებას ხელს აწერდნენ ფილიპე მახარაძე, კოტე ცინცაძე, სერგო ქავთარაძე, მალაქია ტოროშელიძე, სილიბისტრო თოდრია, ლადო დუმბაძე, თედორე კალანდაძე, მიხეილ ოკუჯავა, ეფრემ ეშბა და ბესარიონ გოგია.

