საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები32848

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 21 სექტემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ნიკოლოზ კურდღელაშვილი კავკავის სკოლის მესამე მასწავლებლად დანიშნა. მას გალობის სწავლება და ქოროს მართვაც დაევალა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 20 მარტს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბათუმის სკოლის კომიტეტის მოხსენება ადგილობრივი განყოფილების დაარსების შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 24 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქუთაისის სახალხო სკოლების დირექტორის კითხვა პლატონ წულუკიძის სენაკის სკოლიდან დათხოვნის შესახებ. გამგეობის დადგენილებით, დირექტორისთვის უნდა მიეწერათ, რომ წულუკიძე დაითხოვეს ამავე სკოლის ინსპექტორის, სამსონ ყიფიანის მიმართ მისი არაკეთილგანწყობილი პირადული დამოკიდებულების გამო. ოქმს ხელს აწერს ილია ჭავჭავაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1899 წლის ანგარიშის მიხედვით, ძმებ კ. და ს. თავართქილაძეებს მართებდათ საზოგადოების ვალი – 180 მანეთი.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დავით კარიჭაშვილის მოხსენების საფუძველზე გადაწყდა, ია კარგარეთელის სახალხო სიმღერების კრებული 1500 ეგზემპლარად დაებეჭდათ.

1908

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ 1908 წლის 31 აგვისტოს კრებას შესთავაზა ხელუხლებლად დაეტოვებინათ ილიას ფონდში არსებული თანხა – 10818. 79 მანეთი, ხოლო სარგებელი მოეხმარებინათ ილია ჭავჭავაძის სახელზე სკოლის დასაარსებლად და მისი პუბლიცისტურ-კრიტიკული ნაწერების გამოსაცემად. სკოლის გახსნას მხარი დაუჭირეს გრიგოლ დიასამიძემ, ლ. მეტრეველმა, სოფრომ ტარუაშვილმა, ნაწერების გამოცემას – სამსონ ფირცხალავამ, პართენ გოთუამ, კიტა აბაშიძემ.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 9 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის სახ. ეროვნული ფონდის შესაქმნელად მოწვეული კრების თავმჯდომარე გიორგი ზდანოვიჩი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას უგზავნის კრების ოქმს და სთხოვს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები კრების დადგენილების აღსასრულებლად.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 24 სექტემბერს ნაფიცმა ვექილმა იასონ ლორთქიფანიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ვლადიკავკაზიდან შეატყობინა, რომ იქაური ქართველები 27 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის სახელზე სალიტერატურო საღამოს გამართვას აპირებდნენ. ვექილმა საზოგადოებას სათანადო ანაზღაურების სანაცვლოდ შესაფერისი მასალის გაგზავნა სთხოვა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 9 თებერვლის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში, რომლის მიხედვითაც ზაქარია გრიქუროვისთვის უნდა მიეცათ წიგნების თანხა – 92. 75 მანეთი.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 18 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში მაქსიმე შარაძისთვის 10. 30 მანეთის გადაცემის შესახებ საზოგადოების წლიური ანგარიშის დასაბეჭდად, რომელიც „ივერიის“ ნომრებთან ერთად უნდა დაერიგებინათ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის სექტემბერში ტიტე კახიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, ალაგირის ქართველთა სკოლისთვის უფასოდ ან დაკლებული ფასით მიეცათ 30-30 ცალი „დედა ენა“ და „რუსკოე სლოვო“, 5 წერის დედანი, „რუსკოე სლოვოს“ მეთოდიკა (I ნაწილი), 96 ფანქარი, 200-200 ცალი ქართულის, რუსულისა და ხატვის რვეული, რომელთა საერთო ღირებულება 33. 74 მანეთი იყო.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 4 სექტემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დააკმაყოფილა მასწავლებელ მიხეილ სიმონის ძე შარაშიძის მოთხოვნა 1891-1899 წლების ნამსახურობის მოწმობის მიცემის შესახებ და აღნიშნა, რომ ამ პერიოდში იგი სკოლის საქმეს კარგად უძღვებოდა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის სექტემბერში კავკავის სკოლის გამგე ტიტე კახიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა ტელეგრამა, რომ ვერ იპოვეს კანდიდატი კავკავის სკოლის მესამე მასწავლებლის თანამდებობაზე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 4 სექტემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ტიტე კახიძის ტელეგრამა მასწავლებლის კანდიდატის თაობაზე და გადაწყდა გამოეცხადებინათ, რომ კავკავის სკოლაში იყო თავისუფალი ადგილი. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე, ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 4 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სხდომაზე ბარბარე თეოდორეს ასულ ყიფშიძეს უარი უთხრა კავკავის სკოლის მასწავლებლობაზე, რადგან ქალი მასწავლებლის ადგილი არ ჰქონდათ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის სექტემბერში გრიგოლ პავლეს ძე ტატიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, შეეძინათ მის მიერ შედგენილი ჩართული ანბანი 150-300 ცალი თითოეული 50 კაპიკად.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 4 სექტემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გადაწყვიტა, შეეძინა გრიგოლ ტატიშვილის შედგენილი 100 ცალი ჩართული ანბანი, თითო 50 კაპიკად.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 8 სექტემბერს ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ ალექსანდრე მიქაბერიძე, გიორგი იოსელიანი, დავით კარიჭაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე და ივანე ზურაბიშვილი.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის სექტემბერში ელისაბედ როინაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ ფოტოგრაფ ალექსანდრე როინაშვილის ბიძაშვილების – დავით და ვასილ როინაშვილების – აღზრდისა და სწავლისთვის გადადებული თანხა, თვიურად თითო თუმანი, საკმარისი არ იყო და მომატებას ითხოვდა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 8 სექტემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, რომ ელისაბედ როინაშვილის თხოვნა ალექსანდრე როინაშვილის ბიძაშვილების, ვასილ და დავით როინაშვილებისთვის შემწეობის გაზრდის შესახებ საზოგადოების მეტი წევრის თანდასწრებით განეხილათ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 8 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ელისაბედ როინაშვილის თხოვნით მდივან ალექსანდრე მიქაბერიძეს დაევალა ალექსანდრე როინაშვილის ბიძაშვილების – დავით და ვასილ როინაშვილების – სწავლის შესახებ ცნობების მომზადება.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის სექტემბერში ძმებმა კ. და ს. თავართქილაძეებმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სამასი მანეთის კრედიტის გახსნა სთხოვეს.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 7 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გომარეთის მასწავლებლის მოხსენება, რომ სოფლის ყრილობამ სკოლის სამზრუნველოსთვის შეარჩია სპირიდონ ჩაჩანიძე, ნიკოლოზ რთველაძე და გიორგი რთველაძე. გამგეობამ ეს კანდიდატები დაამტკიცა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 15 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად ვ. ნაცრაძეს რვეულების ასაკინძში 30 მანეთი გადაუხადეს.