რეგისტრირებული ფაქტები90188
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1847
ტიპი: თანამდებობა
1847-59 წლებში სვიმონ გიორგის ძე ბარბაქაძე სოფ. ვაშლევის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.
1972
ტიპი: ღონისძიება
1972 წელს მიხეილ კვალიაშვილმა პროფესორ იოსებ ბართლომეს ძე მეგრელიძეს მიაწოდა ცნობები ვარშავაში მცხოვრები მთავარმართებლის, ალექსანდრე იმერეტინსკის შესახებ.
1961
ტიპი: ღონისძიება
1961 წელს იოსებ ბართლომეს ძე მეგრელიძემ ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიიღო.
1980
ტიპი: ღონისძიება
1980 წელს იოსებ ბართლომეს ძე მეგრელიძე საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე გახდა.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლიდან ალექსანდრე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-იმერეტინსკი რუსეთის მთავარი სამხედრო პროკურორი და სამხედრო სასამართლოს მოსამართლე იყო.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლიდან ალექსანდრე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-იმერეტინსკი ვარშავის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი და ვარშავის გენერალ-გუბერნატორი გახდა.
1947
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1947 წელს თამარ ქაიხოსროს ასული ჩოლოყაშვილი დედასთან, ნინო მეღვინეთუხუცესთან, ერთად გადასახლებიდან გაათავისუფლეს.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლიდან ელიზბარ ზაქარიას ძე გულისაშვილი რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ მიმართული შეიარაღებული აჯანყების მომზადებაში მონაწილეობდა.
1982
ტიპი: ღონისძიება
1982 წელს აკაკი ნესტორის ძე სურგულაძე საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი გახდა.
1972
ტიპი: ღონისძიება
1972 წელს მიხეილ კვალიაშვილი საქართველოში ჩამოსვლას და კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-სთან შეხვედრას გეგმავდა. მას თავისი შრომის „ქრისტიანობის ისტორია საქართველოში“ პატრიარქისგან მიღებული ინფორმაციით შევსება სურდა.
1972
ტიპი: ღონისძიება
1972 წელს აკაკი ნესტორის ძე სურგულაძე პოლონეთში მყოფ ქართველ პარტიზანებზე ინფორმაციას აგროვებდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს, ნოე რამიშვილის განათლების მინისტრობის დროს, მიუხედავად ეკონომიკური სიდუხჭირისა, გაიზარდა უნივერსიტეტის დაფინანსება და სახელმწიფო მხარდაჭერა, გაფართოვდა მთავრობის მიერ დასავლეთ ევროპაში ქართველ წარჩინებულ სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამა.
1923
ტიპი: გარდაცვალება
1923 წლის 20 მარტს ელიზბარ ზაქარიას ძე გულისაშვილი ბოლშევიკებმა თბილისში, დღევანდელ ვაკის პარკის ტერიტორიაზე, დახვრიტეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის „დროებაში“ კუხისა და გუბის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის წლიური ანგარიში დაიბეჭდა, რომელსაც ხელს აწერდნენ: კონსტანტინე ალშიბაია, სოლომონ წერეთელი, ლევან კაკაბაძე, ეგნატე გორდაძე, დავით კაკაბაძე, თედორე მოსეშვილი, ნესტორ წერეთელი, პეტრე ცაგარეიშვილი და გრიგოლ ბალანჩივაძე.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის თებერვალში თბილისს რუსეთის სახელგანთქმული პიანისტი და კომპოზიტორი ანტონ რუბინშტეინი ეწვეოდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის თებერვალში ახალგორის სკოლის მასწავლებელმა ალექსანდრე ზედგინიძეს სკოლისთვის საჩუქრად მიღებული წიგნების დაბრუნება სთხოვა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის თებერვალში ადოლფ რემერტიმ რუსეთის სახალხო ჯანმრთელობის დამცველი საზოგადოების სხდომაზე აბასთუმნისა და კავკასიის მინერალური წყლების შესახებ ისაუბრა.
1885
ტიპი: გარდაცვალება
1885 წლის თებერვალში ბათუმის სასამართლოს მომრიგებელი მსაჯული ა. ბონდარევი გარდაიცვალა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919-21 წლებში ნოე რამიშვილს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრესა და საზოგადოება „რკინის მინისტრად“ მოიხსენიებდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 27 ივნისს კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებაში კავკასიის მთავარმართებლის საბჭოს წევრის, ნიკოლოზ სულთან-კრიმ-გირეის თავმჯდომარეობით სამეურნეო-სამრეწველო გამოფენის საკითხი განიხილეს.

