რეგისტრირებული ფაქტები91735
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1986
ტიპი: ღონისძიება
1986 წელს ნიკოლოზ ივანეს ძე გუდიაშვილი საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი გახდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის თებერვალ-მარტში დავით ვლადიმერის ძე ვაჩნაძე რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობდა.
1950
ტიპი: ღონისძიება
1950 წელს ელენე იოსების ასულ დონაურს საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.
1944
ტიპი: ღონისძიება
1944 წელს არჩილ ალექსის ძე გულისაშვილს საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს ტურიევი სოფელ ქვემო მაჩხაანის კერძო სასოფლო საავადმყოფოს ექიმად დაინიშნა.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 19 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ სარგის კაკაბაძე გარეშეს წერილის „კიდევ ნაციონალიზაცია“ შესახებ წერს, რომ სახელმწიფოებრიობის და სწორად გაგებული ნაციონალიზმის ინტერესი მოითხოვდა, რომ მცოდნე და გამოცდილი არაქართველი იურისტები, რომლებიც შეისწავლიდნენ ქართულ ენას, დარჩენილიყვნენ საქართველოს სახელმწიფო სამსახურში. ეს მნიშვნელოვანი იმითაც იყო, რომ სასამართლო უწყებაში გამოცდილი იურისტები ცოტანი იყვნენ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 23 იანვარს, დილის 11 საათზე საზაფხული წრის ბინაზე (ვერის ხიდთან) სახლის მეპატრონთა საერთო კრება გაიმართებოდა შემდეგი დღის წესრიგით: 1. ნაფიცი ვექილის, ნ. ე. მზარეულოვის მოხსენება საქართველოს ქვეშევრდომობის საკითხთან დაკავშირებით და ქალაქის საბჭოს არჩევნები, 2. საარჩევნო კომისიის არჩევა და 3. მიმდინარე საქმეები.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლისთვის მიიღებოდა ხელმოწერები დასურათებულ საყმაწვილო ჟურნალ „ჯეჯილსა“ და „ნაკადულზე“. ჟურნალების შეერთება და გაფართოებული პროგრამით გამოცემა ერობათა კავშირმა გადაწყვიტა. მოზრდილთათვის ჟურნალი „ჯეჯილი“ თვეში ერთხელ გამოვიდოდა, ყმაწვილთათვის ჟურნალი „ნაკადული“ - თვეში ორჯერ. მისამართი: ერობათა კავშირი, რუსთაველის პროსპექტი N24, „ჯეჯილის“ და „ნაკადულის“ რედაქცია, სარედაქციო კოლეგია: ანასტასია წერეთლისა, ნინო ნაკაშიძისა და პავლე საყვარელიძე.
1908
ტიპი: თანამდებობა
1908 წელს ევგენი ნიკოლოზის ძე დვალი ჟურნალების – „სუსხი“, „სეტყვა“ და „შოლტი“ – რედაქტორ-გამომცემელი იყო.
1990
ტიპი: ღონისძიება
1990 წელს ნიკოლოზ ივანეს ძე გუდიაშვილს საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.
1947
ტიპი: თანამდებობა
1947 წელს იოსებ გრიგოლის ძე გრიშაშვილი საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გახდა.
1921
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1921 წელს ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე დადიანი პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920-იან წლებში ლევან პართენის ძე გოთუა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი იყო.

