საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91735

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 24 აპრილის „დროების“ ცნობით, ფ. შიმანოვსკი აგრონომი იყო.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 24 აპრილის „დროების“ ცნობით, ბაცევიჩი ინჟინერი იყო.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 24 აპრილის „დროების“ ცნობით, ბაცევიჩის გეოლოგიური გამოკვლევა ბათუმის ოლქში წიგნ „კავკასიის გეოლოგიისთვის“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 24 აპრილის „დროების“ ცნობით, სიმონოვიჩი გეოლოგი იყო.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 24 აპრილის „დროების“ ცნობით, ი. კ. ვასილიევი სოხუმში პირველ საფილოქსერო დასს ხელმძღვანელობდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 26 აპრილის „დროების“ ცნობით, საფილოქსერო საზოგადოების კრებაზე საფილოქსერო დაწესებულებათა შექმნის თაობაზე ი. კ. ვასილიევის მოხსენება მოისმინეს.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 24 აპრილის „დროების“ ცნობით, ნიკოლოზ გამრეკელმა შეკრიბა ისტორიული მასალა „ეგვიპტელები საქართველოში და ქართველები ეგვიპტეში“ და წიგნად გამოსცა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 24 აპრილის „დროების“ ცნობით, ინანოვი აგრონომი იყო.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 24 აპრილის „დროების“ ცნობით, სოროკინი სამთო ინჟინერი იყო.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 26 აპრილის „დროების“ ცნობით, შტეიმანი სამთო ინჟინერი იყო.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის აპრილში შტეიმანმა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სამთო ნაწილის მმართველის თანამდებობა დატოვა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 26 აპრილის „დროების“ ცნობით, ილინსკი სასულიერო სემინარიის ექიმი იყო.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წელს პავლე ჩუდეცკი თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი იყო.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 24 აპრილის „დროების“ ცნობით, ი. კ. ვასილიევი აგრონომი იყო.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის აპრილში ვასილ ყიფიანმა თბილისში, თავადაზნაურთა კრებაზე, სათავადაზნაურო სკოლის მდგომარეობის შესახებ მოხსენება წაიკითხა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 26 აპრილის „დროებაში“ ვასილ ლომინაძის განცხადების შესახებ გიორგი ბებურიშვილის სტატია დაიბეჭდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 19 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა კოოპერატივ „კახეთის“ მფლობელ ლ. ა. გოგნიაშვილის განცხადება, რომ ეძებდა ცეცხლგამძლე სალაროს. კოოპერატივი მდებარეობდა ქართული თეატრის ეზოში.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 19 იანვრის გაზეთი „საქართველო“ იუწყებოდა, რომ სახალხო განათლების სამინისტროს ნებართვით, ალექსანდრე გ. საათაშვილმა დააარსა პირველი ქართული ბუღალტერიის კურსები. ყველა საგანი ქართულ ენაზე ისწავლებოდა მისამართზე: თბილისი, დუშეთის ქ. სახლი N9, წყნეთის ქუჩასთან ახლოს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 20 იანვარს სახელმწიფო დრამის თეატრში პიესა „მარიამ მაგდალელს“ ლადო მესხიშვილის მიზანსცენებით მეორედ წარმოადგენდნენ, რადგან პირველი წარმოდგენის ყველა ბილეთი გაიყიდა და საზოგადოების ნაწილი უბილეთოდ დარჩა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 20 იანვარს სახელმწიფო გვარდიის საგანგებო ბატალიონთან არსებული კ. კაუცკის სახელობის თეატრ „საპიორნში“ (სახელმწიფო საოპერო თეატრის უკან) გაიმართებოდა გიორგი ქუჩიშვილის სალიტერატურო საღამო, აფიშები არ იქნებოდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 19 იანვარს ჯარში, მესანგრე ათასეულის თეატრში წარმოდგენა გაიმართებოდა. ჯარისკაცები ვალერიან გუნიას სამმოქმედებიან კომედიას „ვაის გავეყარე, ვუის შევეყარე“ წარმოადგენდნენ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 17 იანვარს სახელმწიფო დრამის თეატრში შალვა დადიანის „გუშინდელნის“ წარმოდგენა გაიმართა. სპქტაკლს წინ უძღოდა რეჟისორ კოწო ანდრონიკაშვილის სიტყვა თეატრის მნიშვნელობისა და პიესის შინაარსის შესახებ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 19 იანვრის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ დასნეულებული მწერლის, მელანიას (დეკანოზი ნიკოლოზ ნათიძე) სასარგებლოდ რედაქციამ საზოგადოება „იმედისგან“ მიიღო 3 000 მანეთი და დავით კასრაძისგან − 15 000 მანეთი.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 19 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სამგლოვიარო დეპეშა. ჯავახეთის ქართველი საზოგადოება გამოთქვამდა წუხილს საზოგადო მოღვაწის, ილია სოლომონის ძე ალხაზიშვილის უდროოდ გარდაცვალების გამო. სამძიმრის წერილს საზოგადოების მინდობილობით ხელს აწერდა ნადირაძე.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 19 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ შ. ბ-ძის (შოთა იაკობის ძე ბერიძე) ხელმოწერით გამოქვეყნდა წერილი „პარტია და პროფესია“.