რეგისტრირებული ფაქტები85182
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 22 აგვისტოს კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინი მოსკოვიდან თბილისში დაბრუნდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 22 აგვისტოს ეგზარქოს ფლაბიანეს სახლის დარბაზში არქიმანდრიტ კირიონის ეპისკოპოსად სახელდება შედგა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 22 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ქუთაისის ახლად დანიშნული გუბერნატორი ფიოდორ გერშელმანი პეტერბურგიდან თბილისში ჩამოვიდა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 22 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ოზურგეთის მოურავი ნოკოლოზ ყარამანის ძე თავდგირიძე ქალაქში რკინიგზის გაყვანასა და პროგიმნაზიის დაარსებას ითხოვდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 22 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გეოლოგი სიმონოვიჩი მდინარე ჭიშურას მიმდებარე წყაროს წყლების შესასწავლად ქუთაისს ესტუმრა.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 4 ნოემბრის „დროების“ ცნობით, ლ. გრიგორაშვილი თელავის სამოქალაქო სასწავლებლის პედაგოგი იყო.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 5 ნოემბრის „დროების“ ცნობით, „თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საზოგადოების, შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობისთვის“ დახმარების მსურველებს საწევრო თანხა ნიკოლოზ ქანანოვისთვის უნდა გადაეცათ.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 8 ნოემბრის „დროებაში“ დიმიტრი ყიფიანსა და ს. ალადათოვს შორის „ქალაქის რჩევის სხდომაზე“ გამართული პოლემიკის შესახებ სტატია დაიბეჭდა.
1878
ტიპი: ნასამართლეობა
1878 წლის 8 ნოემბრის „დროების“ ცნობით, მამია გურიელის მიერ ჩადენილ ბოროტმოქმედებაზე გამოძიება დაიწყო.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 10 ნოემბრის „დროებაში“ დაიბეჭდა „ნემეცების კლუბში" ქართულ წარმოდგენაზე შეგროვილი თანხის ანგარიში, რომელსაც ხელს იოსებ ანდრონიკაშვილი აწერდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 11 ნოემბრის „დროების“ ცნობით, გრიგოლ ჩარკვიანმა რაფიელ ერისთავის მიერ ნათარგმნი კრილოვის „იგავ-არაკნი“ გამოსცა.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 12 ნოემბრის „დროების“ ცნობით, იაკობ ზუბალოვი საგურამოს სკოლის ხელმძღვანელი იყო.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 11 ნოემბრის „დროების“ ცნობით, ანთიმოზ ჯუღელის ლექსების კრებული „სიყვარული“ თბილისში, გრიგოლ ჩარკვიანის, უ. ვართანოვისა და ზაქარია გრიქუროვის მაღაზიებში იყიდებოდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 11 ნოემბრის „დროების“ ცნობით, ზაქარია გრიქუროვის მაღაზიაში ახალი წიგნი „სახალხო მეჯლისი“ იყიდებოდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 12 ნოემბრის „დროების“ ცნობით, ცნობილი ავაზაკი ტატო წულუკიძე ყარსში დაიჭირეს.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 12 ნოემბრის „დროების“ ცნობით, რედაქციამ მიიღო რუსულ ენაზე დაწერილი წიგნი, როემლშიც ნინო ანდრეევსკის მკვლელობის საქმე იყო აღწერილი.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 12 ნოემბრის „დროების“ ცნობით, ილია ალხაზიშვილმა ახალქალაქში აფთიაქი გახსნა.