რეგისტრირებული ფაქტები91459
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს ოზურგეთში შექმნილმა კომისიამ, რომელიც ქალაქში რეალური სასწავლებლის გახსნაზე ზრუნავდა, თევდორე კიკვაძეც მიიწვია ამ საქმის განსახორციელებლად.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს ოზურგეთში შექმნილმა კომისიამ, რომელიც ქალაქში რეალური სასწავლებლის გახსნაზე ზრუნავდა, თევდორე კიკვაძეს სასწავლებლისათვის ბავშვების მომზადება დაავალა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „ცნობის ფურცელში" ანა კვიტაშვილის მეუღლე ივანე საველის ძე კვიტაშვილი, გარდაცვლილის ძმა მერაბ სპირიდონის ძე წერეთელი, და ოლიმპიადა ახვლედიანისა იტყობინებიან, რომ ანა კვიტაშვილის გარდაცვალებიდან მე-40 დღეს რაჭაში, სოფ. ჯვარის ადგილობრივ ეკლესიაში, გადაიხადეს სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 5 სექტემბერს თავადაზნაურთა კრებამ აირჩია კომისია, რომელსაც დაევალა შეემუშავებინა იმ სასწავლებლების ტიპები, რომელთაც უნდა მოხმარებოდა თანხა, ასევე სასწავლებლის შესანახი ხარჯთაღრიცხვა. კომისიაში აირჩიეს იოსებ ოცხელი, სიმონ ხუნდაძე, ივანე ჯაფარიძე, ნიკოლოზ მკურნალი, კონსტანტინე ღოღობერიძე, ბებურ ბებურიშვილი, სპირიდონ ჯორჯიკია, სამსონ თოფურია, სერაპიონ ღოღობერიძე, იასონ ბაქრაძე, ვასილ აბულაძე და ალექსანდრა დარახველიძე. კ
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წელს თბილისში გამოქცეული თევდორე კიკვაძე ერთხანს იქ არალეგალურად ცხოვრობდა.
1907
ტიპი: ნასამართლეობა
1907 წელს გენერალ ტოლმაჩოვის განკარგულებით მაკვანეთში დააპატიმრეს თევდორე კიკვაძე.
1907
ტიპი: ნასამართლეობა
1907 წელს მაკვანეთში დაპატიმრებული თევდორე კიკვაძე ერთხანს ინგუშ დარაჯთა „პოსტზე“ იჯდა ოზურგეთში.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წელს ციხიდან გათავისუფლების შემდეგ თევდორე კიკვაძე ოზურგეთში დარჩა საცხოვრებლად.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წელს თევდორე კიკვაძემ მოსწავლეებისთვის კერძო გაკვეთილების ჩატარებას მოჰკიდა ხელი.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წელს თევდორე კიკვაძემ გურიის სოციალ-დემოკრატთა კომიტეტში განაგრძო მუშაობა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წელს თევდორე კიკვაძე მეორე სახელმწიფო დუმისთვის დეპუტატთა ამრჩევ საგუბერნიო კონფერენციაში მონაწილეობდა.
1907
ტიპი: ორგანიზაცია
1907 წელს კაკი წერეთელი და გრიშა ლორთქიფანიძე გურიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის პრეზიდიუმის წევრები იყვნენ.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წელს თევდორე კიკივაძემ კერძო გაკვეთილების ჩატარება შეწყვიტა და ოზურგეთი დატოვა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წელს თბილისში არალეგალურად მცხოვრები თევდორე კიკვაძე კერძო გაკვეთილებით ირჩენდა თავს.
1907
ტიპი: ნასამართლეობა
1907 წელს მთავრობის წინააღმდეგ სასტიკი ბრძოლისათვის დახურეს ჟურნალი „ეკალი“, მისი რედაქტორი პლატონ გაჩეჩილაძე კი ორი თვით დააპატიმრეს.
1907
ტიპი: თანამდებობა
1907 წელს იუმორისტული ჟურნალის „ეკალი“ ნომინალური ხელმძღვანელი პლატონ გაჩეჩილაძე იყო.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წელს დროებით შეჩერებული იუმორისტული ჟურნალის „ეკალი“ გამოცემა განახლდა ციხიდან ჟურნალის რედაქტორის, პლატონ გაჩეჩილაძის გამოსვლის შემდეგ.
1908
ტიპი: ნასამართლეობა
1908 წელს ანტისახელმწიფოებრივად განწყობილი იუმორისტული ჟურნალის „ეკალი“ რედაქტორი პლატონ გაჩეჩილაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა.

