საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90189

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის აპრილის ჟურნალ „მოამბეში“ ლალის ფსევდონიმით გამოქვეყნდა გიორგი ლასხიშვილის წერილი „შინაური მიმოხილვა“ სათავადაზნაურო ბანკის და მისი თავმჯდომარის, ილია ჭავჭავაძის შესახებ.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 9 იანვარს გაზეთი „კვალი“ ეხმაურება ილია ჭავჭავაძის გაზეთ „ივერიაში“ საახალწლოდ გამოქვეყნებულ სტატიას.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წელს ბარონმა დე ბაიმ პარიზში გამოსცა წიგნი თბილისურ შთაბეჭდილებებზე. ის აფასებს ილია ჭავჭავაძის პოეზიას, თავად ავტორის შესახებ კი ამბობს, რომ გამოირჩევა პროგრესული აზროვნებით.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 30 დეკემბერს სახალხო თეატრში გამართულ კონცერტზე კიტა აბაშიძემ წაკითხა ილია ჭავჭავაძის ლექსი „რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით ანუ საქართველოს ისტორია მეცხრამეტე საუკუნისა“.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 28 ნოემბრის შემდეგ ილია ჭავჭავაძემ იტალიელი მეცნიერის, ედგარდო მადალენასგან წერილი მიიღო. ის ილიას სთხოვდა, ბიბლიოგრაფიული ნაშრომისთვის „გოლდონი იტალიის გარეთ“ მიეწოდებინა ცნობები დრამატურგ კარლო გოლდონის ნაწარმოებთა ქართული თარგმანების შესახებ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 4 მაისს ილია ჭავჭავაძე გრიგოლ არწრუნისეულ ქარვასლაში თბილისის სათავადაზნაურო ბანკის წლიურ კრებას თავმჯდომარეობდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 13 აპრილს გაზეთ „თეატრში“ სილოვან ხუნდაძის წერილის „გაზეთი „ივერია“ და მისი ენა“ დასასრული დაიბეჭდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 20 აპრილს გაზეთ „თეატრში“ დაიბეჭდა რაჟდენ ჩიკვაიძის წერილი „ჩვენ პუბლიცისტებთა მიმართ“, რომელშიც გაკრიტიკებულნი იყვნენ ილია ჭავჭავაძე და „ივერიის“ თანამშრომელი ილია ხონელი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 30 მარტს გაზეთ „თეატრში“ დაიბეჭდა დავით კეზელის სტატია „ნახე ბიჭი“ და „ქართული გაზეთის რედაქციაში (სიზმარი)“, რომლებიც მიმართული იყო გაზეთ „ივერიისა“ და მისი რედაქტორის წინააღმდეგ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 6 აპრილს გაზეთ „თეატრში“ დაიბეჭდა სილოვან ხუნდაძის წერილის „გაზეთი „ივერია“ და მისი ენა“ დასაწყისი, რომელშიც გაკრიტიკებული იყო ილია ჭავჭავაძე და გაზეთ „ივერიის“ თანამშრომლები.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 10 აპრილს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საზოგადოების ფინანსური მხარის გასაძლიერებლად მიიღეს დადგენილება სალიტერატურო-სასიმღერო საღამოს გამართვის თაობაზე.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 9 მარტს გაზეთ „თეატრში“ დაიბეჭდა დავით კეზელის სტატია „წერილი მეგობართან“, რომელშიც გაკრიტიკებული იყო გაზეთი „ივერია“. 

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 8 მარტს გაზეთ „ივერიის“ რედაქციაში ილია ჭავჭავაძის თაოსნობით გაიმართა ქართული ენის მესვეურთა თათბირი სალიტერატურო ქართულის სადავო საკითხების შესახებ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ოქტომბერში ჯიღაურას მკვიდრმა ძაგანაშვილმა მღვდელ ასათიანს ციმბირის წყლულით სნეული შვილისა და ცოლის ზიარება სთხოვა. მღვდელმა ავადმყოფები აზიარა და შემდეგ სოფელში ავადმყოფობის გავრცელების შესახებ გუბერნატორს შეატყობინა.

1886

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1886 წლის 19 იანვარს ილია ჭავჭავაძემ ივანე ხატიაშვილისგან მიიღო წერილი, რომელშიც საუბარი იყო „ივერიაში“ ქართული ენის მართლწერის საკითხებთან დაკავშირებით დაბეჭდილ ალექსანდრე მირიანაშვილის სტატიაზე.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წელს წერა-კითხვის სამმართველოს საცავში ძველი ხელნაწერი აღმოაჩინეს. ზაქარია ჭიჭინაძემ ხელნაწერი სარგის თმოგველის „დილარიანის“ მიხედვით დაწერილ პეტრე ლარაძის ნაშრომს შეადარა, კარგად გააანალიზა და დაასკვნა, რომ ხელნაწერი სარგის თმოგველის „დილარიანის“ ორიგინალის ნაწილი იყო.

1844

ტიპი: თანამდებობა

1844 წელს თომა გიორგის ძე ნინიკაშვილი სოფ. ალავერდის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს ნიკოლოზ თომას ძე ნინიკაშვილი სოფ. ალავერდის წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1893

ტიპი: თანამდებობა

1893-98 წლებში ილია ლეონტის ძე გიორგიძე სოფ. ალისმერეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1883

ტიპი: თანამდებობა

1883 წელს დავით გიორგის ძე საცერაძე სოფ. ალისმერეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1864

ტიპი: თანამდებობა

1864 წელს გიორგი იოვანეს ძე მაჩიტაძე სოფ. ალისმერეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916-17 წლებში ილარიონ გაბუნია სოფ. ალისმერეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1851

ტიპი: თანამდებობა

1851 წლამდე ლუკა სვიმონის ძე მაჭავარიანი სოფ. ალავერდის წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899-1901 წლებში კონსტანტინე ლეონტის ძე გიორგიძე სოფ. ალისმერეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1887

ტიპი: თანამდებობა

1887 წელს დავით გიორგის ძე საცერაძე სოფ. ალისმერეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.