საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90189

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 24 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 23 ივლისს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „საქართველოს ძველი ისტორიისა და მწერლობის განძი“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 25 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 24 ივლისს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „დაძაბულობა ევროპაში“.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 21 ნოემბერს ქუთაისის თეატრში დადგმულ ხუთმოქმედებიან დრამაში „მონასტრის ზღუდეთა შორის, ანუ და ტერეზა“ ოლ. ქორქაშვილმა ევგენიას როლი შეასრულა, ლ. ანჯაფარიძემ – ცეცილიასი, ან. გელაზაროვმა კი – თეოდოროსი.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წლის ნოემბერში გიორგი ნიკოლოზის ძე სხირტლაძეს თბილისში, სასახლის ქუჩაზე, სათავადაზნაურო თეატრთან, რესტორანი „ზამთრის ბაღი“ ჰქონდა.

1886

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1886 წლის 24 ივლისს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგიდან მიიღო რუსი ორიენტალისტის, ალექსეი გრენის წერილი და მისი ნაშრომი ქართული ენის შესახებ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 29 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 28 ივლისს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ბალკანეთის პრობლემა და ევროპა“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 29 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის ხელმოწერით გამოქვეყნდა თბილისის საადგილმამულო სათავადაზნაურო ბანკის ბალანსი 1886 წლის 1-ელი ივლისისათვის.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 2 აგვისტოს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ხიზნების საქმე“.

1886

ტიპი: სახელი

1886 წლის 17 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 16 აგვისტოს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ხიზნების საქმე“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე სოციალისტ-ფედერალისტმა თევდორე ღლონტმა განაცხადა, რომ არ ეთანხმებოდა მენშევიკთა აზრს, დამფუძნებელი კრების ფრაქციის წევრებს ხალხის თანდასწრებით მოეწონებინათ და დაედასტურებინათ კრების მიერ მიღებული კანონები. მას სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით სწორად მიაჩნდა, განსახილველი კანონების გარშემო კამათი ხალხში გადაეტანათ, რადგან ხალხს პოლიტიკური ბრძოლა სურდა და ამის დაუკმაყოფილებლობა პარლამენტარიზმს მოსპობდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წელს ილია ჭავჭავაძის ხელმოწერით ცალკე წიგნად გამოვიდა თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის მმართველობის განვლილი წლის ანგარიში.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წლის ნოემბერში პოლკოვნიკი ივანე დიმიტრის ძე რატიშვილი სამგზავრო ეტლს ჰყიდდა. მყიდველებს მისთვის სათავადაზნაურო ბანკში უნდა მიემართათ.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის ნოემბერში დაიბეჭდა მოსე ხონელის „ამირანდარეჯანიანი“ ფილიპე მახარაძის წინასიტყვაობით დაიბეჭდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 21 ნოემბერს ეკ. ნიკოლაძისა ქუთაისის თეატრში დადგმული წარმოდგენის „მონასტრის ზღუდეთა შორის, ანუ და ტერეზა“ ზედამხედველი იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის ნოემბერში თბილისის საყასბოში სამი ბეითალი – დედაბრიშვილი, მელქუმოვი და ვართანოვი – მუშაობდა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს მრევლიშვილი თიანეთის მაზრის ვეტერინარი იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის შემოდგომაზე თბილისის გამგეობამ გადაწყვიტა, საყასბოს მესამე ბეითლად ახალ კურსდამთავრებული სტუდენტი ვართანოვი დაენიშნა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ზაქარია ჭიჭინაძემ გამოსცა ნიკოლოზ ავალიშვილის მიერ თარგმნილი წიგნი „სამშობლოსათვის თავდადება“.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის დეკემბერში თბილისის საყასბოში მხოლოდ ვართანოვი მუშაობდა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის 1-ელ დეკემბერს ბეითალმა დედაბრიშვილმა თბილისის საყასბოში მუშაობას თავი დაანება.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 8 მარტს ილია ჭავჭავაძემ საცენზურო კომიტეტის მდივან ლუკა ისარლიშვილს წერილობით სთხოვა, არ შეეფერხებინა „საგრამატიკო საკითხების პროგრამის“ ბეჭდვაზე ნებართვის გაცემა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წელს ლუკა ისარლიშვილი საცენზურო კომიტეტის მდივნად მუშაობდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 7 მარტს ილია ჭავჭავაძეს ალექსანდრე ჭყონიამ წერილობით შეატყობინა, რომ ქალაქში არყოფნის გამო საგრამატიკო საკითხების განსახილველად დანიშნულ კრებას ვერ დაესწრებოდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის მარტში ილია ჭავჭავაძემ ალექსანდრე ჭყონიას, იაკობ გოგებაშვილს, პეტრე უმიკაშვილს, ივანე მაჩაბელს და ქართული ენისა და ლიტერატურის სხვა გულშემატკივრებს გაუგზავნა უწყება იმის შესახებ, რომ 8 მარტს „ივერიის“ რედაქციაში გაიმართებოდა სხდომა სალიტერატურო ქართულის სადავო საკითხებთან დაკავშირებით.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 6 მარტს ილია ჭავჭავაძემ ქართულ დრამატულ საზოგადოებაში საწევრო გადასახადი შეიტანა.