საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90184

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 20 სექტემბერს ქუთაისში გარდაიცვალა ფარნაოზ გარსევანის ძე ყიფიანი.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ფარნაოზ ყიფიანს დაკრძალავდნენ ქუთაისის მართლმადიდებლურ სასაფლაოზე.

1918

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ფარნაოზ გარსევანის ძე ყიფიანს ჰყავდა მეუღლე ელიზავეტა გიორგის ასული ყიფიანი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „საქართველო და კავკასია“. სტატიის თანახმად აკაკი ივანეს ძე ჩხენკელს ბერლინიდან უცნობებია, რომ გერმანიასა და რუსეთს ოფიციალურად უღიარებიათ საქართველოს დამოუკიდებლობა.

1918

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ფარნაოზ გარსევანის ძე ყიფიანს ჰყავდა ვაჟები: ალექსანდრე, იოსები, ვასილი და ვლადიმერი.

1918

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ფარნაოზ გარსევანის ძე ყიფიანს ჰყავდა რძლები: ელენე და ალექსანდრა.

1918

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ფარნაოზ გარსევანის ძე ყიფიანს ჰყავდა ქალიშვილი სოფიო ჩიქოვანი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს აკაკი ივანეს ძე ჩხენკელი ბერლინში იმყოფებოდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „საქართველო და კავკასია“. სტატიის თანახმად აკაკი ივანეს ძე ჩხენკელს ბერლინიდან უცნობებია, რომ ყველანაირი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა საქართველოს გარდა კავკასიის დანარჩენი ნაწილების დამოუკიდებლობის აღიარება.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 18 სექტემბერს თბილისის საბირჟო კომიტეტის თავმჯდომარე არკადი მილოვმა კომიტეტისა და მთლიანად სავაჭრო-სამრეწველო კლასის წარმომადგენლების სახელით საქართველოს ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრ გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულს მინისტრად დანიშვნა მიულოცა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „საქართველო და კავკასია“. თუმანოვის თქმით, ბრესტ-ლიტვური შეთანხმების დამატებით პუნქტებში არაფერი იყო ნათქვამი აზერბაიჯანის რუსეთისგან გამოყოფის შესახებ და ამის მიზეზი ბაქოელი ბოლშევიკების ავანტიურა იყო. სწორედ მათი ბრალი ყოფილა, რომ ბაქო რუსეთის იმპერიას ეკუთვნოდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „საქართველო და კავკასია“. თუმანოვის აზრით, გერმანული კაპიტალის აზიაში გაბატონების ამბიციებს ხელს შეუშლიდა ის ფაქტი, რომ საქართველოს გარდა დანარჩენი კავკასია რუსეთის ხელში იყო. მათ შორის, რუსებს ეკუთვნოდა ბაქოც.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ა. ს. პეტრაკოვსკი იყო თბილისის გამგეობის მთავარი კონტროლიორი.

1918

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ფარნაოზ გარსევანის ძე ყიფიანს ჰყავდა შვილიშვილები, ნინო და ელენე ციციანოვები.

1908

ტიპი: ღონისძიება

მოურავ მოსე მემარნიშვილისა და მისი ცოლის მკვლელი და ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მონაწილე პავლე ფშავლიშვილი ემალებოდა მართლმსაჯულებას და 1908 წელს, მისი დაკავების მცდელობის დროს, სროლისას დაიღუპა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 18 სექტემბერს თბილისის საბირჟო კომიტეტის თავმჯდომარემ ა. ნ. მილოვმა სიტყვით მიმართა საქართველოს ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრ გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულს.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 12 დეკემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მცირე კრედიტის ორგანიზაციასთან დაკავშირებით ილია ჭავჭავაძის მიერ სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების კრებაზე წარმოთქმული სიტყვა დაიბეჭდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისის გამგეობას თბილისის დაჭრილთა კომიტეტის ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონების დროებით ზედამხედველად დაუნიშნავს ვალერიან მელკუმოვი.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს „საქართველოს კალენდარში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის წინასიტყვაობა, რომელიც მან 1877 წელს „ივერიის“ პირველ ნომერში გამოაქვეყნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 18 სექტემბერს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე გამოტანილი დადგენილებით საქართველოს თხევადი საწვავითა და ნავთობ-პროდუქტებით მომარგება კავშირგაბმულობის მინისტრ ივანე ლორთქიფანიძეს დაევალა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ილია ჭავჭავაძის ლექსები „გახსოვს, ტურფავ...“ და „კითხვა-პასუხი“ კრებულში „პატარა ჩანგი“ გამოქვეყნდა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ილია ჭავჭავაძის ტექსტზე „ტყემ მოისხა ფოთოლი...“ დიმიტრი არაყიშვილის მიერ დაწერილი რომანსის ნოტები პატარა წიგნად გამოიცა. წიგნში წარმოდგენილი იყო ივანე და ალექსანდრა თხორჟევსკების მიერ თარგმნილი ტექსტის რუსული თარგმანიც.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ჯიბლაძე იყო ბრალდებული ბონების გაყალბების საქმის გამო.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს იაკობ გოგებაშვილმა ილია ჭავჭავაძეს წარწერით მიუძღვნა თავისი წიგნი „სიმართლე თბილისის შესახებ“.