რეგისტრირებული ფაქტები33144
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 29 აპრილამდე ციმბირში გადასახლებული თედო სახოკია ირკუტსკის გუბერნიის სოფელ ჟიგალოვოში ცხოვრობდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
თედო სახოკია უცხოეთში იქამდე დარჩა, სანამ 1917 წელს ნიკოლოზ მეორის ტახტს საბოლოოდ არ გამოეცალა დასაყრდენი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წელს თედო სახოკიამ განსაკუთრებით დიდი მასალა შეაგროვა სოხუმში საქალაქო თვითმართველობის შემოღების შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წელს თედო სახოკია პეტერბურგისა და თბილისის გაზეთებში წერილებს აქვეყნებდა შევიწროებისა და დევნის წინაამღდეგ, რომელსაც აფხაზეთში გადმოსახლებული მეგრელები განიცდიდნენ რუსი ეროვნების მოხელეებისაგან.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წელს ოლივერ უორდროპმა თავის სოფელ სევენოკში დაპატიჟა ლონდონში ჩასული ქართველები.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წელს თედო სახოკია ინგლისში ჩავიდა, როგორც ჭიათურის შავი ქვის საწარმოს წარმომადგენელი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 20 სექტემბერს, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების დაარსების მე-9 წლისთავზე, სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების ბანკში ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილის თავმჯდომარეობით წლიური კრება გაიმართა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, სოფ. ხაშმიდან ა. ქოქრაშვილმა ავსტრიაში ტყვედ მყოფი თანამემამულეებისთვის 25 კაპიკი შესწირა, გ. მესხიშვილმა, გ. ჯარიაშვილმა, ის. კეჟერაშვილმა და თ. ჩილინდრიშვილმა – თითო აბაზი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 11 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობი ალექსანდრე ყალაბეგაშვილი ქუთაისის დრამატული საზოგადოების გამგეობის შუამდგომლობის თანახმად დროებით სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის გაზაფხულზე ნაძალადევში გრიგოლ ჩარკვიანის მეთაურობით მუდმივი წარმოდგენების გასამართად ამხანაგობა შედგა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, სოფ. ხაშმიდან მ. ყურკაციშვილმა, ა. ხუროშვილმა და ი. ჭიაბრიშვილმა ავსტრიაში ტყვედ მყოფი თანამემამულეებისთვის თითო აბაზი შესწირეს.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 13 ოქტომბერს თბილისის მესამე საარჩევნო ნაწილში გაიმართა ხმოსანთა არჩევნები, ყუთი დაიდგა 18 ადამიანზე. მათგან უნდა აერჩიათ 6. კანდიდატებად დასახელებული იყვნენ: ი. კ. დოლინსკი, ვ. ს. ეღიაზაროვი, ივ. ა. მარტინოვიჩი, ს. ს. მესტიაშვილი, ანტონ ივანეს ძე ნატროშვილი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 8 სექტემბერს ხაშურში ელო ანდრონიკაშვილისა და შალვა დადიანის მონაწილეობით ადგილობრივმა სცენისმოყვარეებმა „სამშობლო“ წარმოადგინეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, სოფ. ხაშმიდან დ. ჭიაბრიშვილმა, ს. შავკაციშვილმა, მ. მამისთვალოვმა და ი. თევდორაშვილმა ავსტრიაში ტყვედ მყოფი თანამემამულეებისთვის თითო-თითო აბაზი შესწირეს.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 9 ოქტომბერს ბაქოში მთავარმმართებლის საბჭოს წევრის, მიცკევიჩის თავმჯდომარეობით გაიმართა განსაკუთრებული კომისიის კრება, რომელსაც უნდა შეემუშავებინა გეგმა ნავთის ქარხნებში ცეცხლის გაჩენის წინააღმდეგ.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 7 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ჩაიბარა გრიგოლ ლევანის ძე დადიანის დატოვებული ანდერძი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, სამტრედიის თეატრში სანდრო კავსაძის მიერ გამართულ კონცერტ-წარმოდგენას ბევრი ხალხი დაესწრო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, სოფ. ხაშმიდან ს. შავკაციშვილმა ავსტრიაში ტყვედ მყოფი თანამემამულეებისთვის აბაზი შესწირა, ი. მაღალდაძემ – 10 კაპიკი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 10 ოქტომბერს ქართულ თეატრში პირველი გასტროლი ჰქონდა ნინო პლატონის ასულ ჩხეიძისას. მასთან ერთად წარმოდგენებში მონაწილეობდნენ ელისაბედ ალექსანდრეს ასული ჩერქეზიშვილისა, ეკატერინე გრიგოლის ასული მესხი, ვალერიან ლევანის ძე გუნია.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, სოფ. ხაშმიდან იაგორ ყურკაციშვილმა ავსტრიაში ტყვედ მყოფი თანამემამულეებისთვის 10 შაური შესწირა, ვ. სუხიტაშვილმა – 30 კაპ.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 1 იანვრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გოგიტიძემ, მგალობლიშვილმა, გაჩეჩილაძემ, ჩხიკვაძემ, ნახუცრიშვილმა, ღლონტმა, კარიჭაშვილმა, კობახიძემ, ქიქოძემ, თარხნიშვილმა, დევდარიანმა, ეპიტაშვილმა, ფალიაშვილმა, მონადირაშვილმა, ა. ნათაძემ, ყარაშვილმა, ქუთათელაძემ, მიქაბერიძემ, ჩიტაძემ, უ. კ. ჩიტაძემ, სათავადაზნაურო სკოლის უფასო სასადილოს საახალწლოდ თანხა შესწირეს.

