რეგისტრირებული ფაქტები90135
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1881
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1881 წლის შემოდგომაზე ილია ჭავჭავაძემ შეიტყო, რომ მსახიობი ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი იმ სარდიონ ალექსი-მესხიშვილის ვაჟი იყო, რომელიც 1861 წელს ჟურნალ „ცისკარში“ ენის საკითხებთან დაკავშირებით „მამებსა და შვილებს“ შორის გამართულ პოლემიკაში ჩაება.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის ოქტომბერში მღვდელმა ივანე გვარამაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვა, ხიზაბავრის ერთწლიანი სამრევლო სკოლა თავის დაქვემდებარებაში მიეღო და მატერიალური დახმარება აღმოეჩინა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის შემოდგომაზე სპექტაკლის „წამხდარი ცხოვრება“ ნახვის შემდეგ ილია ჭავჭავაძემ მსახიობი ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი გაიცნო და შეიტყო, რომ მას ქართული ენის სწავლა და ქართულ დასში გადასვლა სურდა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის შემოდგომაზე ილია ჭავჭავაძე და დავით ერისთავი რუსული დასის მსახიობის, ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის თამაშის სანახავად ნიკოლოზ ჩერნიშევსკის პიესას „წამხდარი ცხოვრება“ დაესწრნენ.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 10 ოქტომბრიდან ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი ქართულ სცენაზე გამოდიოდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 8 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძემ თხოვნით მიმართა კავკასიის სამოქალაქო ნაწილის გამგებელს და საცენზურო კომიტეტს ჟურნალ „ივერიის“ ყოველდღიურ გაზეთად გადაკეთების შესახებ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 9 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძემ წერილი გაუგზავნა დავით მესხს, რომლითაც შეატყობინა, რომ ყველანაირად შეეცდებოდა დახმარებოდა ივანე მაჩაბელს გაზეთ „დროების“ ვალის გადახდაში.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 15 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე აკაკი წერეთელს, გიორგი იოსელიანსა და ალექსი მირიანაშვილს საზოგადოების მიერ გამოსაცემი წიგნების შერჩევა დაევალათ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 15 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე აკაკი წერეთელს სთხოვეს სენაკის სათავადაზნაურო სკოლის საზეიმო კურთხევას დასწრებოდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის ოქტომბერში იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილ „ბუნების კარში“ ილია ჭავჭავაძის ლექსები დაიბეჭდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 4 ნოემბერს ანდრია ღულაძემ წერილობით მიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარეს ილია ჭავჭავაძეს, რომ საზოგადოებას თავის დაქვემდებარებაში მიეღო და მფარველობა გაეწია პედაგოგიურ ჟურნალ „ნობათისთვის“.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 5 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ილია ჭავჭავაძის წინადადებით მიიღეს დადგენილება, რომ შეეძინათ კავკასიის არქეოლოგიური კომისიის მასალების ყველა ტომი.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის ნოემბერში ილია ჭავჭავაძემ გრიგოლ ყიფშიძეს არჩილ მეფის „საქართველოს ზნეობანი“ გაუგზავნა და სთხოვა, მის მიერ მიცემული სათაურით დაებეჭდა ჟურნალ „ივერიის“ ბოლო ნომერში.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 3 დეკემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა, რომელზეც გამგეობამ უარი თქვა მათი ნებართვის გარეშე ფიზიკის თარგმნილი სახელმძღვანელოს დაბეჭდვაზე.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ნიკოლოზ ცხვედაძეს დაავალეს მოემზადებინა წერილი სახალხო სკოლების დირექტორთან გასაგზავნად მცხეთისა და ვაყის სკოლების დირექტორებად სანდო კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებით.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ილია ჭავჭავაძის ინიციატივით ანტონ ფურცელაძეს ქართულად დაწერილი რომანის „ბაბა-ამირიანის“ გადაწერა დაავალეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ზაქარია ჭიჭინაძისგან წიგნები, ხოლო პოლიევქტოს კარბელაშვილისგან ძველი მონეტები შეეძინათ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ილია ჭავჭავაძეს 9 ხელნაწერი წიგნის შეწირვისთვის მადლობა გადაუხადეს.

