რეგისტრირებული ფაქტები92319
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 7 თებერვალს გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილმა ილია ჭავჭავაძეს აცნობა, რომ შეიტანა შუამდგომლობა მისი, როგორც სახელმწიფო საბჭოში თავად-აზნაურთა მხრიდან არჩეული წევრის, დაჯილდოების შესახებ. ეს საკითხი გუბერნიის თავად-აზნაურთა 18 თებერვლისთვის დაგეგმილ საგანგებო კრებაზე უნდა განიხილათ.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის თებერვლის გაზეთ „ზაკავკაზიეში“ აღნიშნული იყო, რომ თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საგანგებო კრებამ ილია ჭავჭავაძისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის საკითხის განხილვა მისი პეტერბურგში გამგზავრების გამო გადადო.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 29 დეკემბრამდე ილია ჭავჭავაძე მეფისნაცვალთან აუდიენციაზე მიჰყვა წყალდიდობით მძიმედ დაზარალებულ ყვარლის მოსახლეობის დეპუტაციას და მოახერხა, რომ მთავრობას მიეღო გადაწყვეტილება მდ. დურუჯის ნაპირების ჯებირით გამაგრების შესახებ.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 14 თებერვლამდე ელისაბედ ჭავჭავაძემ ილია ჭავჭავაძეს ვალის გადაუხდელობის გამო უსაყვედურა.
1907
ტიპი: ავტორობა
1907 წლის 14 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ საპასუხო წერილი გაუგზავნა დას, ელისაბედს. ბოდიში მოუხადა თანხის დაგვიანებისათვის, აუხსნა, რომ მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და სახელმწიფო საბჭოს სესიაზე დასასწრებად წასასვლელი თანხაც ძლივს იშოვა. შეჰპირდა, რომ როგორც კი შეძლებდა, გადაუხდიდა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 21 თებერვალს ილია ჭავჭავაძე რუსეთში გაემგზავრა სახელმწიფო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად.
1907
ტიპი: გარდაცვალება
1907 წლის 24 აპრილამდე ილია ჭავჭავაძეს გარდაეცვალა სიძე – ნიკოლოზ შერმაზანის ძე აფხაზი.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის აპრილის დასაწყისში ილია ჭავჭავაძემ მუშაობა დაიწყო სახელმწიფო საბჭოს სესიაზე წასაკითხ მოხსენებაზე სიკვდილით დასჯის გაუქმების აუცილებლობის შესახებ.
1903
ტიპი: თანამდებობა
1903 წელს ილია ჭავჭავაძე თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა კრებაზე თელავის მაზრიდან თავად-აზნაურთა რწმუნებულად აირჩიეს, ხოლო დუშეთის მაზრიდან – თავად-აზნაურთა დეპუტატად.
1905
ტიპი: ავტორობა
1905 წელს გრაფ დიმიტრი სოლსკის მიერ მიწვეული ილია ჭავჭავაძე მარიას სასახლეში სიტყვით გამოვიდა საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და ამხილა რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის ნაკლოვანებები. შეკითხვაზე, რამდენად გონივრული იყო, ქართული დეპუტაცია შესულიყო იმპერიის სახელმწიფო საბჭოში, ვრცლად დაასაბუთა ასეთი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა.

