რეგისტრირებული ფაქტები90118
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 23 დეკემბერს გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის დადგენილებით ილია ჭავჭავაძეს, დიმიტრი ყიფიანსა და რაფიელ ერისთავს სასკოლო სახელმძღვანელოების შემოწმება დაევალათ.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 25 დეკემბერს რაფიელ ერისთავმა ილია ჭავჭავაძეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში გადასცა.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 17 თებერვალს თელავში გამართულ კახეთის მევენახეთა კრებაზე ილია ჭავჭავაძე ღვინით ვაჭრობის ამხანაგობის წესდების შემმუშავებელ კომისიაში აირჩიეს.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 23 დეკემბერს ილია ჭავჭავაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრო.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წელს ილია ჭავჭავაძის ხელმძღვანელობით ბაშკიჩეთში მამასახლისისა და მოსამართლეების არჩევნები გაიმართა.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 10 დეკემბერს ანა მუსხელიშვილმა და სიმონ ღოღობერიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მიმართეს, რომ სახალხო სკოლების დირექტორისთვის ქუთაისის სკოლის უწყება და პროგრამა გაეგზავნათ.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 13 აპრილს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის გადმოსვენების ორგანიზებაში საზოგადოების სახელით მონაწილეობა ალექსანდრე ჭყონიასა და გიორგი იოსელიანს ანდეს.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 2 მარტს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ბაქოელ თანამემამულეებს მადლობა გადაუხადეს მათ მიერ გამართული ქართული საღამოს შემოსავლიდან თანხის შეწირვისთვის.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 22 აპრილს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო ბანკის კრებაზე ბანკის შემფასებელი კომისიის ინსტრუქციასთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდა.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 20 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას დაესწრო.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის ნოემბერში „მეფე ლირის“ დასადგმელად მსახიობების შესარჩევ კონკურსზე კონსტანტინე ყიფიანი მეფე ლირის როლზე აიყვანეს.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის ოქტომბერში ილია ჭავჭავაძემ დიმიტრი ყიფიანის, ივანე მაჩაბლის, მამია გურიელის, ნინო ორბელიანის, დავით ერისთავისა და სხვათა მონაწილეობით შექსპირის „მეფე ლირის“ სცენაზე დადგმა გადაწყვიტა.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 10 სექტემბერს ილია ჭავჭავაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას დაესწრო.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 15 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ, სერგეი მესხმა და სტეფანე მელიქიშვილმა კავკასიის მეფისნაცვლის მთავარ სამმართველოში 1880 წლის 1-ელი იანვრიდან გაზეთ „დროებისა“ და ჟურნალ „ივერიის“ საერთო რედაქციით გამოსვლის ნებართვის მისაღებად განცხადება შეიტანეს.

