რეგისტრირებული ფაქტები91616
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის ოქტომბერში ილია ჭავჭავაძეს ქვიშხეთში დიმიტრი ყიფიანის ოჯახში უმასპინძლეს.
1864
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1864 წელს ილია ჭავჭავაძე სამსახურებრივი საქმიანობის გამო ქუთაისის მაზრის სოფლებში მოგზაურობდა.
1864
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1864 წელს ილია ჭავჭავაძე ქუთაისიდან თბილისში გაემგზავრა მეუღლის, ოლღა გურამიშვილის ქუთაისში წასაყვანად.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 12 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომამ ივანე მაჩაბლის თხოვნა საკვირაო სკოლების გახსნის შესახებ არ დააკმაყოფილა.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 12 დეკემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.
1861
ტიპი: ავტორობა
1861 წელს ილია ჭავჭავაძემ ნიკო ღოღობერიძეს პეტერბურგში გაუგზავნა წერილი იმის შესახებ, რომ მას და მის თანამოაზრეებს ხალხის განათლების ასამაღლებლად სკოლის გახსნა და სახელმძღვანელოების გამოცემა ჰქონდათ გადაწყვეტილი, რისთვისაც თავდაპირველად ანბანის შესასწავლი წიგნის დაბეჭდვას აპირებდნენ.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 29 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სენაკის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორის დათხოვნისა და სწავლების მეგრულ ენაზე შემოღების მოთხოვნის პასუხად ქუთაისის სახალხო სკოლათა დირექტორს იაკობ გოგებაშვილის მიერ მომზადებული ვრცელი ანგარიში გაუგზავნეს.
1862
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1862 წელს ილია ჭავჭავაძემ ხელშეკრულება გააფორმა სტამბის მფლობელ ამბარცუმ ენფიანჯიანცთან, რომელსაც 1 ნოემბრიდან უნდა დაეწყო ჟურნალ „საქართველოს მოამბის“ ბეჭდვა.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 9 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დასთანხმდნენ, რუსეთის საიმპერატორო თავისუფალ საეკონომიო საზოგადოებასთან არსებული კომიტეტისთვის მიეწოდებინთ მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებული ანგარიშები.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 4 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის დადგენილებით, საზოგადოების მიერ ნაყიდი წიგნებიდან ორ-ორი ეგზემპლარი სასოფლო ბიბლიოთეკებისთვის უნდა გაეგზავნათ და 500 მანეთის წიგნები ღარიბი მასწავლებლებისთვის დაერიგებინათ.
1863
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1863 წელს ოლღა გურამიშვილმა ილია ჭავჭავაძეს წერილით შეატყობინა, რომ მათ ქორწინებაზე სასაუბროდ თადეოზ გურამიშვილთან ივანე ანდრონიკაშვილი უნდა მისულიყო.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის 31 ოქტომბრის შემდეგ ილია ჭავჭავაძეს ალექსანდრე ხახანაშვილმა მოსკოვიდან შეატყობინა, რომ მზად იყო, პეტერბურგში ჩასულიყო და გასამრჯელოს გარეშე შეედგინა დავით ჩუბინაშვილის ბიბლიოთეკის კატალოგი. სთხოვა, გაეგზავნა ინსტრუქცია, მგზავრობისა და ბინის დასაქირავებელი თანხა.

