რეგისტრირებული ფაქტები91616
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 4 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის დადგენილებით თბილისის სკოლაში 10-ზე მეტი მოსწავლე უფასოდ ისწავლიდა.
1863
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1863 წელს თბილისის წმინდა სამების პატარა ტაძარში ილია ჭავჭავაძემ ჯვარი დაიწერა 20 წლის ოლღა თადეოზის ასულ გურამიშვილზე. ილიას მხრიდან მეჯვარეები იყვნენ – დავით ყიფიანი და ნიკოლოზ დიმიტრის ძე ჭავჭავაძე, ოლღას მხრიდან – ილია ჩოლოყაშვილი და სულხან თუმანიშვილი.
1880
ტიპი: თანამდებობა
1880 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე ნანეიშვილი ბათუმის სკოლის მასწავლებლად აირჩიეს.
1864
ტიპი: ღონისძიება
1864 წელს ილია ჭავჭავაძე ესტუმრა იმხანად გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლობის კანდიდატის, ლევან გურიელის ოჯახს და გაეცნო ადგილობრივ საზოგადოებას.
1863
ტიპი: თანამდებობა
1863 წელს ილია ჭავჭავაძე იმერეთში ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის საგანგებო მინდობილობათა მოხელედ დაინიშნა.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 12 ნოემბერს სერგეი მესხმა და ილია ჭავჭავაძემ საცენზურო კომიტეტს 1881 წლიდან ჟურნალ „ივერიის“ ყოველთვიურ ჟურნალად გადაკეთება სთხოვეს.
1863
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1863 წელს ილია ჭავჭავაძემ მიიღო ცენზურის ნებართვა „საქართველოს მოამბის“ მეთერთმეტე ნომრის გამოცემაზე.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 27 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 27 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ილია ჭავჭავაძის წინადადება საზოგადოების სასარგებლოდ მეჯლისის გამართვის შესახებ. კრებამ წინადადება მოიწონა და მეჯლისის ორგანიზება მასვე დაავალა.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 4 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.
1880
ტიპი: თანამდებობა
1880 წლის 3 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დავით ღვინიაშვილი თბილისის სკოლის მასწავლებლად აირჩიეს, ანა ქანანოვი კი – საქმისმწარმოებლად.

