რეგისტრირებული ფაქტები90108
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1873
ტიპი: თანამდებობა
1873 წელს ალექსი ვასილის ძე ციმსენი მოსკოვში საკრედიტო განყოფილების საგანგებო კანცელარიის დირექტორი იყო.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის ივნისში ილია ჭავჭავაძემ თბილისსა და საგურამოში ერნესტო როსის უმასპინძლა.
1883
ტიპი: თანამდებობა
1883-1910 წლებში დავით ბესარიონის ძე ღამბაშიძე გაზეთ „მწყემსის“ რედაქტორი იყო.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 28 ივნისს თბილისში, გერმანელთა დასახლებაში, ილია ჭავჭავაძე იოსებ რატილის ქართული გუნდის კონცერტს დაესწრო.
1890
ტიპი: თანამდებობა
1890 წელს კალისტრატე ნიკოლოზის ძე ჩიკვაიძე ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკის თავმჯდომარე იყო.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 5 მაისს გაზეთ „დროებაში“ სათავადაზნაურო ბანკის კრების ანგარიშის დასაწყისი დაიბეჭდა. კრებას ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 6 მაისს გაზეთ „დროებაში“ სათავადაზნაურო ბანკის კრების ანგარიშის გაგრძელება დაიბეჭდა. კრებას ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა.
1882
ტიპი: თანამდებობა
1882 წლის 3 მაისს ილია ჭავჭავაძე სათავადაზნაურო ბანკის კრებაზე ამომრჩეველთა დაჟინებული მოთხოვნით კენჭისყრის გარეშე ბანკის თავმჯდომარედ აირჩიეს.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 28 მაისის გაზეთ „კავკაზში“ დაიბეჭდა ინფორმაცია თბილისის საადგილმამულო სათავადაზნაურო ბანკის საერთო კრების შესახებ, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 7 მაისს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თავად-აზნაურთა კრებას, რომელზეც სკოლებში ქართულის სწავლებისა და სწავლის საფასურის გადახდის საკითხები განიხილეს.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 7 მაისს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თავადაზნაურთა კრებას, რომელზეც მოითხოვა სწავლის საფასურის გადამხდელთა ხუთ კატეგორიად დაყოფა და მხარი დაუჭირა გორელთა წინადადებას, რომ ქართულის მასწავლებლის უფლებები გათანაბრებოდა რუსულისას.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 8 მაისს ილია ჭავჭავაძე თბილისის მაზრის თავად-აზნაურთა კრებას დაესწრო.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 8 ივნისს ილია ჭავჭავაძემ გიორგი ქართველიშვილს ხელწერილით გადასცა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შემოსავალ-გასავლის წიგნი, 2000 მანეთის ღირებულების კომერციული ბანკის ბილეთები და ქვითრები.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 17 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, ახალციხის ქალთა სკოლას შემწეობა გამოუყვეს და მოითხოვეს, რომ სწავლება საზოგადოების მიერ შედგენილი პროგრამით განხორციელებულიყო.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 17 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, სოფელ ახალგორის სკოლის დახურვის შესახებ ინფორმაცია განიხილეს და მიიღეს დადგენილება, რომ სასკოლო ნივთები და ავეჯი საზოგადოებას დაბრუნებოდა.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 17 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომლის თავმჯდომარე იყო ილია ჭავჭავაძე, განაცხადეს, რომ საზოგადოების მიერ დაწესებული პრიორიტეტების გამო კონსტანტინე ნაცვლიშვილის შვილს სტიპენდიას ვერ დაუნიშნავდნენ, ასევე ვერ დააფინანსებდნენ პეტერბურგში ვასილ კარბელაშვილის უმაღლეს მუსიკალურ განათლებას.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 17 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე არსენ კალანდაძის თხოვნა მის მიერ გამოცემული წიგნების შეღავათიან ფასში შესყიდვის თაობაზე არ დააკმაყოფილეს.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 23 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, ჩატარებული გამოცდების შესახებ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორის წერილობითი ინფორმაცია განიხილეს.

