საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90108

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 25 ივლისის გაზეთ „დროებაში“ ილია ჭავჭავაძის ხელმოწერით თბილისის სათავადაზანურო ბანკის 1882 წლის 1-ელი ივლისისთვის არსებული ბალანსი დაიბეჭდა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ივნისში გამოვიდა ჟურნალ „ივერიის“ მეექვსე ნომერი, რომელშიც ილია ჭავჭავაძის სტატია „შინაური მიმოხილვა“ დაიბეჭდა.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის ივლისში ილია ჭავჭავაძემ წერილი გაუგზავნა ოლღა გურამიშვილს და აცნობა, რომ მის მიერ გამოწერილი სამკალი მანქანა უკვე გამოგზავნილი იყო და იმედოვნებდა, რომ ჯონ პიტსი მემანქანესაც გამოუგზავნიდა.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 14 ივლისის გაზეთ „შრომაში“ ბოსლეველის ფსევდონიმით დაიბეჭდა ესტატე მჭედლიძის წერილი „იმედი“ და მისი კრიტიკოს-პუბლიცისტები“, რომელშიც ავტორი სტეფანე ჭრელაშვილს ქართულ ლიტერატურასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ილია ჭავჭავაძის როლზე ეკამათებოდა.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 28 აპრილს ილია ჭავჭავაძე თავადაზნაურთა სკოლის კომიტეტის სხდომას დაესწრო.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 29 აპრილს ილია ჭავჭავაძემ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის სხდომაზე წლიური ანგარიში წაიკითხა.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 1-ელი მაისის გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა თბილისის სათავადაზნაურო ბანკის კრების ანგარიში. კრებას ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 22 ივნისის გაზეთ „დროებაში“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის სტატია „ახალი გაზეთი „ბათომის ფურცელი“. ტექსტის სახელით პირველად მწერლის თხზულებათა ოცტომეულში გამოქვეყნდა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 23 ივნისის გაზეთ „დროებაში“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის სტატია „ქუთაისის ბანკის მდგომარეობა“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 30 ივნისს გაზეთ „შრომაში“ დავით კეზელის სტატია „ვერა ხედავთ ბატ. ილია ჭავჭავაძეს?“ დაიბეჭდა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ივნისის ჟურნალ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის „შინაური მიმოხილვა“ დაიბეჭდა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 6 აგვისტოს მანიფესტით გამოცხადებული სახელმწიფო სათათბიროს მოწვევის ვადად 1906 წლის იანვრის შუა რიცხვები განისაზღვრა. კავკასიის სამეფისნაცვლოდან სახელმწიფო სათათბიროში დეპუტატების არჩევნების შესახებ დებულება დიმიტრი სოლსკის კომისიას უნდა შეემუშავებინა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის ნოემბერში დიმიტრი სოლსკის ნაცვლად გრაფმა ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვმა შეადგინა სახელმწიფო სათათბიროს სხდომაზე დამსწრე კავკასიის ერების დელეგატთა სია.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის ნოემბერში მეფისნაცვალმა ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვმა კავკასიის ერების დელეგაციის წევრთა შორის საქართველოს მხრიდან ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე და გიორგი ჟურული შეიყვანა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის ნოემბერში ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვმა გიორგი ჟურული კავკასიის ერების დელეგაციის წევრად ილია ჭავჭავაძის მოთხოვნით აირჩია.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905 წელს გიორგი ჟურული ბათუმის თვითმმართველობის გამგეობის წევრი იყო.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს ნიკოლოზ არგუტინსკი-დოლგორუკოვი გიორგი ჟურულთან ერთად კავკასიის ერების ინტერესებს იცავდა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 18 ივნისის გაზეთ „დროებაში“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „სახალხო დროსგატარება“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 20 ნოემბერს პეტერბურგში მყოფმა ილია ჭავჭავაძემ ოლღა გურამიშვილს მისწერა, რომ ძალიან წუხდა ცხენების მოპარვის გამო.

1874

ტიპი: ავტორობა

1874 წლის 15 იანვარს ილია ჭავჭავაძემ ოლღა გურამიშვილს პეტერბურგიდან წერილით შეატყობინა, რომ თბილისის ბანკის წესდება ისევ არ იყო წარდგენილი სახელმწიფო საბჭოში.

1874

ტიპი: ღონისძიება

1874 წლის 29 იანვარს ილია ჭავჭავაძემ ფინანსთა მინისტრს, მიხეილ რეიტერნს სთხოვა, საქმე საკრედიტო კანცელარიის დირექტორისთვის გადაეცათ. რეიტერნმა მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1874

ტიპი: ღონისძიება

1874 წლის 29 იანვარს ილია ჭავჭავაძემ გაიგო, რომ თბილისის ბანკის წესდების დამტკიცებას ფინანსთა მინისტრის მოადგილე აფერხებდა.

1862

ტიპი: თანამდებობა

1862-1878 წლებში მიხეილ ქრისტეფორეს ძე რეიტერნი რუსეთის ფინანსთა მინისტრი იყო.

1874

ტიპი: ღონისძიება

1874 წლის 31 იანვარს თბილისის საზამთრო თეატრში ილია ჭავჭავაძის პიესა „სცენები მომრიგებელ მოსამართლესთან“ დადგეს.