რეგისტრირებული ფაქტები91605
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის პირველ აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, ნიკო ცხვედაძეს სამწლიანი და ექვსწლიანი ახალი სასკოლო პროგრამების შედგენა დაევალა.
1857
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1857 წლის 28 აპრილს ილია ჭავჭავაძის და ელისაბედი ცოლად გაჰყვა ნიკოლოზ ორბელიანს.
1857
ტიპი: ღონისძიება
1857 წლის ივნისში ჟურნალ „ცისკრის“ რედაქტორმა, ივანე კერესელიძემ მადლობა გამოუცხადა იმ მწერლებს, რომლებმაც ჟურნალს გამოსაქვეყნებლად მასალები გაუგზავნეს, მათ შორის იყო ილია ჭავჭავაძეც.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის ივლისში ილია ჭავჭავაძე მოსკოვის ბანკის მმართველის მოვალეობის შემსრულებელ ვოლკოვს შეხვდა და ბანკში პრაქტიკის გავლა სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 4 აპრილის გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის ზედამხედველთა კომიტეტის განცხადება საზოგადო კრების მოწვევისა და მისი დღის წესრიგის შესახებ. ერთ-ერთ საკითხად ილია ჭავჭავაძის ნაცვლად ბანკის გამგეობის წევრთაგან ახალი თავმჯდომარის არჩევა განიხილებოდა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 6 მარტს საგურამოში მცხოვრებმა გლეხებმა გივი სტარასელსკის წინააღმდეგ გაფიცვა მოაწყვეს.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის სექტემბერში პეტერბურგში მყოფი ილია ჭავჭავაძე სტუმრად დადიოდა დავით ჩუბინაშვილთან, ბარბარე ბაგრატიონთან, ივანე ორბელიანთანა და ვლადიმერ ამილახვართან.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის სექტემბერში ი. მელიქიშვილმა და ექვთიმე ხელაძემ რაფიელ ერისთავისა და ილია ჭავჭავაძის მიერ შეკრებილი „გლეხური სიმღერები, ლექსები და ანდაზები“ წიგნად გამოსცეს.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის პირველ აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, ნიკო ცხვედაძესა და იაკობ გოგებაშვილს გადასამოწმებლად გადასცეს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორის მიერ გამოგზავნილი პროგრამები.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის პირველ აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, იმსჯელეს წინარეხის სკოლის შენობის ადგილის შესახებ და სასწავლო გეგმის შედგენა ალექსანდრე სარაჯიშვილსა და ნიკო ცხვედაძეს დაავალეს.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის პირველ აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, განიხილეს ნური-ბეგ ხიმშიაშვილის წერილი შავშეთში ქართული სკოლის გახსნის შესახებ.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 24 აგვისტოს ილია ჭავჭავაძემ მოსკოვის ბანკში დასაშვებად ვასილ მაჩაბლისა და სანდრო ერისთავის გაგზავნილი სარეკომენდაციო წერილები მიიღო.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868-1877 წლებში რუსეთის არმიის გენერალ-ადიუტანტი ივანე დავითის ძე ლაზარევი კავკასიის არმიის მთავარსარდალს ექვემდებარებოდა.

