საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები86089

1937

ტიპი: ნასამართლეობა

1937 წლის 9 იანვარს ღერენა გიორგის ძე ლიქოკელმა წამების შემდეგ დაკითხვაზე თქვა, რომ წიქა თოთიას ძე ლიქოკელი კონტრრევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობდა.

1937

ტიპი: ნასამართლეობა

1937 წლის 9 იანვარს ღერენა გიორგის ძე ლიქოკელმა წამების შემდეგ დაკითხვაზე თქვა, რომ გიგია იმედას ძე ლიქოკელი მან დაითანხმა ხევსურეთის ანტისახელმწიფოებრივ მოძრაობაში მონაწილეობაზე.

1937

ტიპი: ნასამართლეობა

1937 წლის 9 იანვარს ღერენა გიორგის ძე ლიქოკელმა წამების შემდეგ დაკითხვაზე თქვა, რომ ბიძა ჭრელიას ძე ლიქოკელი მან დაითანხმა ხევსურეთის ანტისახელმწიფოებრივ მოძრაობაში მონაწილეობაზე.

1936

ტიპი: ნასამართლეობა

1936 წლის 21 ოქტომბერს ღერენა გიორგის ძე ლიქოკელმა დაკითხვაზე თქვა, რომ თუ გიგია იმედას ძე ლიქოკელს საბჭოთა მთავრობა შეავიწროვებდა, იგი ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძოლებდა.

1937

ტიპი: ნასამართლეობა

1937 წლის 12 იანვარს ზვიად ბაბუკას ძე ლიქოკელმა დაკითხვაზე თქვა, რომ ხევსურეთში ანტისახელმწიფოებრივი მოძრაობის არსებობის შესახებ არ იცოდა.

1937

ტიპი: ნასამართლეობა

1937 წლის 2 იანვარს დაკითხვაზე ღერენა გიორგის ძე ლიქოკელს სთხოვდნენ, ეღიარებინა, რა გარემოებაში გადმოიბირა ხევსურეთის არალეგალურ ორგანიზაციაში ზვიად ბაბუას ძე ლიქოკელი.

1936

ტიპი: ნასამართლეობა

1936 წლის 21 ოქტომბერს ღარენა ლიქოკელმა დაკითხვაზე თქვა, რომ თუ გიგია შიშიას ძე ჭინჭარაულს საბჭოთა მთავრობა შეავიწროვებდა, იგი ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძოლებდა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 26 სექტემბერს ვერაზე აკურთხეს ყაზბეგის სახელობის ახლად დაარსებული დედათა სკოლა. კურთხევის შემდეგ სიტყვა წარმოთქვა ალექსანდრე ივანეს ძე ნათაძემ.

1936

ტიპი: ღონისძიება

1936 წლის 21 ოქტომბერს ღერენა ლიქოკელმა დაკითხვაზე თქვა, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია დათვია ლიქოკელის ანტისახელმწიფოებრივ მოძრაობაში მონაწილეობის შესახებ.

1937

ტიპი: ავტორობა

1937 წლის 9 იანვარს ხვთისო კიკოლეს ძე ლიქოკელმა წამების შემდეგ დაკითხვაზე განაცხადა, რომ აბიკა წიქას ძე ლიქოკელი ხევსურეთის კონტრრევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობდა.

1937

ტიპი: ავტორობა

1937 წლის 9 იანვარს ღერენა გიორგის ძე ლიქოკელმა წამების შემდეგ დაკითხვაზე განაცხადა, რომ ბაბუკა ჭრელიას ძე ლიქოკელი მან დაითანხმა ხევსურეთის ანტისახელმწიფოებრივ მოძრაობაში მონაწილეობაზე.

1936

ტიპი: ავტორობა

1936 წლის 30 დეკემბრის ღერენა ლიქოკელმმა დაკითხვაზე თქვა, რომ მას არ უცდია თავისი ძმისწულის, ბაძია მგელას ძე ლიქოკელის, გადმობირება ხევსურეთის კონტრრევოლუციურ მოძრაობაში.

1942

ტიპი: ავტორობა

1942 წელს იაკობ ფანცხავას მცირე მოგონება დაიბეჭდა აკაკი წერეთლის შესახებ „ლიტერატურული მატიანეს“ №3-4-ში.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 21 ივნისს დაწერილ იაკობ ფანცხავას ავტობიოგრაფიაში არ იყო მოთხრობილი გიორგი წერეთელსა და მის მეუღლე ანასტასია თუმანიშვილ-წერეთლისაზე, მარიამ დემურიაზე, გრიგოლ დიასამიძისა და მის მშობლებზე, ილია ჭავჭავაძესა და კიდევ სხვების შესახებ, რადგან მათთან ურთიერთობა იაკობს ვრცლად ჰქონდა აღწერილი „ჩემ თავგადასავალში“.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წელს ოდესის უნივერსიტეტში დუტუ მეგრელის სწავლის პერიოდში ალექსანდრე მეორის მკვლელობის შემდეგ გამეფებულმა დაუმორჩილებლობამ უკიდურეს ზღვარს მიაღწია.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წლის 10 ივნისს დუტუ მეგრელის დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მისი ლექსები რუსულ ენაზე ნათარგმნი ჰქონდა „ივან და მარიას“.

1877

ტიპი: განათლება

1877-1884 წლებში მარტვილის სასწავლებელში თედო სახოკიას სწავლის პერიოდში მასწავლებელი, ნათაძე, დაფაზე წერდა რამდენიმე ფრაზას და მოსწავლეები ამ ფრაზებს იქიდან იწერდნენ რვეულებში.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წელს გამოიცა იაკობ გოგებაშვილის „დედა-ენა“.

1877

ტიპი: თანამდებობა

1877-1884 წლებში ნათაძე იყო მარტვილის სკოლის მასწავლებელი.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს თედო სახოკია ერთი წელი მასწავლებლად მუშაობდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში.

1877

ტიპი: განათლება

1877-1884 წლებში მარტვილის სასწავლებელში, თედო სახოკიას პედაგოგი ნათაძე ასწავლიდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს საქართველოში დაბრუნებულ თედო სახოკიას ეგონა, რომ სხვებზე მეტად იცოდა ქართული ენა, თუმცა ქართლში ყოფნამ და ქართლელებთან ურთიერთობამ იგი დაარწმუნა, რომ კიდევ ბევრი შრომა სჭირდებოდა ამ მიმართულებით

1901

ტიპი: ღონისძიება

ევროპული ქვეყნებიდან, რომელთაც თედო სახოკია ეწვია, ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მასზე იტალიამ მოახდინა 1901 წელს გასაოცარი მსგავსებით საქართველოს ბუნებასთან, იდენტური ეკონომიკური ყოფითა და მკვიდრთა ზნე-ხასიათით.

1901

ტიპი: ღონისძიება

ევროპული ქვეყნებიდან, სადაც თედო სახოკიას უმოგზაურია, იგი გააკვირვა იტალიამ 1901 წელს თავისი ჩამორჩენილობით სხვა ქვეყნებთან შედარებით.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ნამდვილი იტალიური ენის შესასწავლად ტოსკანაში ჩასულ თედო სახოკიას ისე შეუყვარდა ის მხარე და კერძოდ, ფლორენციის მახლობლად მდებარე სოფელი კაპოსტრადა, რომ შემდეგი წლების განმავლობაში ზაფხულის თვეებს იქ ატარებდა.