რეგისტრირებული ფაქტები91459
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანმა პიესა „ხათაბალიდან“ ზამბახოვის როლი შეასრულა. იგი სცენაზე თამაშის დროს მიმიკას, კილოს, ლაპარაკს ზომიერად იყენებდა, რაც მხოლოდ დახელოვნებულ არტისტს ეხერხებოდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით მერაბის ძე გამყრელიძემ პიესა „ხათაბალიდან“ ისაიას როლის შეასრულა. მისი თამაში ურიგო არ იყო, თუმცა ვასილ ალექსის ძე აბაშიძის შესრულება სჯობდა.
1886
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1886 წლის 5 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით მერაბის ძე გამყრელიძე ძალიან ნიჭიერი მსახიობი იყო და შეეძლო თვითმყოფადი არტისტი ყოფილიყო, თუმცა თავის ნიჭს სხვა მსახიობების მიბაძვაში ხარჯავდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით მერაბის ძე გამყრელიძე პიესა „ხათაბალიდან“ ისაიას როლის შესრულებისას ძალიან ბაძავდა ვასილ ალექსის ძე აბაშიძის თამაშს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით მერაბის ძე გამყრელიძე პიესა „ხათაბალიდან“ ისაიას როლის შესრულებისას ძალიან ბაძავდა ვასილ ალექსის ძე აბაშიძის თამაშს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მსახიობი დავით მერაბის ძე გამყრელიძე როლის შესრულებისას ცდილობდა სხვას დამსგავსებოდა და არა საკუთარ თავს. ეს ძალიან სამწუხარო იყო, რადგან მას თავისი ნიჭით შეეძლო თავად გამხდარიყო მისაბაძი მსაახიობი. იგი ნიჭს სათავისოდ არ იყენებდა.
1886
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1886 წლის 5 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი ძალიან მოწესრიგებული და წინდახედული არტისტი იყო.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 14 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბრალდებულ ევგენია ჯორჯაძეს ვექილი დოლგოლენკო იცავდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ალექსანდრე მიხეილის ძე პლავსკი მისივე თხოვნით თბილისის სასამართლო პალატის წევრობიდან გაათავისუფლეს.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 12 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის ოლქის სასამართლოს დროებითმა განყოფილებამ ევგენია ჯორჯაძე დამნაშავედ მიიჩნია და გადაწყვიტა, თელავიდან ტომსკის გუბერნიაში გაეგზავნა საცხოვრებლად.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ელისაბედ და ელენე კონსტანტინეს ასულ ჩხეიძეების ქუთაისში მდებარე ერთსართულიან სახლს მიწის ნაკვეთთან ერთად.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ივანე იაკობის ძე ცერცვაძის გორში მდებარე ორსართულიან სახლს ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ისხაკ, შაფათა, დანიელ და აბრამ ისრაელის ძე ხახანაშვილებს ქუთაისში, მიხაილოვისა და ბაზრის ქუჩაზე, ორსართულიანი სახლი ჰქონდა ერთსართულიანი მიშენებითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს გედევან მარკოზის ძე ბახტაძეს ბათუმში, ზღვის ქუჩაზე, ერთსართულიანი სახლი ჰქონდა ორი ერთსართულინი ფლიგელით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 14 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხაი ზიჩმა გადაწყვიტა, „ვეფხისტყაოსნისთვის“ დახატული სურათების დედნები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის ეჩუქებინა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ლეონტი სხირტლაძე, პოლიევკტ ოყრეშიძე, გრიგოლ ბელინსკი, პეტრე ბენედიქტოვი, ნიკოლოზ ტერ-აკოფოვი და დავით მაისურაძე ფოსტალიონებად დაინიშნენ თბილისის ფოსტაში.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს, ამიერკავკასიის სააქციზო სამმართველოს ბრძანების თანახმად, სააქციზო სასმელის უფროს საშტატო კონტროლიორებად დაინიშნენ: პეტრე კოზლოვი, ალექსანდრე შავერდოვი, პლატონ გიორგობიანი და გიორგი ინასარიძე.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 9 მარტს თბილისის ოლქის სასამართლოში ევგენია ჯორჯაძის სასამართლოზე რევაზ ვახვახიშვილი მოწმედ გამოვიდა.

