რეგისტრირებული ფაქტები91459
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კ. ნ.-ს სტატია თეატრალური დასის „Тарто“ მოღვაწეობის შესახებ. სტატიის თანახმად, დასს დაუდგამს არციბაშევის პიესა „Ревность“. სპექტაკლში ნიკოლოზ ნიროვი მოტყუებულ ქმარს თამაშობდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ თბილისში ჩამოსული ყოფილა ინგუშეთის სახალხო საბჭოს თავმჯდომარე ვ. გ. ჯაბაგი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კ. ნ.-ს სტატია, რომელიც ეხებოდა თეატრალური დასის „Тарто“ მოღვაწეობას. სტატიის თანახმად, დასს დაუდგამს არციბაშევის პიესა „Ревность“. სპექტაკლში პერსიონი თამაშობდა სამხედრო ექიმ კოვალენკოს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ბუტკევიჩი იყო თეატრის მსახიობი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ნიკოლოზ პავლეს ძე ნიროვი იყო თეატრის მსახიობი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ რეიხშტადტი იყო თეატრის მსახიობი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ მიხაილოვსკი იყო თეატრის მსახიობი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ პერსიონი იყო თეატრის მსახიობი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, 19 ოქტომბერს თავის პირველ სოლო კონცერტს მართავდა ცნობილი მევიოლინე ი. ი. ფიშბერგი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა სტატია, რომელიც მომავალ საკონცერტო სეზონს განიხილავდა. სტატიის ავტორი იმედოვნებდა, რომ რუსული სამუსიკო საზოგადოება და კონსერვატორია, ენერგიული და ნიჭიერი ნ. ნ. ჩერეპნინის ხელმძღვანელობით, სათანადო ინიციატივას გამოავლენდა კონცერტებისა და მუსიკალურ-საგანმანათლებლო საღამოების მოწყობის საქმეში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, 20 ოქტომბერს ებრაული საქველმოქმედო საზოგადოების დარბაზში გაიმართებოდა ებრაული რელიგიური და სახალხო მუსიკის საღამო. კონცერტში მონაწილებოდნენ: ბ. ი. ზალინსკი, ლაზარე სიმონის ძე სამინსკი და ი. ი. ფიშბერგი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ბ. ი. ზალინსკი იყო მუსიკოსი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ლაზარე სიმონის ძე სამინსკი იყო მუსიკოსი.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა სტატია თბილისის სოციალ-დემოკრატ მუსულმანთა პარტიაში „Гуммет“ მწერლისა და დრამატურგის, აბდურაჰმან-ბეკ ახვერდოვის მიღების შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა სტატია, რომელიც ეხებოდა თბილისის სოციალ-დემოკრატ მუსულმანთა პარტიაში „Гуммет“ მწერლისა და დრამატურგის, აბდურაჰმან-ბეკ ახვერდოვის მიღებას. სტატიის თანახმად, ახვერდოვი აზერბაიჯანელ მუსულმანთა წრეებში თვალსაჩინო, გამორჩეულ მწერლად ითვლებოდა. მით უფრო, რომ მეორე ნიჭიერ აზერბაიჯანელ მწერალ ვეზიროვს დიდი ხანია უკვე არაფერი დაუწერია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა სტატია, რომელიც ეხებოდა თბილისის სოციალ-დემოკრატ მუსულმანთა პარტიაში „Гуммет“ მწერლისა და დრამატურგის, აბდურაჰმან-ბეკ ახვერდოვის მიღებას. სტატიის თანახმად, ახვერდოვის რომელიმე პარტიაში შესვლა მნიშვნელოვანი ფაქტი იყო ქართველ მუსულმან ინტელიგენციისათვის.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ივანე პავლეს ძე როსტომაშვილი იყო ახალქალაქის ყოფილი ქართული გიმნაზიის დირექტორი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კ. ნ.-ს სტატია, რომელიც ეხებოდა თეატრალური დასის „Тарто“ მოღვაწეობას. სტატიის თანახმად, დასს დაუდგამს არციბაშევის პიესა „Ревность“. სტატიის ავტორმა თავი შეიკავა რეიხშტადტის თამაშის შეფასებისგან.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ არტაშეს სემიონის ძე დოშოიანცი გამოსცემდა ფურცელს „Вечерние Телеграммы“.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ არტაშეს დოშოიანცი იყო გამომცემელი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთ „Грузия“ ცნობით, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა გიორგი ჟურულმა საქართველოს მთავრობას შესთავაზა, თამბაქოს მწარმოებელ ფაბრიკანტებს აქციზი გადაეხადათ არა ჩეკებით, არამედ ნაღდი ფულით.

