საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91459

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ელისაბედ გიორგის ასულ წერეთელს ქუთაისში ერთსართულიანი სახლი ჰქონდა ორი ერთსართულიანი ფლიგელით, ორსართულიანი დაუსრულებელი შენობითა და მიწის ნაკვეთით.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ილია ძიძიგური ფოსტალიონად დაინიშნა და მისი ხელფასი წლიურად 480 რუბლს შეადგენდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ელისაბედ გიორგის ასულ წერეთლის ქუთაისში მდებარე ერთსართულიან სახლს ორი ერთსართულიანი ფლიგელით, ორსართულიანი დაუსრულებელი შენობითა და მიწის ნაკვეთით.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ტრიფონ ლიპარტია ფოსტალიონად დაინიშნა და მისი ხელფასი წლიურად შეადგენდა 480 რუბლს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს იონა გვამიჩავა ფოსტალიონად დაინიშნა და მისი ხელფასი წლიურად შეადგენდა 480 რუბლს.

1887

ტიპი: თანამდებობა

1887 წელს ტუბეროზოვი კავკავის საკათედრო ტაძრის მთავარდიაკვანი იყო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 6 თებერვალს მ. ჩაჩავას თაოსნობით ოჩამჩირის სკოლის სასარგებლოდ გამართული წარმოდგენიდან შემოსავალი 20 მანეთი მიიღეს.

1887

ტიპი: თანამდებობა

1887 წლის 25 თებერვალს ტუბეროზოვი ბარისა და მთის ოსების სოფლის სკოლებში გალობის მასწავლებლად დანიშნეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 1 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ყარსში მცხოვრებმა ქართველებმა – ს. კ. გიჟიმყრელმა, ნ. არხანგელსკიმ, მ. მანუკოვმა და პ. ხუციშვილმა წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლას თითო მანეთი შესწირეს.

1889

ტიპი: ორგანიზაცია

1889 წელს ექვთიმე თაყაიშვილი საეკლესიო მუზეუმის განყოფილების წევრი იყო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 19 თებერვალს ქუთაისში კოტე მესხის ბენეფისი გამართა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს მ. მანუკოვი ყარსში დეკანოზი იყო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 2 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებული ნინო ანდრონიკაშვილის სტატიის მიხედვით, 15 თებერვალს სიღნაღში გამართული ქართულ-რუსული წარმოდგენის შემოსავალი 112 მანეთი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 2 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ჯანუევი სამრევლო ეკლესიის მედავითნე იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ვასილ ყიფიანი ქუთაისის სააზნაურო სკოლის ინსპექტორი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 2 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ჯანუევი სოფ. ოლგინსკოეს სკოლაში გალობას ასწავლიდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 1-ელი მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ყარსში მცხოვრებმა ქართველებმა – ეგ. ფირანაშვილმა, ვას. ღარიბაშვილმა, ს. ცაგარელმა, ყ. თათუზოვმა და ს. პ. მაღრაძემ წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლას თითო მანეთი შესწირეს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა თევდორე თევდორეს ძე მასალოვის თბილისში მდებარე ორსართულნახევრიან სახლს მიშენებითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს დომინიკა ნიკოლოზის ასულ ჯიმშეროვს ქუთაისში, გიმნაზიის ქუჩაზე, ორსართულიანი სახლი ჰქონდა სარდაფით, ერთი ორსართულიანი და ერთი სამსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ნ. არხანგელსკი ყარსში მღვდელი იყო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა დომინიკა ნიკოლოზის ასულ ჯიმშეროვის ქუთაისში მდებარე ორსართულიან სახლს სარდაფით, ერთი ორსართულიანი და ერთი სამსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა დავით სვიმონის ძე კობიევის თბილისში მდებარე ორსართულნახევრიან სახლს სამი სამსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს თეიმურაზ ჩაჩავა ოჩამჩირის სკოლის მზრუნველი იყო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 1-ელი მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თეიმურაზ ჩაჩავამ ოჩამჩირის სკოლას 100 თუმნის ღირებულების ნივთები შესწირა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა მარიამ მიხეილის ასულ მელიქ-გაიკაზოვის თბილისში მდებარე ორსართულიან სახლს ორსართულიანი მიშენებით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.