რეგისტრირებული ფაქტები85197
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წელს სერგი მესხმა მოგზაურობა დაიწყო ქართველ მაჰმადიანებში და აღწერა მათი ყოფა-ცხოვრება.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 29 ოქტომბერს აშენებული ერევნის რკინიგზის ჩასაბარებლად თბილისიდან გაემგზავრა კომისია, რომელშიც შედიოდნენ გზათა მთავარი ინსპექტორი კეტრიცი, ამიერკავკასიის რკინიგზის უფროსის თანაშემწე ი.ს. შაიკევიჩი და სხვ.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს ედუარდ კარლოს ძე ლიოზენი თბილისის კლასიკური გიმნაზიის ფრანგული ენის მასწავლებელი იყო.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წელს გორის სემინარიის საავადმყოფოში გამწესებული შიო მღვიმელი პანსიონერების გამოკვების შემდეგ მოსამსახურეებთან ერთად სადილობდა.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წელს რუსეთში გადასახლებამდე მიხეილ ყიფიანმა გორის სემინარიიის დირექტორ სემიონოვს სთხოვა, შიო მღვიმელისთვის მეურვეობა გაეწია.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883-1887 წლებში ალექსანდრე ხმალაძეს ირმებზე ნადირობისას ხშირად ახლდნენ შვილები – ლადო და გოლა, აგრეთვე შიო მღვიმელი.
1883
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1883-1887 წლებში შიო მღვიმელი წელიწადში მხოლოდ ერთი-ორი კვირით სტუმრობდა დედას.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883-1887 წლებში გორის სამაგალითო სკოლაში სწავლის პერიოდში შიო მღვიმელი ლადო ხმალაძესთან და მის ოჯახთან ატარებდა დროის უმეტეს ნაწილს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის ივნისში ქართული საქველმოქმედო საზოგადოების დავალებით ქართული ჟურნალ-გაზეთების წარმომადგენლებმა გამოსცეს „აჭარელთა გაზეთი“, რომლის შემოსავლითაც აჭარლებს დაეხმარებოდნენ. სარედაქციო კომისიაში აირჩიეს სამსონ ფირცხალავა, გიორგი ცინცაძე, კონსტანტინე თუმანიშვილი, პავლე საყვარელიძე და სპირიდონ კედია.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წელს ქობულეთში ეპისკოპოს ლეონიდეს მიერ შეწირული წიგნებით ბიბლიოთეკა-სამკითხველო დაარსდა.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883-1889 წლებში იაკობ ფანცხავამ თავისი მოხსენება „В вихре современности“ სამეგობრო წრესთან წარდგენის დღესვე დაწვა მისი სარისკო შინაარსის გამო.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883-1889 წლებში გიმნაზიაში სწავლის პერიოდში იაკობ ფანცხავამ საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოვლენებით დაინტერესებულ მეგობრებს წაუკითხა მოხსენება „В вихре современности“.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წელს იაკობ ფანცხავას მუდმივად აბეზღებდნენ ჟანდარმერიაში, გუბერნატორსა და მეფისნაცვალათან.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წელს, უნივერსიტეტში შესვლის შემდგომ, იაკობ ფანცხავამ თავისი ლექსების კრებული დაწვა უმაღლეს პირთა შესახებ დაწერილი ზედმეტად გულწრფელი და ირონიული ზოგიერთი ლექსის გამო.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883-1889 წლებში იაკობ ფანცხავას ქუთაისის გიმნაზიაში დატოვების ერთადერთი საფუძველი მისი წარმატებული აკადემიური მოსწრება იყო.