რეგისტრირებული ფაქტები90036
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 7 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ახალციხის 38-ე საარტილერიო ბრიგადის ჯარისკაცებს პოლკოვნიკმა ალექსანდრე მუსხელიშვილმა ნება დართო ეკლესიაში ევლოთ, ეკითხათ საღვთო წერილები და ეგალობათ.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 7 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სვიმონ პავლეს ძე გოგლიჩიძე გორის სასულიერო სასწავლებელში გალობის პედაგოგად დანიშნეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 7 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ქუთაისში ბულვარის მახლობლად დღისით გრ. კანდელაკმა და ნიკოლოზ ლორთქიფანიძემ ერთმანეთი ხანჯლით დაჭრეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 1888 წლის 9 მარტს პოლიციის მე-7 ნაწილში გიორგი თამამშოვის ორთქლით მომუშავე წისქვილში სოფელ ხანლის მცხოვრებ იობ კირშელაშვილს თავისივე გაუფრთხილებლობით ჩარხმა მარცხენა ხელზე სამი თითი მოაგლიჯა. დაშავებული სამკურნალოდ გაგზავნეს.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 7 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე იასნიცკი ყოფილი კაპიტანი იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 1888 წლის 2 აპრილს პოლიციის მე-7 ნაწილში პეტრე იასნიცკის სახელოსნოში მომუშავე ივანე კუდანოვმა ჩარხზე დაიზიანა საჩვენებელი თითი, რომელსაც დახმარება სამხედრო ჰოსპიტალში აღმოუჩინეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 7 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თიანეთის მოსახლეობას იმედი ჰქონდა, რომ მაზრაში არსებულ მძიმე მდგომარეობას მაზრის უფროსი ლევან ჯანდიერი გამოასწორებდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 8 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისში უნდა აჩამოსულიყო ქართული ენის მცოდნე და მკვლევარი, ინგლისელი ფილოლოგი უილიამ რიჩარდ მორფილი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 8 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სასამართლომ გ. დანილოვს მოსთხოვა წარედგინა საჭირო ცნობები იმ წერილის გამო, რომელიც მან თითქოს ალექსანდრე ნიჟარაძეს მისწერა.
1888
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1888 წლის 8 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე იაკობის ძე მანუჩაროვის მამიდა მართა თედოშვილი იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 6 აპრილს ქუჩაში იპოვეს ალექსანდრე იაკობის ძე მანუჩაროვი, რომელიც თავს შეუძლოდ გრძნობდა, სავარაუდოდ მოწამლული იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 1-ელ აპრილს ავლაბრის წმ. მარინეს სამხედრო სკოლაში გაიხსნა ქალების განყოფილება, რომელშიც ასწავლიდა პედაგოგი პავლოვისა.
1888
ტიპი: ნასამართლეობა
1888 წლის 9 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ქუთაისის თავადაზნაურობის წინამძღოლ ალექსანდრე ნიჟარაძესა და მომრიგებელ-მოსამართლე ლინევიჩის დაპირისპირების საქმის წარმოება დასრულდა. გამოძიებამ ლინევიჩს უფლების გადამეტების გამო ბრალი დასდო.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლინევიჩი მომრიგებელ-მოსამართლე იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 10 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მუზეუმის ბაღში გადაიხადეს საარქეოლოგიო კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ადოლფ პეტრეს ძე ბერჟეს პანაშვიდი, რომელსაც დაესწრო მოქმედი თავმჯდომარე კობიაკოვი, მან სიტყვით პატივი მიაგო განსვენებულის ხსოვნას.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 10 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია ჭავჭავაძემ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 17 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ლეჩხუმის მაზრის სამმართველოს მდივანი მ. ი. ავალიანი რედუტ-კალეს ნაწილის ბოქაულად გადაიყვანეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 17 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ გასულ წელს ცნობილმა თბილისელმა ქირურგმა, გ. როზენბაუმმა კავკასიის საიმპერატორო სამკურნალო საზოგადოებაში წაიკითხა მოხსენება მალამო „ნაფტალინის“ სამკურნალო თვისებების შესახებ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 1-ლი იანვრიდან ამიერკავკასიის სააქციზო სამმართველოს თბილისის კანცელარიის ბრძანებით მეხუთე რაიონის სასმელის კონტროლიორი ვლადისლავ მალიშევსკი იმავე რაიონის ბუღალტრად დაინიშნა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 25 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფელ ხაშმში მცხოვრებ გლეხ ყირმალაშვილს ორი საბძელი დაუწვეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 25 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, განათლებულმა რუსებმა ქუთაისში დაარსეს საზოგადოება „Кружокъ любителей драматическаго и музыкальнаго искуства“, რომლის მიზანი რუსული წარმოდგენებისა და კონცერტების გამართვა იყო. ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით ქუთაისში ხშირად ჩადიოდნენ თბილისის ოპერის არტისტები და ასევე ყორღანაშვილი.

