რეგისტრირებული ფაქტები91459
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 19 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ მახარაძე ქუთაისის მაზრის ბოქაულის თანამდებობას აღასრულებდა.
1897
ტიპი: ორგანიზაცია
1897 წლის 25 ოქტომბერს ვასილ ველიჩკო, გ. ი. გძელიშვილი და გიორგი გვაზავა „იურიდილი საზოგადოების“ წევრებად აირჩიეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 25 ოქტომბერს „იურიდილი საზოგადოების“ წევრთა კრებას კავკასიის მთავარმართებელი გრიგორი გოლიცინი დაესწრო.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 27 ოქტომბრის „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანი, რომელიც იქამდე თერგის ყაზახთა ჯარში ირიცხებოდა, კავკასიის ყაზახთა დივიზიის პირველი ბრიგადის უფროსად დაინიშნა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის ოქტომბერში გორის მემამულეთა ამხანაგობის წევრთა კრება გაიმართა, რომლის თავმჯდომარედაც დიმიტრი ივანეს ძე მუსხელიშვილი აირჩიეს.
1897
ტიპი: მფლობელობა
1897 წლის 15 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ თბილისში იარალოვისა და ალიხანოვის ქარხანაში ყურძნის დასაჭყლეტი პრესები იყიდებოდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 27 ოქტომბერს თბილისში ჩამოვიდა ცნობილი მწერალი ვლადიმერ ლესევიჩი, რომელიც „რობინზონ კრუზოსა“ და ზღაპრების მნიშვნელობის შესახებ ლექციების წაკითხვას აპირებდა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 27 ოქტომბერს „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისის ოლქის სამოქალაქო განყოფილების სასამართლოს თავმჯდომარის ამხანაგი ი. კ. სავიცკი სააპელაციო განყოფილებაში გადაიყვანეს.
1897
ტიპი: მფლობელობა
1897 წლის 27 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ბ. სოკოლოვი თბილისში მდებარე საფეიქრო სახელოსნოს მფლობელი იყო.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 19 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ იმერეთის სინოდალური კანტორის მდივნად ილია კიკნაველიძის მაგივრად სოფრომ მგალობლიშვილი დანიშნეს.
1897
ტიპი: მფლობელობა
1897 წლის 15 ოქტომბერს „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ნოე მხეიძეს ქუთაისში სტომატოლოგიური კაბინეტი ჰქონდა, რომელშიც ავადმყოფებს ყოველ დღე იღებდნენ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 25 ოქტომბერს ა. ფრენკელის თავმჯდომარეობით „იურიდიული საზოგადოების“ წევრთა მორიგი კრება გაიმართა. კრებაზე კავკასიაში ავაზაკობის გავრცელების მიზეზებზე მსჯელობდნენ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 28 ოქტომბერს ნოვომეისკი, რომელიც მთავარმართებლის კანცელარიაში მსახურობდა, სოხუმსა და ნოვოროსიისკში უნდა წასულიყო, რათა ენახა, რა მდგომარეობაში იყო ნოვოროსია-სოხუმის გზატკეცილი.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის ოქტომბერში თბილისის საქალაქო საბჭოს მდივან სტეფანე ჭრელაშვილს მდივნობის ვადა ამოეწურა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის ნოემბერში ქუთაისის ოლქის სასამართლოში უნდა გარჩეულიყო შარაშანიძის საქმე, რომელსაც დ. გ. პრიმოსა და მ. ა. სელიტრენიკოვის შეურაცხყოფა ედებოდა ბრალად.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის ოქტომბერში სიღნაღს „ქალთა დასით“ კორსაკი ეწვია და წარმოდგენა გამართა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 20 ოქტომბერს კორსაკმა სიღნაღში გამოსამშვიდობებელი წარმოდგენა დანიშნა და ბილეთები გაყიდა. ამ ბილეთების გაყიდვით შემოსული ფული აიღო, წარმოდგენა ჩაშალა და ლაგოდეხში გაიქცა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 8 ნოემბერს სათავადაზნაურო თეატრში ალექსანდრე კავსაძის ქართული საერო ხოროს კონცერტი უნდა გამართულიყო.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 27 ოქტომბერს თბილისის საბჭოს კრებაზე ცხენის რკინიგზის მეთვალყურე კომისიის წევრებად ი. ა. სულხანიშვილი, გავრილ ტერ-ასატუროვი და ა. ი. შახაზიზოვი-კამსარაკანი აირჩიეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 2 ნოემბერს კომიტეტს, რომელსაც ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძის საიუბილეო დღესასწაულის დაგეგმვა ჰქონდა დავალებული, საზოგადოებისთვის სადღესასწაულოდ შემუშავებული პროგრამა უნდა მოეხსენებინა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 27 ოქტომბერს თბილისის საბჭოს კრებაზე ცხენის რკინიგზის მეთვალყურე კომისიის წევრებად ბ. პ. ვესელოვზოროვი, ნ. ა. გრიქუროვი და ნ. ი. თამამშევი აირჩიეს.

