საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91459

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 4 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლობის განკარგულებით ბერიძე კავკასიის კავალერიის ესკადრის მე-2 განყოფილების უფროსად დანიშნეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 4 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლობის განკარგულებით იოსებ ხოჯაევი საგუბერნიო სამმართველოს საქმისმწარმოებლის თანაშემწედ დანიშნეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 2 აპრილის ღამეს სპარსეთის ქვეშევრდომის მაშადი-ისზი-გადჟი-კერიმ-ოღლის საქონლის საწყობი გაძარცევს და 980 მანეთის ღირებულების საქონელი გაიტანეს. დამნაშავის საპოვნელად გამოძიება მიმდინარეობდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მხატვარ მიხაი ზიჩს „ვეფხისტყაოსნიდან“ ავთანდილისა და ფატმანის მარტო ყოფნა ჰქონდა დახატული, რომელსაც ვენაში სურათები გადაუღეს და ამ სურათების მბეჭდავმა „ვეფხისტყაოსნის“ გამომცემლებს გაუგზავნა წერილი წიგნის ფორმატისა და ტექსტის ზომები მიეწერათ, რათა სურათები დაემზადებინა გამოცემისთვის.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ვლადიმერ დიმიტრის ძე აღნიაშვილი ქართული ხოროს შესახებ გამოქვეყნებულ წერილში წერდა, რომ თბილისში დაარსდა 24 კაცისაგან შემდგარი ქართული ხორო. ეს წევრები 56 მსურველთაგან შეარჩიეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 4 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ვლადიმერ დიმიტრის ძე აღნიაშვილი ქართული ხოროს შესახებ გამოქვეყნებულ წერილში წერდა, რომ ქართული ხოროს ლოტბარად და ხელმძღვანელად იოსებ ივანეს ძე რატილი მოიწვიეს.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სახელმწიფო ქონების, ტყეების, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საქმეთა სამმართველოს თანამშრომელი ზურაბ დავითის ძე ოდიშელიძე იყო სამეფო კარის მრჩეველი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სახელმწიფო ქონების, ტყეების, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საქმეთა სამმართველოს თანამშრომელი კონსტანტინე მიხეილის ძე ჭიჭინაძე იყო კოლეგიის რეგისტრატორის თანამდებობის შემსრულებელი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს კავკასიის სახელმწიფო ქონების, ტყეების, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საქმეთა სამმართველოში მსახურობდა ვასილ ევდემონის ძე კოზმინი, რომელიც იყო საეკლესიო მამულების საქმეთა სტოლონაჩალნიკის, ზურაბ დავითის ძე ოდიშელიძის მოადგილე.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს კავკასიის სახელმწიფო ქონების, ტყეების, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საქმეთა სამმართველოში მსახურობდა ივანე პეტრეს ძე არჯევანიძე, რომელიც იყო საეკლესიო მამულთა მმართველი თბილისისა და თიანეთის ოლქებში.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სახელმწიფო ქონების, ტყეების, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საქმეთა სამმართველოს თანამშრომელი ივანე პეტრეს ძე არჯევანიძე იყო სამეფო კარის მრჩეველი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს კავკასიის სახელმწიფო ქონების, ტყეების, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საქმეთა სამმართველოში მსახურობდა კრავჩინსკი, რომელიც იყო საეკლესიო მამულთა მმართველი გორის ოლქში.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სახელმწიფო ქონების, ტყეების, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საქმეთა სამმართველოს თანამშრომელი კრავჩინსკი იყო კოლეგიის მრჩეველი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს კავკასიის სახელმწიფო ქონების, ტყეების, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საქმეთა სამმართველოში მსახურობდა იაკობ ივანეს ძე მაჩინსკი, რომელიც იყო საეკლესიო მამულთა მმართველი საგურამო-გლდანის ოლქში.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს იმიერ და ამიერკავკასიის მთიანეთის სამმართველოში მსახურობდა ეგორ გრიგოლის ძე ასან-ჯალალოვი, რომელიც იყო VII კლასის საქმისმწარმოებელი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს იმიერ და ამიერკავკასიის მთიანეთის სამმართველოში მსახურობდა ალექსანდრე ოსიპის ძე გულიშამბაროვი, რომელიც იყო VIII კლასის საქმისმწარმოებელი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს VIII რიგის ტიტულოვანი მრჩეველი ნიკოლოზ ეფრემის ძე სტაროსლავსკი თბილისის მეფისნაცვლის მთავარი საბჭოს მთის განვითარების განყოფილებაში საქმისმწარმოებლად მუშაობდა.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ იმიერ და ამიერკავკასიის მთიანეთის სამმართველოს თანამშრომელი ეგორ გრიგოლის ძე ასან-ჯალალოვი იყო სამეფო კარის მრჩეველი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ იმიერ და ამიერკავკასიის მთიანეთის სამმართველოს თანამშრომელი ალექსანდრე ოსიპის ძე გულიშამბაროვი იყო ტიტულარული მრჩეველი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს იმიერ და ამიერკავკასიის მთის სამმართველოს თანამშრომელი ნიკოლოზ ეფრემის ძე სტაროსლავსკი გუბერნიის მდივნის მოვალეობას ასრულებდა.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს იმიერ და ამიერკავკასიის მთიანეთის სამმართველოში ლაბორანტად მსახუროდა ალექსანდრე ალექსანდრეს ძე რიპასი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ იმიერ და ამიერკავკასიის მთიანეთის სამმართველოს თანამშრომელი ალექსანდრე ალექსანდრეს ძე რიპასი იყო სამთო ინჟინერი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ იმიერ და ამიერკავკასიის მთიანეთის სამმართველოს თანამშრომელი ალექსანდრე ალექსანდრეს ძე რიპასი იყო ტიტულარული მრჩეველი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს იმიერ და ამიერკავკასიის მთიანეთის სამმართველოში მსახურობდა კონსტანტინე ვასილის ძე გილევი, რომელიც იყო სამთო ინჟინერი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ იმიერ და ამიერკავკასიის მთიანეთის სამმართველოს თანამშრომელი კონსტანტინე ვასილის ძე გილევი იყო კოლეგიის მრჩეველი.