რეგისტრირებული ფაქტები89989
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ანდრია ივანეს ძე დეიჩმანი იყო კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების საბჭოს წევრი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 2 თებერვალს თბილისის სასულიერო სასწავლებლის ტაძარში მირქმის დღესასწაულთან დაკავშირებით ეგზარქოსმა პალადიმ წირვა აღავლინა, იგალობეს როგორც რუსულად, ასევე ქართულ ენაზე.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 16 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ქართული სათეატრო კომიტეტის გადაწყვეტილებით უნდა წარმოედგინათ შექსპირის ტრაგედია „ოტელო“, რომელიც ინგლისურიდან ივანე მაჩაბელმა თარგმნა. სპექტაკლში მთავარ როლს კოტე მესხი შეასრულებდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 2 თებერვალს თბილისის სასულიერო სასწავლებლის მოსწავლეებს შეხვდა ეგზარქოსი პალადი. მან მოინახულა სასწავლებლის სასადილო ოთახი, წიგნ-საკაზმავი ოთახი და ბიბლიოთეკა. ეგზარქოსმა წიგნების შესაძენად სასწავლებლის ბიბლიოთეკას გარკვეული თანხა შესწირა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 18 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიის მიერ გამოცემული წიგნები იყიდებოდა თელავში, ალექსანდრე მერაბოვის მაღაზიაში.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ნიკოლოზ მარმა, პეტერბურგის უნივერსიტეტში აღმოსავლეთ ენების ფაკულტეტის სტუდენტმა, უნივერსიტეტის საბჭოს წარუდგინა თხზულება, რომელსაც ვერცხლის მედალი მიაკუთვნეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 13 თებერვალს უცნობმა პირმა ავჭალიდან თბილისში ნივთების წამოსაღებად 2 მანეთად დაიქირავა სოლომონ სააკოვის ეტლი. დამქირავებელმა ღრმაღელის ქუჩაზე მისვლისთანავე გააჩერებინა სააკოვს ეტლი, მეეტლე სცემა და ცხენი გაიტაცა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 14 თებერვალს გლეხ ივანე ლოჯიშვილის სახლიდან მოიპარეს 179 მანეთის ოქროსა და ვერცხლის ნივთები.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 15 თებერვალს გატეხეს ანა ვისოჩკინის სახლის საკუჭნაო, საიდანაც მოიპარეს 35 მანეთის სპილენძეულობა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 15 თებერვალს გატეხეს სოლომონ გაბაევის არყის საწყობის კარები და დახლიდან 150 მანეთი წაიღეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 19 თებერვალს მ. ზავადსკის მონაწილეობით უნდა წარმოედგინათ ზურან ანტონოვის სამმოქმედებიანი კომედია „მზის დაბნელება საქართველოში“.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მეშვეობით ლევან ლუარსაბის ძე და არჩილ ლევანის ძე თარხან-მოურავნი აუწყებენ ნათესავებსა და ნაცნობებს პირველის მეუღლისა და მეორის დედის ქეთევან ივანეს ასული თარხან-მოურავის გარდაცვალებას.
1888
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „ივერიის“ მეშვეობით ლევან ლუარსაბის ძე და არჩილ ლევანის ძე თარხან-მოურავნი აუწყებენ ნათესავებსა და ნაცნობებს, რომ ქეთევან ივანეს ასულ თარხან-მოურავს დაკრძალავდნენ 1888 წლის 20 თებერვალს სოფელ ერთაწმინდის ეკლესიაში.
1888
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1888 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით ლევან ლუარსაბის ძე თარხან-მოურავის შვილი იყო არჩილ ლევანის ძე თარხან-მოურავი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით 19 თებერვალს გაიმართებოდა სპექტაკლი „ბნელ ოთახში“ ერთმოქმედებად, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ: მარიამ საფაროვა-აბაშიძისა, ლეონიძისა, ელისაბე ჩერქეზიშვილისა, მ. ზავადსკი, ვასილ აბაშიძე, კ. მაქსიმიძე და სხვანი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით 20 თებერვალს დანიშნული იყო მარიამ საფაროვა-აბაშიძის ბენეფისი სპექტაკლში „ორი ობოლი“.
1888
ტიპი: ღონისძიება
გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1888 წლის 3 მარტს „თბილისის საბრანიაში“ გაიმართებოდა ქართული დრამატული საზოგადოების მეჯლისი, რომლის ორგანიზება მარიამ ჭავჭავაძემ საკუთარ თავზე აიღო, ხოლო „საბრანიის“ დარბაზის მორთულობაზე შამშინოვმა იზრუნა.

