საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89989

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით რუსეთის საიმპერატორო საგეოგრაფიო საზოგადოების თბილისის განყოფილება თავის ჟურნალში ბეჭდავდა ნიკოლოზ ურბნელის მიერ შედგენილ საეთნოგრაფიო წერილს ხევსურების შესახებ, რომელიც რუსულიდან რაფიელ ერისთავმა თარგმნა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით რაფიელ ერისთავი დასაბეჭდად ამზადებდა საეთნოგრაფიო წერილს სვანეთის და ვრცელ გამოკვლევას სამეგრელოს ყოფა-ცხოვრების შესახებ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით 300 მანეთი მოპარეს სურამში მყოფ ადვოკატ ვასილჩენკოს.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ახალციხეში არსებული დედათა სასწავლებლის დასახმარებლად ანა მუსხელიშვილმა და მაზრის უფროსმა ნიკოლოზ ალექსი-მესხიშვილმა სასწავლებლის სასარგებლოდ 1888 წლის 24 იანვარს წარმოადგინეს ავქსენტი ცაგარლის პიესა „ხანუმა“, რომელიც რუსი საზოგადოებისთვის ანნა მუსხელიშვილმა თარგმნა. წარმოდგენიდან სასწავლებლის სასარგებლოდ 11 თუმანი შეგროვდა.

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის 12 თებერვალს რაჭის მაზრაში მცხოვრები გლეხის შვილი ბასილ მაისურაძე მეორე სართულიდან გადმოვარდა და თავის მძიმე დაზიანებებით გარდაიცვალა.

1866

ტიპი: სტატუსი

1866 წელს ირაკლი მუხრანბატონი იყო თავადი.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 16 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ლუკა რაზიკაშვილის „სიმღერა“.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს კავკასიის მეფისნაცვალ მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის ნებართვით კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოებას გაუხსნია ქიმიური ლაბორატორია.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოებამ ახლად გახსნილი ქიმიური ლაბორატორიის ხელმძღვანელად მიიწვია ჰენრიხ ვასილის ძე სტრუვე.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს კავკასიის მეფისნაცვალმა მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვმა ახლად გახსნილი ქიმიური ლაბორატორიის ხარჯებისა და ლაბორატორიის ხელმძღვანელის, ჰენრიხ ვასილის ძე სტრუვეს შესანახად ყოველწლიურად გამოყო 2500 მანეთი.

1863

ტიპი: მფლობელობა

1863 წელს ალექსანდრ ფონ კუჩენბახის მიერ გახსნილი ყველის მაღაზია მდებარეობდა გოლოვინის პროსპექტზე, მაკარ ორბელიანის სახლში.

1864

ტიპი: ღონისძიება

1864 წელს ვოლს თბილისში გაუხსნია მიწათმოქმედების იარაღების დეპო.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს თბილისის ასტრონომიული ობსრევატორიის დირექტორმა არნოლდ თევდორეს ძე მორიცმა კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოებას უსასყიდლოდ დაუთმო წალკის რაიონის გერმანულ კოლონიაში მდებარე ობსერვატორიის ერთი სათავსი, სადაც უნდა განთავსებულიყო საზოგადოების მიერ ახლადგახსნილი ქიმიური ლაბორატორია.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ვოლს, რომელსაც კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოაგადოებასთან დადებული შეთანხმების საფუძველზე თბილისში გაუხსნია მიწათმოქმედების იარაღების დეპო, ბოლომდე არ შეუსრულებია კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებები და საზღვარგარეთ გამგზავრებულა.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების უფროსი იყო სახელმწიფო მრჩეველი დიმიტრი ილიას ძე კოვალენსკი.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ სახელმწიფო მრჩეველი დიმიტრი ილიას ძე კოვალენსკი ცხოვრობდა ჭავჭავაძისა და კომენდანტის ქუჩების კუთხეში, შაჰმურადოვის სახლში.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ დიმიტრი ილიას ძე კოვალენსკი იყო სახელმწიფო მრჩეველი.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების კანცელარია განთავსებული იყო განყოფილების უფროსის, დიმიტრი ილიას ძე კოვალენსკის ბინაზე.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების მიერ გამოცემული „Записки Отдела“-ს შეძენა შესაძლებელი იყო დიმიტრი ილიას ძე კოვალენსკისთან და ბერენშტამის წიგნის მაღაზიაში.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილებამ იერონიმე ივანეს ძე სტებნიცკის ზედამხედველობის ქვეშ შეადგინა კავკასიის რუკა.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ილიუშენკო იყო თბილისის საოლქო შტაბის სამხედრო-ტოპოგრაფიულ განყოფილების არქივარიუსი.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წლი 16 აპრილს რუსეთის დიდი მთავრის, ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე რომანოვის ინიციატივით გაიხსნა რუსეთის ცხოველთა და მცენარეთა აკლიმატიზაციის საზოგადოების კავკასიის განყოფილება.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ რუსეთის ცხოველთა და მცენარეთა აკლიმატიზაციის საზოგადოების კავკასიის განყოფილება ყოველთვიურად იღებდა 1200 მანეთს თანხებიდან, რომელთაც კავკასიის მეფისნაცვალი მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი განკარგავდა.

1869

ტიპი: ორგანიზაცია

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ თბილისის საქველმოქმედო საზოგადოების კომიტეტში შედიოდნენ: თავმჯდომარე ელენე ვასილის ასული რებინდერი, თავმჯდომარის მოადგილე ე. რ. სმიტენი, მდივანი ს. ი. ქიშმიშევა, მდივნის მოადგილე და 22 ნამდვილი წევრი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ე. რ. სმიტენი იყო თბილისის საქველმოქმედო საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე.