საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89989

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის მეფისნაცვალი მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი იყო ვლადიმირის მე-13-ე ულანთა პოლკის უფროსი, კინბურნის მე-7-ე დრაგუნთა პოლკის უფროსი, ტავრიდის მე-6-ე გრენადერთა პოლკის უფროსი, ყაზანის 64-ე ფეხოსანთა პოლკის უფროსი, ბელორუსიის მე-7-ე ჰუსართა პოლკის უფროსი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის მეფისნაცვალი მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი იყო კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადის უფროსი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის მეფისნაცვალი მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი იყო მეორე სამხედრო სასწავლებლის უფროსი.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის მეფისნაცვალი მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი იყო წმინდა ანდრია პირველწოდებულის, წმინდა ალექსანდრე ნეველის, თეთრი არწივის, წმინდა გიორგის ორდენების კავალერი.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის მეფისნაცვალი მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი იყო დიდი მთავრის, ვლადიმირის პირველი ხარისხის, წმინდა ანას პირველი ხარისხის, წმინდა სტანისლავის პირველი ხარისხის ორდენების კავალერი.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის მეფისნაცვალი მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი იყო ავსტრიის წმინდა სტეფანეს, პრუსიის შავი და წითელი არწივის, ნიდერლანდების ლომის, ნეაპოლის ფერდინანდის, საქსონიის მწვანე გვირგვინის, ბავარიის წმინდა ჰუბერტის ორდენების კავალერი.

1897

ტიპი: სტატუსი

1897 წელს ერმილე მაჭავარიანი იყო აზნაური.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის მეფისნაცვალი მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი იყო ვირტემბერგის გვირგვინის, ვეიმარის თეთრი შევარდნის, სარდინიის ანუნციატას, ბადენის ერთგულების, დარმშტადტის ლიუდვიგის, პარმის წმინდა გიორგი კონსტანტინელისა და ნასაუს ოქროს ლომის ორდენების კავალერი.

1869

ტიპი: მფლობელობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის მეფისნაცვალი მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი ფლობდა ალმასებით მორთულ ოქროს ხმალს წარწერით „კავკასიის ომის დამთავრებისთვის“.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის მეფისნაცვალი მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი დაჯილდოვდა ვერცხლის მედლით სევასტოპოლის დაცვისთვის, ბრინჯაოს მედლით 1853-1856 წლების ომის ხსოვნისთვის, ვერცხლის მედლით ჩეჩნეთისა და დაღესტნის დაპყრობისთვის 1857, 1858 და 1859 წლებში, ვერცხლის მედლით ჩრდილოეთ კავკასიის დაპყრობისთვის 1859-1864 წლებში.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის მეფისნაცვალი მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი დაჯილდოვდა ჯვრით კავკასიაში მსახურებისათვის.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის მეფისნაცვალი მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი დაჯილდოვდა ოქროს მედლით გლეხთა განთავისუფლებისათვის.

1869

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის მეფისნაცვლი მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის მეუღლე იყო ოლღა თეოდორეს ასული რომანოვა.

1869

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის მეფისნაცვალ მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვს და მის მეუღლეს, ოლღა თეოდორეს ასულს ჰყავდათ ოთხი ვაჟი – ნიკოლოზი, მიხეილი, გიორგი, ალექსანდრე და ქალიშვილი ანასტასია.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 16 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სტეფანე ქრისტეფორეს ძე მიცუკოვს დურასევიჩის ქვრივის ვალი ჰქონდა, რომლის გადახდას დაპირდა და მიიწვია მარიამ ვასილის ასულ იაკიმოვიჩის სახლში სავალო ხელწერილის დასადებად, თუმცა ადგილზე მისულ დურასევიჩს ხელწერილი მოტყუებით გამოართვა მიცუგოვმა და გაიქცა, ქუჩაში მათ შორის მოხდა დაპირისპირება, რაც იქვე მდგომმა პოლიციელმა ვაჩნაძემ შეამჩნია. ყველაფრის გაგების შემდეგ პოლიციელმა შეადგინა ოქმი და გამომძიებელს გადასცა. სასამართლოს გადაწყვეტილებით მიცუგოვს ჩამოერთვა ზოგიერთი უფლება და ასტრახანში გაგზავნეს 2 წლით, ხოლო მარიამ იაკიმოვიჩისა გამართლდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 23 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ბადია ბალიაურის ლექსი.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 23 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა იოსებ ცისკარიშვილის მოთხრობა „ორი კონა ფიჩხი“.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1888 წლის 21 თებერვალს სიონის ტაძარში ეგზარქოსმა პალადიმ აღავლინა წირვა.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1888 წლის 21 თებერვალს საქართველოს ეგზარქოსი პალადი და სამღვდელოებათა წარმომადგენლები საღამოს 6 საათზე შეიკრიბნენ სემინარიაში სანთლის ვაჭრობის საქმის განსახილველად. ეგზარქოსის ბრძანებით მათ დაურიგდათ შესამოსლები და ეკლესიაში გამოსაყენები სხვადასხვა ნივთი.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 23 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ეკატერინე გაბაშვილმა პეტერბურგში ბეჭდვის საქმეთა მთავარ სამმართველოში გაგზავნა წერილი, რომლითაც ითხოვდა ახალი საყმაწვილო სურათებიანი ჟურნალის ბეჭდვის ნებართვას. ჟურნალის სახელწოდება „ხომლი“ იქნებოდა. გაბაშვილის ინიციატივა ძალიან სასიხარულო აღმოჩნდა მოსწავლეებისა და მათი მშობლებისათვის.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 23 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სენაკის მაზრის სოფელში მოღვაწე მწერალმა შეადგინა ყალბი და უსაფუძვლო საჩივარი სკოლასა და მასწავლებლებზე და გაუგზავნა შესაბამის განყოფილებას. საჩივრის საფუძელზე სოფელში ჩავიდა სასოფლო სკოლების დირექტორი ფილიპე ლევიცკი მაზრის უფროსის თანაშემწე ი. ჭიჭინაძესთან ერთად, ადგილზე მისულებს მამასახლისმა განუცხადა, რომ ეს საჩივარი მწერლის მიერ იყო შედგენილი და მათ არანაირი უკმაყოფილება არ ჰქონდათ სკოლისა და მასწავლებლების მიმართ. მამასახლისი უყურადღებობისა და გაუფრთხილებლობისთვის სამსახურიდან გაათავისუფლეს, მწერალი კი ისევ თავისუფლად აგრძელებდა უსაფუძვლო საჩივრების შეტანას სასამართლოში.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 23 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ქვრივ ნინა მესხიევის წერილი რედაქტორის მიმართ. მესხიევის თქმით სამკურნალოდ დადიოდა თბილისის საავადმყოფოში ექიმ ქანანოვთან, თუმცა უმეტესად ექიმთან შესვლის უფლებას არ აძლევდა საავადმყოფოს ზედამხედველი იუზბაშოვი, რადგან მისი თქმით, ქანანოვი მას ძვირიან წამლებს უწერდა და იძულებულები იყვნენ ეს წამლები სხვა აფთიაქებიდან გამოეწერათ.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 23 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გასაყიდად გამოვიდა დავით სოსლანის წიგნი კრიტიკული განხილვა „ოთარაანთ ქვრივისა“, რომლის ფასი 15 კაპიკი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 23 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით გრიგოლ ჩარკვიანის სტამბაში იბეჭდებოდა არისტოტელე ქუთათელაძის მიერ შედგენილი წიგნი „ქართული გრამატიკა“ დაწყებითი კლასებისათვის.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 23 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის საწყობში იყიდებოდა შემდეგი წიგნები: გრიგოლ ტატიშვილის „კანვაზედ საკერი ანბანი“, სოლომონ მესტიაშვილის „ბუნების მოვლენანი“, გაზეთ „ივერიის“ მიერ გამოცემული ფშაური ლექსები, ივანე მაჩაბლის მიერ ნათარგმნი უილიამ შექსპირის ტრაგედია და სხვ.