რეგისტრირებული ფაქტები89989
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თადეოზ გამალოვი იყო მომჩივანი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სასამართლოში განიხილავდნენ თბილისის გამგეობის რწმუნებულის, ნაფიცი ვექილის, გეპშტეინის საჩივარს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული განყოფილების 1918 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც გაუქმდა ქ. თბილისის გამგეობის 1918 წლის 3 ივლისის დადგენილება მელიქ-აზარიანცის სახლში რადომსკის ბინის დანდუროვისათვის რეკვიზიციის შესახებ.
1920
ტიპი: მფლობელობა
1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალექსანდრე მელიქ-აზარიანცი თბილისში მდებარე სახლის მფლობელი იყო.
1920
ტიპი: მფლობელობა
1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, რადომსკი იყო ბინის მფლობელი, მომჩივანი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის სამეფო კარის ჰოფმაისტერი იყო კონსტანტინე გრიგოლის ძე რებინდერი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს მედიცინის დოქტორი ანდრია ანდრიას ძე ლიბაუ კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის სამეფო კარის საპატიო ლეიბ-მედიკოსი იყო.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს ოლღა თეოდორეს ასული რომანოვას კარის ჰოფმაისტერი იყო კონსტანტინე გრიგოლის ძე რებინდერის მეუღლე, ელენე ვასილის ასული რებინდერი.
1869
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის მეფისნაცვალ მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის კარის ჰოფმაისტერის, კონსტანტინე გრიგოლის ძე რებინდერის მეუღლე იყო ელენე ვასილის ასული რებინდერი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის სამეფო კართან არსებული კანტორის ხაზინადარი იყო ლუკა დორმიდონტის ძე ლიხუშინი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის სამეფო კართან არსებული კანტორის მთავარი ბუღალტერი იყო ანდრია ეგნატეს ძე ტროფიმოვი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის კარის დეკანოზი იყო ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ნაუმოვი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის კარის დიაკვანი იყო მიხეილ ვასილის ძე ზერცალოვი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის კარის შტალმაისტერი იყო ივანე ანდრიას ძე კოხი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის კართან არსებული კამერცალმაისტერის თანამდებობათა ზედამხედველი იყო ნიკოლოზ ტიმოთეს ძე ივანოვი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის კართან არსებული მომსახურეობის სფეროს თანამდებობათა ზედამხედველი იყო დიმიტრი ალექსეის ძე ნიკიტინი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის უშუალო დაქვემდებარებაში იყო სენატორი გიორგი კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ გიორგი კონსტანტინეს ძე ბაგარტიონ-მუხრანსკი იყო რუსეთის იმპერიის საიდუმლო მრჩეველი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს იპოლიტე ალექსანდრეს ძე დასპიკ-დიუკრუასი უძღვებოდა კავკასიის სამოქალაქო კეთილმოწყობის საქმეებს.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის კანცელარიის უფროსი იყო სერგეი ნიკიტას ძე ტრუბეცკოი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის განკარგულებაში იმყოფებოდა აკადემიკოსი გერმანე ვილჰელმის ძე აბიხი, მოწვეული გეოგრაფიული გამოკვლევების ჩასატარებლად.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს კავკასიის მეფისნაცვალ მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვთან მსახურობდა კარლ ფელიქსის ძე ბენტკოვსკი, რომელსაც ევალებოდა საგანგებო დავალებები რკინიგზის განხრით.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის სამეფო კარის ჩინოვნიკი საგანგებო დავალებებისთვის იყო იაკობ იოსების ძე მაიხეროვსკი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869-1876 წლებში კავკასიის საგანგებო დავალებათა IV კლასის ჩინოვნიკი სერგეი ივანეს ძე ჩერნიაევი მეფისნაცვალ მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვთან მსახურობდა.

