რეგისტრირებული ფაქტები89988
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 იანვარს დიდი ბრიტანეთის უმაღლესი კომისარი ოლივერ უორდროპი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ალექსანდრე ხატისოვს სწერდა, რომ მოკავშირე სახელმწიფოთა მიერ სომხეთის უფლება დამოუკიდებლობაზე ცნობილი იყო, მხოლოდ გარკვეული ფორმულა იყო საჭირო, რომლითაც გამოცხადდებოდა მისი აღიარება.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 იანვარს დიდი ბრიტანეთის უმაღლესი კომისარი ოლივერ უორდროპი სომხეთის პრემიერს, ალექსანდრე ხატისოვს სწერდა, რომ თუ საქართველოს და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა ოფიციალურად დე ფაქტოდ ცნეს, ესე იგი სომხეთს შიშის არავითარი საფუძველი არ უნდა ჰქონოდა დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 17 აგვისტოს მიხეილ გურეცკის სახლი გაქურდეს და მოიპარეს 86 მანეთის ღირებულების სხვადასხვა ნივთი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 19 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ ფოფანოვი, რომელსაც სურდა თბილისში ქარხნის გახსნა, გაქურდეს და მოჰპარეს ზამთრის ლაბადა, შარვალი და ნივთები.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 16 აგვისტოს დილის 4 საათზე დიდზურაბოვის სახლიდან გაიტანეს 210 მანეთი და 70 მანეთის ღირებულების ოქროს საათი. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის იანვარში მეთერთმეტე ათასეულის უფროსი, პოლკოვნიკი ივანე (იაშა) სოლომონის ძე ყანჩელი ქ. ახალქალაქში ტრაგიკულად დაიღუპა.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 19 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრა ლისენკო თბილისში არტაზოვის ქუჩაზე ფლობდა პანსიონს.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ივანე (იაშა) სოლომონის ძე ყანჩელი იყო პოლკოვნიკი, მეთერთმეტე ათასეულის უფროსი.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მარიამ ივანეს ასული ციციშვილისა იყო პოლკოვნიკ ივანე (იაშა) სოლომონის ძე ყანჩელის შვილი.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დარია ივანეს ასული გამყრელიძისა იყო პოლკოვნიკ ივანე (იაშა) სოლომონის ძე ყანჩელის შვილი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 20 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქარელში, ხუმარაძის საწყობში, გაიმართა წარმოდგენა „ძუნწი“ და „ბიძიასთან გამოხმაურება“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ლევან და ს. ციციშვილებმა. შემოსული თანხა ღარიბ სტუდენტებს უნდა მოხმარებოდა, თუმცა წარმოდგენის შემდეგ გამართულ ლხინზე ბევრი დაიხარჯა და სტუდენტებისთვის ცოტა თანხა დარჩა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, კარპოს ივანეს ძე თაქთაქიშვილი იყო პოლკოვნიკ ივანე (იაშა) სოლომონის ძე ყანჩელის ნათესავი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 20 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გაზეთ „მშაკში“ გამოქვეყნებული ინფორმაციით ამბარცუმ არაქელიანცს სურდა თბილისში გამოეცა ყოველთვიური სალიტერატურო-საპოლიტიკო ჟურნალი „შავიღი“, რისთვისაც შინაგან საქმეთა სამინისტროში განცხადება ჰქონდა შეტანილი ნებართვის აღების თაობაზე.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სოლომონ (სანო) ივანეს ძე თაქთაქიშვილი იყო პოლკოვნიკ ივანე (იაშა) სოლომონის ძე ყანჩელის ნათესავი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 აგვისტოს გიორგი ხაბულაშვილმა ბაბოვის სამგზავრო ეტლი გადააბრუნა და ეტლის მფლობელი დაშავდა. ხაბულაშვილი დამნაშავედ ცნეს.
1886
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1886 წლის 20 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი ხაბულაშვილი გორში ცხოვრობდა.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 13 აგვისტოს მელიქიანი თავისმა მოსწავლემ, ოჰანეზ ავეტიქოვმა გაძარცვა, 50 მანეთი წაიღო. იგი დაპატიმრებული იყო და საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა.

