რეგისტრირებული ფაქტები89988
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 20 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში პავლე აივაზოვი აღნიშნავდა, რომ ფოთში გამართულ წარმოდგენაზე შემოსული თანხიდან 30 მანეთი ორ ღარიბ სტუდენტს გადასცეს, ხოლო 48 მანეთი და 25 კაპიკი ფოსტით თბილისში გაუგზავნეს ქართველთა შორის წერა- კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 15 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისში კერძო სასწავლებელს ფლობდა ეფროსინე იაკობის ასული ჭიჭინაძისა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მიხეილ ლევანის ძე შერვაშიძე იყო პოლკოვნიკი.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, პოლკოვნიკ მიხეილ ლევანის ძე შერვაშიძის მეუღლე იყო ნინა თომას ასული შერვაშიძისა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნინა თომას ასული შერვაშიძისა და ნადია თომას ასული წულუკიძისა დები იყვნენ.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, პლატონ გიორგის ძე წულუკიძის მეუღლე იყო ნადია თომას ასული წულუკიძისა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ოლგა თომას ასული დიდია იყო ნინა თომას ასული შერვაშიძისას და.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მიხეილ თომას ძე დიდია იყო ნინა თომას ასული შერვაშიძისას ძმა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დესპინე ანტონის ასული დიდია და ეკატერინე ესტატეს ასული დიდია იყვნენ ნინა თომას ასული შერვაშიძისას ნათესავები.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 15 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი სულხანის ძე ჭავჭავაძე სამხედრო პირი იყო.
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის 5 აგვისტოს თელავში გარდაიცვალა დიმიტრი სულხანის ძე ჭავჭავაძე. მის დაკრძალვას სოფ. ურიათუბანში დაესწრო თელავის მაზრის სამღვდელოება, ასევე თავადაზნაურობა და გლეხები.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის იანვარში გარდაიცვალა პოლკოვნიკი, თავადი მიხეილ ლევანის ძე შერვაშიძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ოჯახი და ნათესავები, ნინა თომას ასული შერვაშიძისა, ნადია თომას ასული წულუკიძისა, პლატონ გიორგის ძე წულუკიძე, ოლღა თომას ასული, მიხეილ თომას ძე, დესპინე ანტონის ასული და ეკატერინე ესტატეს ასული დიდიები იუწყებოდნენ, რომ პოლკოვნიკ მიხეილ ლევანის ძე შერვაშიძის წლისთავის პანაშვიდები გაიმართებოდა 18 იანვარს, 13 საათზე, ქაშვეთის ეკლესიაში.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 17 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დ. პ. ფურცელაძე იყო პეტერბურგის საიმპერატორო არქეოლოგიური კომისიის წევრი.

