რეგისტრირებული ფაქტები89942
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 18 ნოემბერს არტემ არეშოვმა პოლიციაში განაცხადა, რომ წინა ღამეს მისი დუქანი გაქურდეს და 70 მანეთის საქონელი მოიპარეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 25 ნოემბერს ქუთაისის ქართულ თეატრში უნდა წარმოედგინათ ლეონიდ ანდრეევის 4-მოქმედებიანი პიესა „დღენი ჩვენი ცხოვრებისა“.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 24 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ბათუმში შალვა დადიანმა ყაზბეგის ნაწერების შესახებ ლექცია წაიკითხა.
1846
ტიპი: თანამდებობა
1846 წელს იერონიმ სოლომონის ძე ალექსეევი თელავის სამხარეო სასამართლოს მოსამართლის მოადგილე იყო.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს სამსონ ბესარიონის ძე თოფურიას ქუთაისში სამკურნალო და ამბულატორია ჰქონდა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს ფ. კ. გერატი ქუთაისში სამსონ ბესარიონის ძე თოფურიას საავადმყოფოში ქირურგად მუშაობდა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს სამსონ ბესარიონის ძე თოფურია ქუთაისში თავისივე საავადმყოფოში თერაპევტად მუშაობდა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს გინეკოლოგი მ. თ. კოგანი ქუთაისში სამსონ ბესარიონის ძე თოფურიას საავადმყოფოში მუშაობდა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს ოფთალმოლოგი ი. კ. ვარშავსკი ქუთაისში სამსონ ბესარიონის ძე თოფურიას საავადმყოფოში მუშაობდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სულხანოვის ხელმძღვანელობით სოფ. ტირძნისში დააარსეს სკოლა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით გამოქვეყნდა სათავადაზნაურო სკოლის გამგე-კომიტეტის მოსაზრება, რომ სკოლის საქმის უკეთ წარსამართად უმჯობესი იყო ინსპექტორისთვის მხოლოდ პანსიონის ზოგადი მეთვალყურეობა ჩაებარებინათ, ხოლო საფუძვლიანი გაკონტროლება სხვა პირისთვის გადაებარებინათ.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სათავადაზნაურო სკოლის კომიტეტის წევრი იყო ალექსანდრე ზაალის ძე ჩოლოყაშვილი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სათავადაზნაურო სკოლის კომიტეტის წევრი იყო იაკობ სვიმონის ძე გოგებაშვილი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე სათავადაზნაურო სკოლის კომიტეტის წევრი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე სათავადაზნაურო სკოლის კომიტეტის წევრი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 26 სექტემბრის გაზეთ „ივერის“ ცნობით, ქაიხოსრო გელოვანი იყო გაზეთ „დროების“ კორესპონდენტი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 26 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი გაზეთ „დროების“ რედაქტორი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფელ ტირძნისში სულხანოვის ხელმძღვანელობით გახსნილ სკოლაში ოცამდე გლეხი მოსწავლე და ორი თავად სულხანოვის შვილი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფ. ტირძნისის პატრონი და გორის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღვარი იყო სულხანოვი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის სავაჭრო პოლიციის ზედამხედველი იყო ყორღანოვი.

