საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89910

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 17 ნოემბერს სათავადაზნაურო თეატრში სუსლოვისა და სუხოდოლსკის ლოტბარობით მალაროსების დასის წარმოდგენა გაიმართა. ამ დასში ზარნიცკაიაც მღეროდა.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს კავკასიის რწმუნებულის საქალაქო კანცელარიაში მუშაობდა გუბერნიის მდივანი ალექსანდრე ივანეს ძე რაძინი.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-1847 წლებში კოლეგიის მრჩეველი ოსიპ ილიას ძე კონსტანტინოვი იყო ამიერკავკასიის საქალაქო სამმართველოს უფროსის განსაკუთრებულ დავალებათა შემსრულებელი.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს კავკასიის რწმუნებულის საქალაქო კანცელარიის განყოფილების ხაზინადრის დამხმარე იყო საკოლეგიო მრჩეველი პეტრე ალექსანდრეს ძე კრიჟანოვსკი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 20 თებერვალს მეთოდე კაკაბაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობისა და სკოლის წლიური ანგარიში მთავარ გამგეობას გაუგზავნა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 6 ნოემბერს განოვის ქუჩაზე თავადაზნაურობის სახლის მესამე სართულიდან მუშა გულაბ ოგანესიანცი გადმოვარდა. დაშავებული სამკურნალოდ მიხეილის საავადმყოფოში გაგზავნეს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის შემოდგომაზე საჭილაოში კონსტანტინე ასათიანი გაძარცვეს.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებაში 154 წევრი იყო. იმ წელს 55 ახალი წევრი მიიღეს. ფაქტი ხელმოწერით მეთოდე კაკაბაძემ დაადასტურა.

1896

ტიპი: გარდაცვალება

1896 წლის 22 ოქტომბერს ტრიფონ კალანდარიშვილმა ნიკოლოზ ტარიელის ძე დადიანის დაკრძალვაზე გამოსამშვიდობებელი სიტყვა წარმოთქვა.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 18 აგვისტოს ზაქარია ჩხიკვაძემ პეტრე კარბელაშვილის მიერ შესრულებული „ღმერთო, ღმერთო“ ნოტებზე ჩაწერა.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს ალექსანდრე ფედოტეს ძე მიტიკოვი კავკასიის რწმუნებულის საქალაქო კანცელარიაში მუშაობდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის შემოდგომაზე საჭილაოში ნიკო სხვიტარია გაძარცვეს და დაჭრეს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს კ. თავართქილაძე საჭილაოში ჩავიდა და მოსახლეობას აბრეშუმის ქარხნის გახსნაში დახმარება სთხოვა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებაში 209 წევრი იყო. საწევრო გადასახადი სულ 499 მანეთს შეადგენდა. ფაქტი ხელმოწერით მეთოდე კაკაბაძემ დაადასტურა.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს აკიმ ნესტორის ძე მიცულოვი იყო კავკასიის რწმუნებულის საქალაქო კანცელარიის განყოფილების გუბერნიის მდივანი.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-1947 წლებში თბილისის გუბერნიის ხაზინადარი იყო ალექსანდრე გრიგოლის ძე ალხიმოვიჩი, მისი მრჩევლები იყვნენ ნიკოლოზ ანდრიას ძე კირიაკოვი და გიორგი შიოს ძე თუმანოვი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 1-ლ ნოემბერს ქურდმა, რომელიც ივანე ქერქაძის დუქანში აპირებდა შესვლას, კოსტა ქერქაძე მუხლში დაჭრა.

1896

ტიპი: გარდაცვალება

1896 წლის 29 ოქტომბერს უდეში ქველმოქმედი პავლე სტეფანეს ძე მერაბიშვილი გარდაიცვალა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ოქტომბერში ადვოკატი ალ. ქოჩაქიძე სოჭში დაზარალებულ მეგრელ მედუქნეებს იცავდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 7 ნოემბერს ინსტიტუტის ქუჩაზე აღათი ბერეჟინისას სარქისა პეტრუსოვმა საფულე მოჰპარა. პეტრუსოვი პოლიციამ დააკავა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს პიასეცკი რკინიგზის სკოლის უფროსი იყო.

1896

ტიპი: ნასამართლეობა

1896 წლის 6 ნოემბერს პოლიციამ გეურქ აპრიამოვის დაჭრისთვის სიმონ ღამბაროვი დააკავა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 2 მარტს მეთოდე კაკაბაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ბაქოს განყოფილების გამგეობის 1916 წლის ანგარიში, წევრთა სია და კრების ოქმი გაუგზავნა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებაში 66 წევრი მიიღეს, 27 წევრი კი გამოაკლდა. ფაქტი ხელმოწერით მეთოდე კაკაბაძემ დაადასტურა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებაში 248 წევრი იყო. საწევრო გადასახადი მთლიანად 280 მანეთს შეადგენდა. ფაქტი ხელმოწერით მეთოდე კაკაბაძემ დაადასტურა.