საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93611

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ზაქარია იოსების ძე სვიმონოვის განცხადება, რომ კახეთის ქალაქ თელავიდან, კერძოდ სოფელ ზემო ხოდაშენიდან მიიღო ბერების ზვრის ღვინო და ვედროს ყიდდა 4 მანეთად და 50 კაპიკად.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ზაქარია იოსების ძე სვიმონოვის განცხადება, რომ იგი კახურ ოთხი წლის ღვინოს ყიდდა მანეთად და 50 კაპიკად, ვედროს კი – 22 მანეთად.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, არწუნისეულ თეატრში არტისტ ჩარსკის მონაწილეობით წარმოდგენები იმართებოდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისს ქართულ თეატრში „ჰამლეტს“ წარმოადგენდნენ ჩარსკის მონაწილეობით.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, არტისტი ჩარსკი თბილისიდან ქუთაისში მიემგზავრებოდა წარმოდგენის გასამართად.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 24 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ისიდორე ონიანს ვექილი გელაზაროვი იცავდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 24 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, იაკობ გოგებაშვილმა ქონება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უანდერძა.

1912

ტიპი: განათლება

1912 წელს მ. ჯანაშვილმა ოდესის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი დაასრულა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა იაკობ ალექსანდრეს ძე მანსვეტაშვილის ფელეტონი „უცხოთა შორის“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თონეთის სკოლის მასწავლებელს ბესარიონ ჭილაძეს ანაზღაურება 300 მანეთი ჰქონდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თონეთის სკოლის მასწავლებელს ბესარიონ ჭილაძეს ჯილდო 25 მანეთი გადასცეს.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884 წლის 1-ლ ოქტომბერს დაარსდა ხელთუბნის სკოლა და ამავე პერიოდიდან მასწავლებლად მუშაობდა სეით გამრეკელი.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სეით გამრეკელმა სწავლა დაასრულა თბილისის სასულიერო სემინარიაში.

1883

ტიპი: თანამდებობა

1883 წლის 28 ნოემბერს დაარსდა თონეთის სკოლა და ამ დროიდან იქ ასწავლიდა ბესარიონ ჭილაძე.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ოსტროვსკი და სოლოვიოვი იყვნენ კომედიის „ბედნიერი დღის“ ავტორები.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ მოსეს ძე პეტრიაშვილი პროფესორი იყო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი-წერეთლისა სოფელ ხელთუბანში მამულს ფლობდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 8 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის ლექსი „გოგოლის შესახებ“.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 8 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ იაკობის ძე ავალიშვილი იყო ქართული დრამატული საზოგადოების წევრი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 8 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართული დრამატული დასის წევრი იყო ან. ლორთქიფანიძე.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 8 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ან. ლორთქიფანიძე იყო მსახიობი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 8 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ე. შენინგი იყო პროპორშიკი.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 8 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ბეჟანოვი თბილისში ფლობდა დუქანს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 8 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სახელმწიფო ქონებათა გამგეობის თანამშრომელი იყო გრიგოლ (გიორგი) ბეჟანოვი.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 8 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვართანოვი თბილისში კუკიის ქუჩაზე ფლობდა თონეს.