საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91459

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 6 ოქტომბერს ქუთაისის თეატრში ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილის ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით წარმოადგინეს მელვილის სამმოქმედებიანი დრამა „სიყვარული და სარწმუნოება".

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 6 ოქტომბერს მასწავლებელ და აღმზრდელ ქალთა საზოგადოების კრებაზე განიხილეს ლოიკოს მოხსენება საზოგადოების წესდების ცვლილების შესახებ, ის ითხოვდა საზოგადოების წევრებად კაცი აღმზრდელები და მასწავლებლებიც მიეღოთ.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 6 ოქტომბერს თბილისის ქალაქის საბჭოს დარბაზში ქალაქის მოურავის მოადგილის თავმჯდომარეობით გაიმართა თბილისის პირველი საარჩევნო ნაწილის ამომრჩეველთა დამატებითი კრება, რომელსაც უნდა აერჩია 3 ხმოსანი და 5 კანდიდატი. კენჭი იყარა 21 კაცმა, მათ შორის იყვნენ: გრიგოლ ნიკოლოზის ძე დიასამიძე, თ. ნ. ბოგომოლოვი, პ. კ. ვერესოვი, ვასილ დავითის ძე გაბაშვილი, ფერდინანდ კარლის ძე გეინი.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 19 ოქტომბერს თბილისის სამოსამართლო პალატაში განსახილველად ჩაინიშნა გაზეთ „ნოვოე ოზოზრენიეს" რედაქტორ გიორგი მიხეილის ძე თუმანოვისა და გაზეთ „ცნობის ფურცლის" რედაქტორად ნამყოფი ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონიას საქმე, რომელთაც ბრალად ედებოდათ დიფამაცია.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წელს ეგნატე ნინოშვილის ინიციატივით საქართველოში შეიქმნა პირველი მარქსისტული ჯგუფი „მესამე დასი“ (მოსახლეობაში „ახალი თაობის“ სახელით ცნობილი).

1902

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1902 წელს თბილისში ჩამოვიდა ტაშკენტის გენერალ-გუბერნატორი, გენერალ-ლეიტენანტი კოროლკოვი.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 25 დეკემბერს ზესტაფონში გაიმართა პირველი მარქსისტული ჯგუფის, „მესამე დასის“ კრება, რომელსაც ესწრებოდნენ: ეგნატე ნინოშვილი, ნოე ჟორდანია, ნიკოლოზ ჩხეიძე, მიხეილ ცხაკაია, ისიდორე რამიშვილი, არსენ წითლიძე და სხვ.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს ილია ნებიერიძე რკინიგზის სახელოსნოს მთავარ განყოფილებაში მუშაობდა.

1902

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1902 წლის 24 სექტემბერს ქუთაისში, ივანოვის ქუჩაზე, მდებარე კერძო ვექილის, ხარიტონ ფაჩულიას სახლი გაქურდეს, ქურდებმა წაიღეს ოთხ თუმნამდე ღირებულების ძეწკვიანი ოქროს საათი, ასევე ფული და კანონთა კრებულის IX ტომი.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 30 აგვისტოს თბილისში განლაგებულ კაზაკთა რაზმებს სიმონ ტერ-პეტროსიანის, ილიკო ჭაჭიაშვილისა და ვანო კალანდაძის მიერ დამზადებული ბომბები ესროლეს.

1937

ტიპი: ნასამართლეობა

1937 წლის 9 იანვარს ღერენა გიორგის ძე ლიქოკელმა დაკითხვაზე თქვა, რომ ამერიკელი ჟურნალისტის საშუალებით აპირებდნენ ამერიკის მთავრობასთან კავშირის დამყარებას და მისგან იარაღის მიღებას.

1919

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს პოლიციამ ავჭალაში აღმოაჩინა და გაანადგურა ლაბორატორია, რომელშიც სიმონ ტერ-პეტროსიანი, ილიკო ჭაჭიაშვილი და ვანო ლეონტის ძე კალანდაძე ე. წ. ავჭალურ ბომბებს ამზადებდნენ.

1937

ტიპი: ნასამართლეობა

1937 წლის 9 იანვარს ღერენა გიორგის ძე ლიქოკელმა წამების შემდეგ დაკითხვაზე თქვა, რომ გიგია შიშიას ძე ჭინჭარაული მან დაითანხმა ხევსურეთის ანტისახელმწიფოებრივ მოძრაობაში მონაწილეობაზე.

1937

ტიპი: ნასამართლეობა

1937 წლის 9 იანვარს ღერენა გიორგის ძე ლიქოკელმა წამების შემდეგ დაკითხვაზე თქვა, რომ ხვთისო ურჭუკას ძე ლიქოკელი ხევსურეთის კონტრრევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობდა.

1937

ტიპი: ნასამართლეობა

1937 წლის 9 იანვარს ღერენა გიორგის ძე ლიქოკელმა წამების შემდეგ დაკითხვაზე თქვა, რომ ხვთისო კიკოლეს ძე ლიქოკელი მან დაითანხმა ხევსურეთის ანტისახელმწიფოებრივ მოძრაობაში მონაწილეობაზე.

1937

ტიპი: ნასამართლეობა

1937 წლის 9 იანვარს ღერენა გიორგის ძე ლიქოკელმა წამების შემდეგ დაკითხვაზე თქვა, რომ ზვიად ბაბუას ძე ლიქოკელი მან დაითანხმა ხევსურეთის ანტისახელმწიფოებრივ მოძრაობაში მონაწილეობაზე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 2 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე მოისმინეს იოსებ გოგოლაშვილის მოხსენება ბათუმში მყოფ ტყვეთ ჩავარდნილ ქართველ მეომართა გაჭირვებული მდგომარეობის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 20 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე კახეთის რკინიგზის კომისარს, ნიკოლოზ ქარცივაძეს დაენიშნა ხელფასი თვეში 750 მანეთი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 20 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე კახეთის რკინიგზის კომისრად დაინიშნა ნიკოლოზ ქარცივაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 26 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე დაადგინეს, რომ ეროვნული საბჭოს სახელით ჩრდილოეთ კავკასიაში გაეგზავნათ ირაკლი ამირეჯიბი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 20 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ევროპაში წამსვლელი დელეგაციის თავმჯდომარედ გრიგოლ გიორგაძე აირჩიეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 17 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე კონსტანტინე კანდელაკი საფინანსო სექციის თავმჯდომარედ აირჩეს.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880-იან წლებში შიო მღვიმელის დიაკვან ძმას, სანდროს არ ჰქონდა საშუალება, რომ სკოლაში მიებარებინა პატარა შიო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 2 მარტს გაიმართა საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ქართული კორპუსის შტაბის უფროსად დაინიშნა პოლკოვნიკი ალექსანდრე ზაქარიაძე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 2 მარტს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გენერალი ვასილ გაბაშვილი ქართული კორპუსის უფროსად დაინიშნა.