საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91459

1903

ტიპი: ნასამართლეობა

1903 წელს მექვაბე განჩაროვის დაჭრაში ბრალდებული პარმენ სვანიძე რამდენიმეთვიანი პატიმრობის შემდეგ სასამართლომ გაამართლა.

1903

ტიპი: პირადი ინფორმაცია

მუხლში დაჭრილი განჩაროვი ჭრილობის მოშუშების შემდეგ 1903 წელს სოციალ-დემოკრატიულ მუშათა მოძრაობას მიემხრო.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 29 სექტემბერს თბილისის საკრებულოს მესამე რაიონის ხმოსანთა არჩევნებში მონაწილეობდა 52 პირი, მათ შორის იყვნენ: დ. დ. ქეთხუდოვი, ი. ი. ხრამელაშვილი, გ. ნ. შარიფოვი, გ. გ. შახბუდაგოვი.

1936

ტიპი: ღონისძიება

1936 წელს თბილისში ჟურნალისტ მაკ. გრეგორთან გამართულ შეხვედრებს ღერენა, გიორგი და გიგუა ლიქოკელები ესწრებოდნენ.

1936

ტიპი: ნასამართლეობა

1936 წლის 21 ოქტომბერს ღერენა გიორგის ძე ლიქოკელმა დაკითხვაზე თქვა, რომ საბჭოთა მთავრობის მხრიდან შევიწროების შემთხვევაში ზვიად ბაბუას ძე ლიქოკელი ხელისუფლების წინააღმდეგ იარაღით იბრძოლებდა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს ხევსურების ამბოხების დროს დათვია მგელიკას ძე ლიქოკელი ხევსურთა წინამძღოლი იყო და ქაქუცა ჩოლოყაშვილთან ერთად ებრძოდა საბჭოთა ხელისუფლებას.

1937

ტიპი: ავტორობა

1937 წლის 9 იანვარს ღერენა ლიქოკელმა დაკითხვაზე განაცხადა, რომ მოსახლეობაში კონტრრევოლურ აგიტაციას ეწეოდა და ხევსურებს შეიარაღებული გამოსვლის ორგანიზებისკენ მოუწოდებდა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს საერო განათლების სამინისტრომ ნებართვა გასცა ქუთაისში დაარსებულიყო მეორე საქალაქო სასწავლებელი და თავად იკისრა აშენების ხარჯი. ინსპექტორის თანამდებობაზე დაინიშნა საქალაქო სასწავლებლის მასწავლებელი როსიკი.

1937

ტიპი: ნასამართლეობა

1937 წლის 9 იანვარს ღერენა გიორგის ძე ლიქოკელმა წამების შემდეგ დაკითხვაზე თქვა, რომ ბაბუკა ჭრელიას ძე ლიქოკელი მან დაითანხმა ხევსურეთის კონტრრევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობდა.

1937

ტიპი: ნასამართლეობა

1937 წლის 9 იანვარს ღერენა გიორგის ძე ლიქოკელმა წამების შემდეგ დაკითხვაზე თქვა, რომ მინდია მგელას ძე ლიქოკელი ხევსურეთის კონტრრევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობდა.

1902

ტიპი: გარდაცვალება

1902 წლის 21 სექტემბერს დაასაფლავეს ფოთის საკათედრო ტაძრის დეკანოზი გრიგოლ სპირიდონის ძე მაჭარაშვილი, დასაფლავებას დაესწრო იმერეთის ეპისკოპოსი ლეონიდე და ფოთის ქალაქისთავი ნიკო ნიკოლაძე.

1936

ტიპი: ნასამართლეობა

1936 წელის 29 სექტემბერს ნიკო ბუჩაშვილმა დათუა მგელიკას ძე ლიქოკელი დააპატიმრა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს მღვდლის, გრიგოლ სპირიდონის ძე მაჭარაშვილის დასაფლავებაზე სიტყვა წარმოსთქვა მღვდელმა გიორგი მერაბის ძე გეგეჭკორმა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობას ყარსიდან ერთი თუმანი (10 მან.) გამოუგზავნა ივანე უთნელიშვილმა ავქსენტი ცაგარლის ფონდის დასახმარებლად.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს ფოთის მოსახლეობამ გარდაცვლილი მღვდლის, გრიგოლ სპირიდონის ძე მაჭარაშვილის ძეგლისთვის 400 მანეთი შეაგროვა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 22 სექტემბერს დავით ნიკოლოზის ძე ბაქრაძის თავმჯდომარებით გაიმართა სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრთა კრება, რომელზეც განიხილეს ქუთაისის სამეურნეო სასწავლებლის საკითხი.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 29 სექტემბერს ებრაელთა საზოგადოებამ თორაში გადაიხადა ემილ ზოლას სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს სტეფანე ზაქრაძემ ილია ნებიერიძეს მექვაბე განჩაროვის მოსაკლავად იარაღი მისცა.

1937

ტიპი: ნასამართლეობა

1937 წლის 9 იანვარს ღერენა გიორგის ძე ლიქოკელმა წამების შემდეგ დაკითხვაზე თქვა, რომ ხახონ თაძიას ძე ლიქოკელი ხევსურეთის კონტრრევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობდა.

1936

ტიპი: თანამდებობა

1936 წელს ნიკო ბუჩაშვილი მილიციის უფროსად მუშაობდა.

1903

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1903 წელს ილია ნებიერიძე სამსახურში მიმავალ განჩაროვს დახვდა და მუხლში დაჭრა. ის შრომისუუნარო გახდა.

1903

ტიპი: ნასამართლეობა

1903 წელს განჩაროვის მკვლელობისთვის ილია ნებიერიძის ნაცვლად პარმენ სვანიძე დაიჭირეს.

1936

ტიპი: ნასამართლეობა

1936 წელს დაპატიმრებულმა დათვია მგელიკას ძე ლიქოკელმა სასამართლოზე წაყენებული ძარცვისა და ქურდობის ბრალდებები უარყო.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობას ყარსიდან 5 თუმანი გამოუგზავნა მარიამ კიკნაძემ ავქსენტი ცაგარლის სახელობის ფონდის დასახმარებლად.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს ადადა ბაბუას ძე ლიქოკელი ხევსურეთის ამბოხებაში მონაწილეობდა.