რეგისტრირებული ფაქტები91459
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წელს ილია ნებიერიძემ რკინიგზის სახელოსნოს სამშენებლო განყოფილებაში გაიცნო სტეფანე ზაქრაძე, ზაქრო იოსების ძე ჩოდრიშვილი და გიორგი სტურუა.
1903
ტიპი: ღონისძიება
1903 წელს სტეფანე ზაქრაძემ და გიორგი სტურუამ ილია ნებიერიძეს დაავალეს, მოეკლა რკინიგზის სახელოსნოს მექვაბე განჩაროვი, როგორც მუშათა კლასისთვის მავნე პირი.
1937
ტიპი: ნასამართლეობა
1937 წლის 9 იანვარს ღერენა გიორგის ძე ლიქოკელმა წამების შემდეგ დაკითხვაზე თქვა, რომ გიორგი ახალას ძე ლიქოკელი მან დაითანხმა ხევსურეთის კონტრრევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობაზე.
1937
ტიპი: ნასამართლეობა
1937 წლის 9 იანვარს ღერენა გიორგის ძე ლიქოკელმა წამების შემდეგ დაკითხვაზე თქვა, რომ ხახონ თაძიას ძე ლიქოკელი მან დაითანხმა ხევსურეთის ანტისახელმწიფოებრივ მოძრაობაში მონაწილეობაზე.
1937
ტიპი: ნასამართლეობა
1937 წლის 12 იანვარს ღერენა გიორგის ძე ლიქოკელმა დაკითხვაზე თქვა, რომ ზვიად ბაბუას ძე ლიქოკელს მან აცნობა ანტისახელმწიფოებრივი კავშირის არსებობის შესახებ.
1937
ტიპი: ნასამართლეობა
1937 წლის 9 იანვარს ღერენა გიორგის ძე ლიქოკელმა წამების შემდეგ დაკითხვაზე თქვა, რომ გიორგი გაგას ძე ლიქოკელი მან დაითანხმა ანტისახელმწიფოებრივ მოძრაობაში მონაწილეობაზე.
1936
ტიპი: ნასამართლეობა
1936-37 წლებში გიორგი გაგას ძე ლიქოკელმა სასამართლოზე თქვა, რომ ხევსურეთის კონტრრევოლუციური ორგანიზაციის წევრი იყო.
1937
ტიპი: ნასამართლეობა
1937 წლის 9 იანვარს ღერენა გიორგის ძე ლიქოკელმა წამების შემდეგ დაკითხვაზე თქვა, რომ აბიკა წიქას ძე ლიქოკელი მან დაითანხმა ხევსურეთის ანტისახელმწიფოებრივ მოძრაობაში მონაწილეობაზე.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ათისთავი ილია ნებიერიძე პარტიულ გადასახადს აგროვებდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრ ილია ნებიერიძეს დავალებული ჰქონდა არალეგალური ბროშურების (პროკლამაციების) დარიგება მთლიანად რკინიგზის სახელოსნოში.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 25 დეკემბერს ზესტაფონში პირველი მარქსისტული ჯგუფის, „მესამე დასის“ კრებას ესწრებოდნენ: ევგენი ვაწაძე, ისიდორე გრიგოლის ძე კვიცარიძე, იოსებ პავლეს ძე კაკაბაძე, დიმიტრი კალანდარიშვილი, რაჟდენ თომას ძე კალაძე, სილიბისტრო ჯიბლაძე და სხვ.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს ილია ნებიერიძე რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრებმა ათისთავად აირჩიეს.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს ქუთაისის სასულიერო სემინარიის ინსპექტორის მოადგილედ დაინიშნა იმერეთის საეპარქიო სკოლების მეთვალყურე მელიტონ სპირიდონის ძე კელენჯერიძე.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს სენაკის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად დაინიშნა ბორის იაკობის ძე ვასილიევი.
1905
ტიპი: გარდაცვალება
1905 წლის 4 თებერვლის „ცნობის ფურცლში“ ოლგა ივანეს ასული ნათაძე, ივანე სერგეის ძე, გიორგი ივანეს ძე, თამარა და ელენე ივანეს ასული ხაჩატიევები ნათესავებს აუწყებდნენ, რომ გარდაიცვალა ნინა ფეოფინის ასული ხაჩატიევი. გამოსვენება შაბათს, 5 თებერვალს, სამების ეკლესიიდან. დაკრძალვა კუკიის წმინდა ნინოს სასაფლაოზე.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 4 თებერვლის „ცნობის ფურცელში“ ალექსანდრე იესეს ძე ფავლენიშვილი მადლობას უხდის ყველა იმ პირს, ვინც კოლა იასეს ძე ფავლენიშვილის გარდაცვალების გამო მას სამძიმარი გამოუცხადა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 4 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სასამართლო პალატამ ბეგლარ ზაქრაძეს 5 წლით, ერემია ჯიგველაშვილს და სერგო ნიკურაძეს 10-10 წლით, ხოლო დავით კობალაძეს 8 წლით კატორღაში გაგზავნა მიუსაჯა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 24 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ქუთაისში მომხდარი დაპირისპირებისას ალექსანდრე კოსიანოვი, ხაბურზანია, ღოღობერიძე, ჩიჩუა და ბაბუნიშვილი მძიმედ დაიჭრნენ, ხოლო თევდორაძე ადგილზე გარდაიცვალა .
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის 9 აპრილის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ნიკოლოზ გიორგის ძე ხიმშიაშვილი (ხიმშიევი) დაჭრილთათვის მზრუნველი ალექსანდრეს კომიტეტის წევრად დაინიშნა.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის 9 აპრილის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ვანიჩკა ყარანგოზაშვილი დუშეთის მამასახლისად აირჩიეს.
1905
ტიპი: გარდაცვალება
1905 წლის 12 იანვრის „ცნობის ფურცელში“ კონდრატე და ნოე მხეიძეები მღვდლის, არჩილ იოსების ძე მხეიძის გარდაცვალებას იუწყებიან.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს ოზურგეთის მაზრის უფროსი ივანე ლაზარენკო მაზრის უფროსად გადაიყვანეს შორაპანში, სადაც ადრე შვიდი წელი მსახურობდა.

