რეგისტრირებული ფაქტები91345
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 28 ივლისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გენერალ ალხაზოვმა ოსმალები მდინარე კოდორის მეორე მხარეს გააძევა და ამით თავიდან აიცილა აფხაზეთში დაპირისპირება.
1880
ტიპი: ავტორობა
მასწავლებელ რაჟდენ თარხანოვის ცნობით, 1880 წლის 28 თებერვალს სოფელ კონდოლის სკოლაში მისმა წინამორბედმა მასწავლებელმა მიიღო: 10 ეგზემპლარი „დედა ენა“, 8 ცალი „ბუნების კარი“, 12 ცალი რუსული ენის სახელმძღვანელო შედგენილი კალანდარიშვილისგან, 12 ცალი „იგავ-არაკნი“, 12 ცალი ქართული წერის დედანი, 10 ასპიდის დაფა, 16 კალმისტარი, 24 ფანქარი, 6 ცარცი, თეთრი და შავი ქაღალდი.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 26 ნოემბერს სოფელ კონდოლის მასწავლებელმა რაჟდენ თარხანოვმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ გამგეობისგან გამოგზავნილი წიგნები და ნივთების ნაწილი დაურიგა მოსწავლეებს, რომელთაც ხელი მოაწერეს აღრიცხვის ჟურნალში, ზოგი კი დაცული იყო სკოლის ბიბლიოთეკაში და აღრიცხული ბიბლიოთეკის კატალოგში, აგრეთვე ბიბლიოთეკაში ინახებოდა და თავისუფალ დროს მოსწავლეები სარგებლობდნენ თავისუფალ საკითხავად 19 ეგზემპლარ სხვადასხვა წიგნს.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 19 ნოემბერს მასწავლებელმა ნოე ონისიმეს ძე ორაგველიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ სკოლისთვის საჭირო იყო: 15 ეგზემპლარი „დედა ენა“, 10 ეგზემპლარამდე „ბუნების კარი“, 12 ეგზემპლარი „როდნოე სლოვო“ I ნაწილი, 11 ეგზემპლარი II ნაწილი, 13 ეგზემპლარი დიდებულიძის „საღმრთო ისტორია“ (ქართულად), 12 ეგზემპლარი „მოლიტვენიკი“, ანუ ახსნა ლოცვებისა, 8 ეგზემპლარი არითმეტიკის კრებული I ნაწილი, 10 ეგზემპლარი კალანდარიშვილის რუსული ენის სახელმძღვანელო, 15 დაფა, განსაკუთრებით ესაჭიროებოდათ რუსულ-ქართული ლექსიკონი.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 26 ნოემბერს სოფელ მარნის სკოლის მასწავლებელი იასონ კაპანაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას აცნობებს, რომ სჭირდებათ შემდეგი წიგნები: „დედა ენა“ – 18 ცალი, „ბუნების კარი“ – 10, კალანდარიშვილის რუსული ენის სახელმძღვანელო – 20, „როდნოე სლოვო“ I ნაწილი – 20, „როდნოე სლოვო“ II ნაწილი – 10, ნივთები: 30 ფანქარი, 1 კოლოფი კალმები, 30 კალმისტარი.

