რეგისტრირებული ფაქტები89741
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის ჟურნალ „ივერიის“ (N7-8) რუბრიკაში „შენიშვნები ჩვენს ცხოვრებასა და ლიტერატურაზე“ განხილული იყო რუსულ გაზეთებში, „კავკაზი“ და „ახალი მიმოხილვა“ დაბეჭდილი ორი წერილი, რომლებშიც სრულიად უსაფუძვლოდ აკრიტიკებდნენ მეთორმეტე საუკუნეში საქართველოს სამხედრო წყობილების შესახებ თათარყან დადეშქელიანის მიერ 1883 წლის N10 ჟურნალ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილს.
1866
ტიპი: განათლება
1866 წელს მიხეილ რომანოვმა განაცხადა, რომ 1866-1867 წლებში თბილისის რეალური გიმნაზიის მოსწავლეებს უნდა შეეტანათ სწავლის საფასური, სიმბოლური თანხა, 5 მანეთი. თუმცა გიმნაზიას შეეძლო არ მოეთხოვა ფული იმ მოსწავლეებისგან, რომლებიც განსაკუთრებით კარგად სწავლობდნენ ან მატერიალურად ძალიან უჭირდათ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვასილ მასხულია ქუთაისის ქუჩებისთვის იაკობ გოგებაშვილის, დავით სარაჯიშვილისა და მამია გურიელის სახელების დარქმევის წინადადებას ემხრობოდა.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდილ დ. ბაქრაძის წერილიში „პროფესორი პატკანოვი და ქართული ისტორიის წყაროები“, ავტორი აღნიშნავს, რომ 1822 წელს პარიზში დაარსებულმა „აზიურმა საზოგადოებამ“ და მისმა მკვლევარებმა ანტუან სენ-მარტინმა და მარი ბროსემ ქართული ისტორიული წყაროების ავთენტურობის დასადგენად დიდი შრომა გასწიეს.
1895
ტიპი: თანამდებობა
1895 წელს 15 წლის შერმანდი დოლიძე ბათუმში გაშენებულ ერთ-ერთ ჩაის პლანტაციაში მუშად მუშაობდა. მისი ანაზღაურება თვეში 15 მანეთი იყო.
1866
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1866 წელს მიხეილ რომანოვმა მელიქოვის თანაშემწეს, პოლკოვნიკ კომაროვს, დავალების გულდასმით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ინსტრუქტორ ნ. კ. მაკარაშვილის დასმა თელავის მაზრაში იმუშავა და რამდენიმე ვენახში ფილოქსერა აღმოაჩინა.
1866
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1866 წელს მიხეილ რომანოვმა დავალების გულდასმით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა მელიქოვის თანაშემწეს, პოლკოვნიკ ჩიჯავაძეს.
1866
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1866 წელს კავკასიის ნამესტნიკმა, მიხეილ რომანოვმა კერძო მემამულეს, მოსე ტერ-სტეფანიანს გადაუხადა მადლობა, იმის გამო, რომ მან უფასოდ გასცა თავისი მიწები რკინის გზის ქვესაგებისთვის.

