საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89731

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა რაფიელ ერისთავის ლექსი „მოკითხვა“ და ნიკო ხიზანიშვილის „ჩვენი გლეხკაცობის ისტორიიდამ“ (შენიშვნები ბატონ-ყმობაზედ).

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N2) დაიბეჭდა ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობის „განკიცხულნი“ გაგრძელება.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალ „ივერიის“ (N 1; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) რუბრიკაში „შინაური მიმოხილვა“ ქართული მწერლობისა და თეატრის განუვითარებლობის თაობაზე დიდი წუხილი იყო გამოთქმული.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალი „ივერიის“ პირველ ნომერში (რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა რაჟდენ ჯაჯანაშვილის მიერ ქართულად თარგმნილი დიუ-შალიუს წიგნი „ღამით მზიანი ქვეყანა“ (1871-1880 წლებში იმოგზაურა სკანდინავიის ქვეყნებში), რომელიც ყველა ევროპულ ენაზე იყო გამოცემული.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 1; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა პეტრე მირიანაშვილის პუბლიკაცია „არიელ ენათა ჯგუფი და საქართველო“, რომელშიც ავტორი აღნიშნავდა, რომ გერმანელი მეცნიერი კლაპროთი ქართული ენის განსაკუთრებულობაზე საუბრობდა და მას კავკასიურ ენათა ჯგუფს მიაკუთვნებდა. კლაპროთის ვერსიას ეთანხმებოდა ქართველი მეცნიერი ალექსანდრე ცაგარელი.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 1; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა პეტრე მირიანაშვილის პუბლიკაცია „არიელ ენათა ჯგუფი და საქართველო“, რომელშიც ავტორი აღნიშნავდა, რომ გერმანელი ლინგვისტი და მკვლევარი მაქს მიულერი ქართულ და მთელ კავკასიურ ენებს თურანის (აღმოსავლურ, კასპიის ზღვის აუზის ქვეყნები) ენათა ჯგუფს მიეკუთვნებდა.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N1) დაიბეჭდა პეტრე მირიანაშვილის პუბლიკაცია „არიულ ენათა ჯგუფი და საქართველო“, რომელშიც ავტორი აღნიშნავდა, რომ გერმანელი მეცნიერი ფრანც ბოპპი, რომელიც ენათმეცნიერებაში შედარებითი მეთოდის დამაარსებლად ითვლებოდა, ამტკიცებდა, რომ ქართული ენა ინდოევროპული ენების ჯგუფს მიეკუთვნებოდა.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N1) დაიბეჭდა პეტრე მირიანაშვილის პუბლიკაცია „არიელ ენათა ჯგუფი და საქართველო“, რომელშიც ავტორი აღნიშნავს, რომ ევროპელი მეცნიერები იკვლევდნენ ქართულ ენას და ამტკიცებდნენ (ლაიბნიცი, ბროსე), რომ ის ინდოევროპული ენების ჯგუფს ეკუთვნოდა. მათ ეთანხმებოდა ქართველი მეცნიერი დავით ჩუბინაშვილი.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N1) დაიბეჭდა პეტრე მირიანაშვილის პუბლიკაცია „არიელ ენათა ჯგუფი და საქართველო“, რომელშიც ავტორი აღნიშნავდა, რომ ფრანგი მეცნიერის, ფრანსუა ლენორმანის (იკვლევდა ასირიულ და მესოპოტამიურ დამწერლობასა და კულტურას) კვლევის მიხედვით, ვანის ლურსმული წარწერები ქართული აღმოჩნდა.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N1) დაიბეჭდა პეტრე მირიანაშვილის პუბლიკაცია „არიელ ენათა ჯგუფი და საქართველო“, რომელშიც ავტორი ფრანგი და გერმანელი ლინგვისტების მხრიდან ქართული ენის მეცნიერული შესწავლის დიდი ინტერესის შესახებ საუბრობდა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 30 სექტემბერს კ. კიკნაძე, ე. ნაცვლიშვილი, ანჩაბაძე და ისაკაძე ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოდან ხარკოვის საკატორღო ციხეში გადაიყვანეს.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 30 სექტემბერს ბ. გამსახურდია, სილიბისტრო ბოჭორიშვილი და ი. გაჩეჩილაძე ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოდან ხარკოვის საკატორღო ციხეში გადაიყვანეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის იანვარში ქუთაისის სამხარეო მოსამართლის მდივანი ივანე ფილიპეს ძე ფხაკაძე ოზურგეთის რაიონის საგამოძიებო სამმართველოს მოსამართლის დამხმარედ დაინიშნა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 30 სექტემბერს პოლიტიკური ტუსაღი ფარქოსაძე ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოდან ირკუტსკის საპატიმროში გაგზავნეს. მას თბილისის სამოსამართლო პალატის მიერ სამუდამო გადასახლება ჰქონდა მისჯილი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისის სამოსამართლო პალატის სესიამ გაგრაში ნოე ჩაჩავასა და ფარნაოზ ჯიქიას საქმე განიხილა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისის სამოსამართლო პალატის სესიამ ნოე ჩაჩავა და ფარნაოზ ჯიქია გაგრიდან ქუთაისის საპატიმროში გადაიყვანა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 30 სექტემბერს გ. ბარაბაძე, მ. კვარაცხელია და მ. მანუკოვი ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოდან ხარკოვის საკატორღო ციხეში გადაიყვანეს.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისის სამოსამართლო პალატის სესიამ ნოე ჩაჩავას 6-წლიანი კატორღა მიუსაჯა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წელს თბილისის სამოსამართლო პალატის სესიამ ფარნაოზ ჯიქიას 17-წლიანი კატორღა მიუსაჯა.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წელს სპირიდონ ჟორჟოლიანი საგუბერნიო ციხის ზედამხედველი იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს ვარლამ ძიძიგური სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებლად აირჩიეს.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 10; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა წერილი „რუსული სკოლის დასაწყისი ჩვენში“, რომელშიც ვკითხულობთ, 1825 წელს თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელი (დირექტორი ალექსი პეტრიაშვილი) ყაზანის უნივერსიტეტის სამმართველოს უწყებაში გადავიდა, 1825 წლიდან კი ხარკოვის უნივერსიტეტს მიაწერეს.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 10; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა წერილი „რუსული სკოლის დასაწყისი ჩვენში“, რომელშიც ვკითხულობთ, 1807 წელს თბილისის გიმნაზიაში (ყოფილი კეთილშობილთა სასწავლებელი, დირექტორი ალექსი პეტრიაშვილი) არსებობდა 6 კლასი 100 მოსწავლითა და 10 პედაგოგით.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N10) დაიბეჭდა წერილი „რუსული სკოლის დასაწყისი ჩვენში“, რომელშიც ვკითხულობთ, რომ 1807 წელს კავკასიის მთავარმართებლის, ვასილ ივანეს ძე გუდოვიჩის წარდგინებით თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელი გიმნაზიად გადაკეთდა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N10) დაბეჭდილი წერილის „რუსული სკოლის დასაწყისი ჩვენში“ თანახმად, 1802 წელს კოვალენსკის მიერ დაარსებული თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელი ძალიან მალე დაიხურა.