საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89691

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 7 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1874 წლის 17 აპრილიდან დაწესდა ღერბის ფული, რომლის თანახმად თუ საჩივრის ქაღალდს 2 აბაზიანი მარკა არ ეკრა, ამ შემთხვევაში მას სასამართლო უკან უბრუნებდა გლეხს. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით სასამართლოებში საქმის წარმოება სრულიად თავისუფალი უნდა ყოფილიყო ღერბის ფულისგან.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 7 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ საზაფხულო თეატრში  წარმოადგინეს გაბრიელ სუნდუკიანცის დასამახსოვრებელი კომედია „ხათაბალა“, რომელშიც მონაწილეობდნენ ელენე ყიფიანისა, კონსტანტინე ყიფიანი და ვასილ აბაშიძე.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 7 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ გერმანიის პარლამენტში განიხილეს საკითხი ელზასსა და ლოტარინგიის ახალი მმართველობის დაწესების შესახებ. ცნობილია, რომ მათ უმაღლესი გამგეობა მართავდა და უმაღლეს საბჭოსაც კი არ ჰქონდა უფლება დამოუკიდებლად მიეღო რაიმე სახის გადაწყვეტილება.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 7 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ბისმარკის სამსახურიდან წამოსვლის მიზეზი მასსა და გერმანიის იმპერატორს შორის შეუთანხმებლობაა აღმოსავლეთის საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ გერმანიის იმპერატორი რუსეთს ემხრობა, ბისმარკი კი უპირისპირდება მას.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 7 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა მოკლე ისტორიული მიმოხილვა იტალიის სახელმწიფოს შესახებ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 7 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ალფონს დოდეს მოთხრობა „უკანასკნელი გაკვეთილი (ელზასელი ბიჭის ნაამბობი)“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 7 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა მეორე ნაწილი ნიკოლოზ დადიანის თხზულებიდან „ქართველთა ცხოვრება“ ცნობები საქართველოს ისტორიის შესახებ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 7 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ ბზიფის ტყის თაობაზე, რომელიც მდებარეობდა აფხაზეთში უცნობმა პირმა ო. ა. ფონ-ლიპხორტმა წინადადება წარუდგინა ერთ-ერთ საზოგადოებას რუსეთში, რომლის თანახმად თუ ისინი ტყეს გამოიყენებდნენ და ხის მასალას გაიტანდნენ საზღვარგარეთ გასაყიდად სახელმწიფო ხაზინა დიდ მოგებას ნახავდა, ასევე შეეძლოთ აეგოთ ხომალდები, რომლითაც ვაჭრობას შეძლებდნენ და ათი ათასობით თუმანს მიიღებდნენ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 7 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით პასუხი გასცეს „ქუთათურს“, რომ მის წერილს გაზეთში არ დაბეჭდავდნენ, რადგან „ივერია“ კერძო პირის წადილს არ ემსახურებოდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 3 თებერვალს, საღამოს ათ სააათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, სტუმრობისას მაკრინე მელიქიშვილმა რევერანსი გაუკეთა და აღნიშნა, რომ ქართველი გოგონები და ქალბატონები ბედნიერებას უსურვებდნენ მათ შვილ ნინოს და მფარველი წმინდანის დღესთან დაკავშირებით, მცირე საჩუქარს უძღვნიდნენ. გადასცეს ძველი სპარსული მოზაიკის ყუთი, რომელშიც ოქროს ჯვარი იდო ლალისა და მარგალიტის თვლებით მორთული ყელსაბამით, უძვირფასესი რელიქვია, რომლის აღწერაც გაუჭირდებოდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 3 თებერვალს, საღამოს ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ჩაის სმისას მოულოდნელი სტუმრები ეწვივნენ: ოთხი გოგონა – მაკრინე მელიქიშვილი, თამარ გვაზავა, ლეილა ქავთარაძე, ქეთევან ერისთავი და ხუთი ქალბატონი: მარია კვინიტაძე, ნინო გვაზავა, ელენე აფხაზი, ეკატერინე ლორთქიფანიძე, ანა დიასამიძე. ისინის ჩაიზე დაეწვივნენ, ბევრი იცეკვეს, ითამაშეს და იმხიარულეს.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1919-1920 წლების ოლივერ უორდროპის წერილების მიხედვით, ელენა როსტომაშვილი იყო მარჯორი უორდროპის ნათლული.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1919-1920 წლების ოლივერ უორდროპის წერილების მიხედვით, ელენა როსტომაშვილი გარდაიცვალა ექვსი წლის ასაკში.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 30 იანვარს ოლივერ უორდროპი შეხვდა ალექსანდროპოლის უნივერსიტეტის რექტორ გამბოროვს. შეხვედრას რამდენიმე პორფესორიც დაესწრო.

1920

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1920 წელს მაკრინე მელიქიშვილი იყო 6 წლის.

1920

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1920 წელს თამარ გვაზავა იყო 6 წლის.

1920

ტიპი: განათლება

1919-1920 წლების ოლივერ უორდროპის წერილების მიხედვით, გომბოროვი პროფესიით იყო იურისტი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 7 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა რედაქციის პასუხი მღვდელ ს. ბ.-ს თხოვნაზე დაებეჭდათ მისი თხზულება.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 22 იანვარს, ხუთშაბათს, ბაქოში გაემგზავრნენ: ოლივერ უორდროპი, უეითი, მაიორი დელი, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მისი რუსი მეუღლე, თანაშემწე და სომხეთის წარმომადგენელი აზერბაიჯანში.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1919-1920 წლების ოლივერ უორდროპის წერილების მიხედვით, მარჯორი უორდროპის ნათლული იყო ავალიშვილი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს მარჯორი უორდროპის ნათლული ავალიშვილი აზერბაიჯანის არმიის ოფიცერი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს ავალიშვილი იბრძოდა დაღესტანში.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 7 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა მიმართვა „უფ მოგლეჯილაძის“ მიმართ, რომ რედაქციამ უარი განაცხადა მისი წერილის დაბეჭდვის თაობაზე, რომელიც ერთ-ერთი პიროვნების ავ-ზნეობაზე მოგვითხრობდა. რედაქციის განცხადებით მხოლოდ ფაქტებითა და საქმით შეიძლება განსაზღვრო ადამიანის ავ-კარგიანობა, რადგან სხვაგვარი განკიცხვა ლანძღვაა, რომლის ადგილი გაზეთ „ივერიაში“ არ იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

gegia1877 წლის 7 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მეშვეობით რედაქციამ მიმართა კონსტანტინე გეგიაძეს, რომ მის მიერ გაზეთში დასაბეჭდად გაგზავნილი ისტორია უკვე ნაცნობი იყო მკითხველისთვის და შესაბამისად არ დაბეჭდავდნენ. თუმცა გამოთქვეს მზადყოფნა დაებეჭდათ ახალი და საინტერესო ისტორიები.

1920

ტიპი: ღონისძიება

1919-1920 წლების ოლივერ უორდროპის წერილების მიხედვით, 25 წლის წინ ალექსი ბერიძე ოლივერ და მარჯორი უორდროპების პაჟი იყო ქერჩში.