რეგისტრირებული ფაქტები89691
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ღონისძიება
1919-1920 წლების ოლივერ უორდროპის წერილების მიხედვით, მეხანძრეთა რაზმის ხელმძღვანელი ალექსი ბერიძე სიმამაცისთვის დააჯილდოვეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 იანვარს, კვირას, საღამოს 7 საათზე ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ალექსი ბერიძე ომში მოკლული ეგონა, მაგრამ ბოლშევიკებს გამოქცევია და თბილისში იყო. იგი ქვეყნის სახანძრო ბრიგადებს ხელმძღვანელობდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 იანვარს საქართველოსა და სხვა ქვეყნების მინისტრთა კაბინეტთან გამართულ ვახშამზე ოპერის თეატრის წამყვანი ტენორი ივანე სარაჯიშვილი და ბარიტონი ლაზარე იმერლიშვილი მღეროდნენ. ხალხური სიმღერები ანსამბლმა საკრავების თანხმლებით შეასრულა. ოპერის მომღერლებს აკომპანიმენტი გაუწია ჟანა ფალიევამ (ფალიაშვილმა).
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1919-1920 წლების ოლივერ უორდროპის წერილების მიხედვით, ჟანა ფალიაშვილი ზაქარია ფალიაშვილის და იყო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 3 დეკემბერს ოლივერ უორდროპს სტუმრად ეწვია რობერტ ბლეიკი (ბლეიქი), ამერიკელი მეცნიერი, რომელიც ქართულ ენაში იყო სპეციალიზებული და გააცნო თავისი რუსი საცოლე, რომელიც ქართულ ხელოვნებაზე – მინიატურებზე, არქიტექტურაზე და ა. შ. მუშაობდა.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 7 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ თვითმმართველობის დროს: 1) ადგილობრივ საქმეებს ადგილობრივ სასამართლოში განიხილავენ, რაზეც დამყარებულია ადგილობრივთა პატივის, ღირსებისა და ქონების მფარველობა და ხელშეუხებლობა; 2) უმაღლესი მთავრობის მიერ დაწესებულ გადასახადებს თანაბრად და სამართლიანად ანაწილებენ მოსახლეობაზე; 3) ადგილობრივი გამგეობა ადგენს გადასახადების რაოდენობას; 4) შესაძლებელია ახალი კანონების დაწესება, რომელიც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საყოველთაო კანონს; 5) შესაძლებელია დაწყებითი სკოლის დაარსება და თავისუფლად მართვა და კიდევ მრავალი სასიკეთო საქმის განხორციელება ადგილობრივთა ცხოვრების გასაუმჯობესებლად.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 16 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მამუკა ორბელიანთან გამართულ სადილს დაესწრო ვახტანგ ღამბაშიძე და მისი რძალი, ახალგაზრდა ამერიკელი ქართველოლოგი რობერტ ბლეიკი (ბლეიქი), პოლკონიკი სტოქსი, უეითი და გრანდი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 იანვარს ოლივერ უორდროპი დაესწრო ამერიკელი ქართველოლოგის რობერტ ბლეიკის (ბლეიქის) და მისი რუსი საცოლის ქორწილს. მან ცერემონიალის დროს გალობით ძალიან ისიამოვნა.
1920
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1920 წლი 7 იანვარს ქართველოლოგი რობერტ ბლეიკი (ბლეიქი) დაქორწინდა რუს ქალბატონზე.
1920
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1919-1920 წლების ოლივერ უორდროპის წერილების მიხედვით, რობერტ ბლეიკის მეუღლე ქართულ ხელოვნებაზე – მინიატურებზე, არქიტექტურაზე და ა. შ. მუშაობდა.

