რეგისტრირებული ფაქტები91336
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 12 მაისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1-ელი იანვრიდან 1-ელ აპრილამდე ივრის გამსესხებელ-შემნახველმა ამხანაგობამ თბილისის საურთიერთო ნდობის ბანკში სესხად აღებული თანხის სარგებელი 25 მანეთი და 83 კაპიკი შეიტანა. ხელს აწერენ: ა. ცხვედაძე, თევდორე გულისოვი და აზარია დიაროვი.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 11 მაისს, შუაღამისას, კუკიის ხიდზე მირზოევის დუქნებს ცეცხლი გაუჩნდა.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 14 მაისს კავკასიის სასოფლო მეურნეობის კრებას დაესწრნენ: საქართველოს ეგზარქოსი ევსევი, გენერალ-მაიორი დიმიტრი სტაროსელსკი, თბილისის გუბერნატორი ოსტენ-საკენი და თბილისის მოთავე ს. ს. ყიფიანი.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 14 მაისს კავკასიის სასოფლო მეურნეობის კრებაზე საზოგადოების მდივანმა ივანე სტეფანეს ძე ხატისოვმა წაიკითხა საზოგადოების გასული წლის ანგარიში.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 14 მაისს კავკასიის სასოფლო მეურნეობის კრებაზე ლოჭინის სასწავლებლის ყოფილმა დირექტორმა გაევსკიმ წაიკითხა ანგარიში ამავე სკოლის შესახებ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 6 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას დაესწრნენ: კონსტანტინე გვარჯალაძე, ტარას გრიგოლის ძე რცხილაძე, ლონგინოზ ცაგარელი და ვ. აბდუშელიშვილი.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წლის 18 თებერვლიდან, კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოში შესული ბრძანების მიხედვით, სამსახურიდან უნდა დაეთხოვათ გენერალ-მაიორი ივანიცკი. ივანიცკის სამსახურიდან წასვლის შემდეგ უნდა მიეღო მუნდირი და პენსია.
1893
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „კვალის“ 1893 წლის 21-ე ნომერში დაიბეჭდა სტატია ზაქარია გიორგის ძე ერისთავის შესახებ. სტატიაში მოცემულია ზაქარია ერისთავის ბიოგრაფიული მონაცემები და საუბარია მის პიროვნულ თვისებებზე.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 23 მაისის გაზეთ „კვალის“ ცნობით, ზაქარია გიორგის ძე ერისთავმა ქართველ თავადაზნაურობას სამეურნეო სკოლის მოსაწყობად ოძისის მამისეული მამული შესწირა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 29-30 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას ესწრებოდნენ საზოგადოების შემდეგი წევრები: ალექსი ივანეს ძე მირიანაშვილი, რაჟდენ სოლომონის ძე ჯაჯანაშვილი, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ალექსანდრე ექვთიმეს ძე ნებიერიძე, სტეფანე თევდორეს ძე ჭრელაშვილი, ნიკოლოზ ვასილის ძე მთვარელიშვილი, დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია და პეტრე იოსების ძე უმიკაშვილი.

