რეგისტრირებული ფაქტები91336
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს თბილისის გიმნაზიაში რუსულ ენას ასწავლიდნენ ალექსი ბარსოვი, კ. ს. ზაბეჟკინი, გიორგი აგლაძე და პ. კორხანიდი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, პირველ კრებაზე გაშავეების შემდეგ ვლადიმერ მიქელაძეს ისევ სურდა კენჭისყრაში მონაწილეობა. თავმჯდომარემ მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 3 ოქტომბერს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ჭიათურის საბჭოთა წიგნის მაღაზიის გამგის, გედევან ღამბაშიძის თხოვნა „Русское слово“-ს I ნაწილის, „აკიდოსა“ და ბოტანიკის სახელმძღვანელოს ნისიად დათმობის შესახებ. ღამბაშიძეს თავდებად უდგებოდა ადგილობრივი შრომის სკოლის დირექტორი იპოლიტე ვართაგავა. გამგეობამ დაადგინა, ღამბაშიძისთვის 180 მანეთის წიგნები მიეცა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 21 სექტემბერს ქუთაისში ქალთა კრებაზე განიხილეს გრიგოლ რობაქიძის სიტყვები ქალთა და მამაკაცთა შესახებ. რობაქიძის აზრით, მამაკაცი ქალისგან განსხვავებით თავისუფალი არსებაა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სოფელ ჯიმასტარში მემამულეთა საბალახოებსა და გლეხების შევიწროებაზე კამათის დროს გლეხმა გიორგი ჯიშკარიანმა აზნაური ალექსანდრე ავალიანი დანით დაჭრა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდიატ შალვა ამირაჯიბს 175 მანეთი საზოგადოების სასტიპენდიო ვალი ჰქონდა დარჩენილი, შალვა ელიავას – 450, ნიკოლოზ იმნაიშვილს – 1 170, ხოლო ვარლამ იმნაძეს – 1 375 მანეთი.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდიატ ელენე ჩიჯავაძეს საზოგადოების სასტიპენდიო ვალი 200 მანეთი ჰქონდა დარჩენილი, არჩილ ჯაჯანაშვილს – 585, შოთა დადიანს – 626, გარდაცვლილ დავით ელიოზიშვილს კი – 875 მანეთი.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდიატ ანა კაპანაძეს საზოგადოების სასტიპენდიო ვალი 654 მანეთი ჰქონდა დარჩენილი, ნინო ლასხიშვილს – 800, დავით მჭედლიშვილს – 750, ტარასი ნიჟარაძეს – 1 525 მანეთი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში კიტა აბაშიძე სავალდებულოს გახდიდა სასამართლოსა და სხვა საზოგადოებრივ დაწესებულებებში საქმის წარმართვას ქართულ ენაზე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში კიტა აბაშიძე მოითხოვდა, რომ ქართველ ჯარისკაცებს რუსეთის ნაცვლად საქართველოში მოეხადათ სავალდებულო სამსახური.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდიატ ვასილ მდივანს 1 025 მანეთი საზოგადოების სასტიპენდიო ვალი ჰქონდა დარჩენილი, მიხეილ მირზაშვილს – 125, ვლადიმერ ორჯონიკიძეს – 1 200, ხოლო იაკობ ორჯონიკიძეს – 480 მანეთი.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდიატ ლაზარე შურღაიას საზოგადოების სასტიპენდიო ვალი 1 100 მანეთი ჰქონდა დარჩენილი, ია ეკალაძეს – 887, თამარ ხარაბაძეს – 346, იასონ ჩხენკელს – 280 მანეთი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთში“ ნიკო ლორთქიფანიძემ გამოაქვეყნა ლეგენდა „ჭეშმარიტების მაძიებელი“.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 22 სექტემბერს თემირ-ხან-შურში გამართულ საქველმოქმედო საღამოზე ნინო ლორთქიფანიძემ იმღერა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ზემო იმერეთის სოფელ დიმის სამკითხველოში მიხეილ ჩხეიძის წყალობით ბევრი ჟურნალ-გაზეთი ჰქონდათ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ზემო იმერეთის სოფელ დიმში გენერალ მიხეილ ჩხეიძის დახმარებით წიგნსაცავ-სამკითხველო და შემნახველ-გამსესხებელი საზოგადოება დაარსდა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდიატ ვასილ რცხილაძეს 1 048 მანეთი საზოგადოების სასტიპენდიო ვალი ჰქონდა დარჩენილი, აკაკი ფაღავას – 450, გიორგი ებრალიძეს – 390, ხოლო თამარ შიუკაშვილს – 900 მანეთი.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდიატ გერონტი ქიქოძეს საზოგადოების სასტიპენდიო ვალი 1 475 მანეთი ჰქონდა დარჩენილი, ანა ხახუტაშვილს – 1 450, ვალერიან ახვლედიანს – 1 245, მალაქია გობეჯიშვილს – 1 025 მანეთი.

