საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92182

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ნესტორ დიმიტრის ძე წერეთელს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში თბილისის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი სახლი და 900 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 6 მარტის რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III ბრძანებით, ციხეების სამზრუნველო საზოგადოების კომიტეტების დირექტორად თელავში დაინიშნა იაგორ ოსკანოვი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 6 მარტის რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III ბრძანებით, ციხეების სამზრუნველო საზოგადოების ახალციხის განყოფილების დირექტორად დაინიშნა მაზრის უფროსი ნიკოლოზ მესხიევი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 28 მარტის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ნიკოლოზ მესხიევს ჰქონდა „კოლლეჟსკი ასესორის“ ჩინი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 28 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იაგორ ოსკანოვი იყო მე-2 გილდიის ვაჭარი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთში“ გამოქვეყნდა აკაკი პაპავას ნაშრომი „შენიშვნები სამშობლო ლიტერატურაზე“.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ევსევი გიორგის ძე ლოსაბერიძე ექიმად მუშაობდა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის აგვისტომდე მარიამ ალექსანდრეს ასული ლორთქიფანიძისა დიდი ჯიხაიშის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს გამგე იყო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 15 ივნისის გაზეთ „კვალის“ საშუალებით ილემის სამკითხველოს გამგემ, დიმიტრი ზურაბის ძე მაჭავარიანმა მადლობა გადაუხადა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 23 ქართული წიგნის შეწირვისათვის.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წელს დიმიტრი ზურაბის ძე მაჭავარიანი ილემში მისივე დაარსებული სახალხო სამკითხველოს გამგე იყო. 

1897

ტიპი: განათლება

1897 წლის 10 ივნისს დ. ანანიაშვილმა, გ. მათეშვილმა, ვ. ჩხაიძემ, გ. ჯაშმა და ყ. ჭყონიამ თბილისის ალექსანდრეს საოსტატო ინსტიტუტი დაამთავრეს.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 15 ივნისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა მიტროფანე ლაღიძის წერილი თედო სახოკიას რუსულ-ქართული ლექსიკონის შესახებ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს ივანე დიმიტრის ძე ჭანტურიშვილმა ილემის სახალხო სამკითხველოს 3 წიგნი შესწირა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისის მაზრაში მცხოვრები ისიდორე ფორჩხიძე კახეთის რკინიგზის მოიჯარადე იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მ. გ. დეკანოსიძემ სოფ. ლეღვნის სკოლაში მუშაობის დაწყებისთანავე მოსახლეობას სკოლისთვის მეორე შენობა აყიდინა. შენობა 800 მანეთამდე დაუჯდათ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, აპალონ ანდღულაძეს ცუცუნია ღოღობერიძესთან ინტიმური ურთიერთობის გამო გიორგი ერმილეს ძე ღოღობერიძის მოკვლას აბრალებდნენ.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 5 ოქტომბერს შალვა ჩიქვინიძე დააპატიმრეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, 1898 წელს სოფ. ლეღვანში დაარსდა ერთკლასიანი სამინისტრო სასწავლებელი, რომლის მასწავლებლადაც შემდგომ მ. გ. დეკანოსიძე დაინიშნა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სოფ. ლეღვნის სკოლაში, რომლის მასწავლებელიც იყო ს. რ. ბუაჩიძე, 130 მოსწავლე სწავლობდა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ილია ქუთათელაძე დიდ ჯიხაიშში მასწავლებლად მუშაობდა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 22 აგვისტოს ილია ქუთათელაძე დიდი ჯიხაიშის წიგნსაცავ-სამკითხველოს გამგედ დაინიშნა.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წლის ნოემბერში ს. რ. ბუაჩიძე სოფ. ლეღვნის სკოლაში მასწავლებლად დაინიშნა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 10 ივნისს სოფელ თონეთის სკოლა დაათვალიერა ალექსანდრე გარსევანიშვილმა. რევიზიის დროს სკოლაში გამოცხადდა 26 მოსწავლე, 10 ვაჟი და 16 ქალი, 1-ლი განყოფილებიდან – 10, მე-2 განყოფილებიდან – 13, მე-3 განყოფილებიდან – 16 მოსწავლე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 9 ოქტომბერს პარლამენტის სამხედრო კომისიაში სამხედრო სამინისტროს მრჩეველმა გრაფმა ვოლფსკელმა წაიკითხა მოხსენება ქართული ჯარის ორგანიზაციის შესახებ.

1897

ტიპი: განათლება

1896-97 სასწავლო წლის ბოლოს, ივნისში სოფელ თონეთის სკოლის 1-ლი განყოფილების მოსწავლე ოსე გარსევანიძის შეფასებები იყო: საღვთო სჯული – 5, ქართული კითხვა – 5, ქართული წერა – 5, ანგარიში – 5, რუსული კითხვა – 4. მას ჰქონდა 15 გაცდენა.